არ ვიცი, შეიძლება უკვე დაიწერა ამის შესახებ (მეზარება 28 გვერდის კითხვა), მაგრამ მაინც დავწერ:
მეტროს პლასტიკური ბარათი 2007 წლიდან თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს გადახდის მოხერხებულ ფორმას - პლასტიკურ ბარათს შესთავაზებს. აღნიშნული ”contactless" ბარათების საშუალებით მგზავრები დაზოგავენ სალაროებთან დგომის დროს და უფრო მეტად კომფორტულს გახდის თბილისის მეტროპოლიტენით სარგებლობას.
ამასთან, ქალაქ თბილისის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის შექმნის შემდეგ, შესაძლებელი გახდება ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთი პლასტიკური ბარათით გადახდა, რაც საშუალებას მისცემს ქ. თბილისის მთავრობას საფუძვლიანად შესწავლილ იქნას ქალაქში მგზავრთა ნაკადების გადაადგილება, განისაზღვროს პიკური საათები, დაიგეგმოს სატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალური რაოდენობა და მგზავრები მეტი კომფორტულობითა და სწრაფად გადაადგილდნენ ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილში.
ახალი სადგურის ”უნივერსიტეტის” მშენებლობა 2008 წლის დეკემბერში თბილისის მეტროპოლიტენს კიდევ ერთი სადგური - ”უნივერსიტეტი” დაემატება. 20 წლის მანძილზე დაკონსერვებული მშენებლობა სექტემბრის ბოლოსათვის განახლდება. პროექტი ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე წლის 18 აგვისტოს თბილისის მეტროპოლიტენმა ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით, ხოლო სამუშაოების დაწყება სექტემბრის ბოლოსთვის არის ნავარაუდევი.
მეტრო ციფრებში მეტროპოლიტენით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა - 2005 წელი --- 105 მლნ მგზავრი
მეტროპოლიტენით საშუალოდ დღეღამეში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა --- 288 ათასი მგზავრი
საექსპლუატაციო ხაზის სიგრძე ორლიანდაგიანი გაანგარიშებით --- 27 კმ
ხაზების რაოდენობა --- 2
ყველაზე გრძელი გადასარბენი --- ”დიდუბე” - ”ღრმაღელე” (1900 მ)
ყველაზე მოკლე გადასარბენი --- ”ავლაბარი” - ”300 არაგველი” (800 მ)
სადგურების რაოდენობა --- 22
ყველაზე ღრმა სადგური --- ”რუსთაველი” (60 მ)
ზედაპირთან ყველაზე ახლოს განლაგებული სადგური --- ”დელისი” (8 მ)
ყველაზე გრძელი სადგური (პლატფორმის სიგრძით) --- ”დელისი” (110 მ)
ყველაზე გრძელი ესკალატორი --- ”რუსთაველი” (120 მ)
ესკალატორების რაოდენობა --- 59
ესკალატორების გაშლილი სიგრძე --- 10 კმ
ვესტბიულების რაოდენობა --- 27
ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტების რაოდენობა --- 135
დეპოების რაოდენობა --- 2
დღე-ღამეში მეტროპოლიტენის ხაზზე გაშვებულ მატარებელეთა რაოდენობა --- 705
მოძრავი შემადგენლობის ინვენტარული პარკი --- 212 ვაგონი
ექსპლუატაციური ვაგონების პარკი --- 156 ვაგონი
ერთი ვაგონის საშუალო სადღეღამისო გარბენი --- 431 ვაგ. კმ
ერთი ვაგონით საშუალოდ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა --- 46
მეტროპოლიტენში მომუშავე მუშაკთა რაოდენობა --- 2850
კაცი 2108 (74%)
ქალი 742 (26%)
დანარჩენი ინფორმაცია იხილეთ თბილისის მეტროპოლიტნის ოფიციალურ საიტზე:
http://www.metro.ge
This post has been edited by LeGo on 22 Dec 2006, 12:39