ერთად ერთი ვიდეო გადაღებით, დაჟე ჩემი ა35-იც ჯობია. ზოგადად სონი ერგონომიკით და მენიუს ინტუიციურობით მაღლა დგას არა მარტო პენტაქსზე. ა77 II ცალკე საკითხია, მშვენიერი აპარატია. რა უნდა ქონდეს K3-ზე უკეთესი ?
... ვიდეო გადაღება, ფოკუსური სისტემა 79 ზონით, მათ შორის 15 ჯვარედინი წერტილი(K3-ში 25!), 12 კადრი/წამში, კარგი მოძრავი ეკრანი, სამწუხაროდ მხოლოდ ანტიბლიკური საფარით რომელიც ადვილად შეიძლება გადაიქერცლოს(K3-ში ეკრანი მაღალი სიმტკიცის მინით არის დაცული). ელექტრონული სამზირი, ზოგს მოსწონს ზოგისთვისაც მიუღებელია... კარგი Viewfinder-ი ისეთი როგორიც ა77(II), R7 სერიებშია ფოტოგრაფისათვის ბევრად მეტი პლიუსია ვიდრე მინუსი. ერთი ეგაა რომ თვალს მიღლის ხოლმე. სხვა კიდევ რა? ისეთი ვერაფერი გავიხსენე... ხო, პატარა ჯოისტიკი
არჩევისას მთავარი პრიორიტეტი იყო:
1. სენსორი + დაბალი ციფრული ხმაური. რაც შეიძლება დიდი დინამიური დიაპაზონი. ამის გამო თავიდანვე გამოვრიცხე a77II.
2. მუშაობა ძველ არა AF ლინზებთან - K3-ში მაქსიმალურად არის რეალიზებული: პიკინგი + „ფოკუსის დამჭერი“(სხვანაირეად ვერ ვთარგმნე

). გადაღების ღილაკს აჭერ, იწყებ ფოკუსირებას, დაფოკუსების მომენტში იღებს ავტომატურად. არა აქვს მნიშვნელობა ჩიპიანი გადამყვანი დგას თუ უჩიპო. მანუალ ლინზები K ბაიონეტზე რამდენია ყველას მოგეხსენებათ.
3. გამძლეობა და კომფორტი - მთლიანად ლითონის კორპუსია, საიმედო დაცვით წლისა და მტვრისგან. შათერის გარანტირებული 200K გაჩხაკუნება

ღილაკების ლოგიკური განლაგება.
D7100-ს „საწინააღმდეგოდ“: ზოგი ზევით დავწერე. ნიკონში არ მომწონს მარცხნივ ჩამომწკრივებული ღილაკები, შეიძლება წვრილმანია მაგრამ ჩემთვის მოუხერხებელი. ციფრულ ხმაურზე პრეტენზია არავის არა აქვს, ამ კუთხით ნიკონი საუკეთესოა. K3-საც მაღალი მუშა ISO აქვს. 3200 ქაჩავს უპრობლემოდ. სხვათა შორის ISO51200 - აპარატურულია და არა პროგრამული გაფართოებით. ISO NR მომეწონა ძალიან, D7100-გან განსხვავებით შეგიძლია თვითეულ აისოზე პერსონალურად მიანიჭო ჩახშობის დონე(3 საფეეხუად აქვს) ან საერთოდ გაუთიშო.
25 ჯვარედინი ფოკუსის ზონა 15-ის წინააღმდეგ.
ექსპოზიციის გაზომვა(მულტისეგმენტურ არეში) 86K ზონალური RGB სენსორით.
შიდა სტაბილიზაცია.
ზედა რგოლზე საყოველთაოდ მიღებული ექსპო რეჟიმების გარდა: Sv, TAv, B, და 3 სამომხმარებლო პროფილი.
USB 3.0
შათერის ლაგი - 0.157წმ, მგონი რეკორდული დროა APS-C ფორმატში
ცოტა არეულად კი ჩამოვწერე რაც გამახსენდა. არის კიდევ წვრილმანი მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი, როგორიცაა მონიტორზე გამოსახულების ავტომატური როტაცია, 20-მდე ობიექტივის ფოკუსის, ქრომატულობის, დისტორსიისა და ვიენტირების კორექცია. ლამის საინჟინრო დონეზე დაყვანილი მთავარი მენიუ, მაზოხისტებისტვის ზედ გამოჭრილი