/// კვირას (17 მაისს) 12 საათზე – BMW Club Georgia და თბილისის მერია წარმოგიდგენთ საქართველოს დრაგის ჩემპიონატის გახსნას – რუსთავის ავტოდრომზე!
ღონისძიება ტრადიციულად ეძღვნება ჩვენს გარდაცვლილ მეგობარს და კლუბელს – დავით ტყეშელაშვილს! იგივე ლესას! ♥ დრაგის დასრულებისთანავე დაიწყება DRAG CHALLENGE (დაღამებამდე... დაახლოებით 2 საათით)
სპონსორები ♥
• ენერგეტიკული სასმელი BLU
• ნავთობკომპანია Wissol
• BMW–ს წარმომადგენლობა საქართველოში – ომეგა მოტორსი
• ავტონაწილების მაღაზია PremiX
პარტნიორები ♥
ტელეკომპანია GDS, ტელეკომპანია TVS, რადიო ფორტუნა+ და ავტორადიო, კინოთეატრები რუსთაველი და ამირანი,
OUtdooR.ge, MyVideo.ge, ავტობილდი საქართველო, გადაცემა ავტორბოლა, ვებ სტუდია 63BITS, Focus Production, Aspria Fitness,
რუსთავის ავტოდრომი, გვერდი Georgian Cars და სამზარეულო დონ ჩიჩო.2015 წლის ჩემპიონატი ტარდება 3 ეტაპად: 17 მაისი, 12 ივლისი, 20 სექტემბერი
და
ჩატარდება 3 კლასში: A (RWD+FWD 0-4400cc),
B (RWD+FWD 4400cc+),
C AWD Absolute
▪▪▪ თუ ძველ A კლასში (RWD+FWD 0–3500cc) online რეგისტრაციით – სამშაბათამდე შეიკრიბება მინიმუმ 10 ავტომობილი – დაემატება ეს კლასიც... თუ არა და ამ სეზონზე აღარ შეიცვლება!კოეფიციენტები: VTEC, ///M (გარდა ამერიკული E36-ისა), Compressor, Rotary -
1.3 / Turbo -
1.8დრაგის გვერდი საქართველოში:
Georgian Drag Racing Seriesღონისძიების FB ბმული:
EVENT LINKბილეთის ღირებულება კაცზე – 5 ლარი. (გაიყიდება ადგილზე, შეჯიბრის დღეს)
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
პრო-
ფოტოგრაფების აკრედიტაცია: 597727399 გიორგი ქობულაშვილი /
ტელევიზიის და სხვა მედიასაშუალებების აკრედიტაცია: 591137111 გიორგი ხუგაშვილი.
ადგილზე იქნება Maika.ge–ს "მობილური სტამბა" სადაც მაისურზე შესძლებთ თქვენი ლოგოტიპის გადატანას, რომელიც უნდა იქონიოთ ფლეშკით.
* MEDIA მაისურის ღირებულებაა 20 ლარი + თუ სურვილი გექნებათ თქვენს ლოგოტიპს წინ და უკან დაახატავთ 10 ლარად...
აკრედიტაციის შედეგად ყველა ივენთზე შეგეძლებათ უფასოდ შემოსვლა და სპეც. ზონებიდან საუკეთესო სურათების გადაღება!
ქრონომეტრაჟს რაც შეეხება – საქართველოში ვერც ერთმა არსებულმა ფირმამ ვერ გამართა ქრონომეტრაჟი სრულად, ამიტომ
რისკის თავიდან ასაცილებლად დროის ათვლა მოხდება მხოლოდ კვალიფიკაციის 2 დადგომაზე.
დრაგის დასრულებისთანავე იწყება DRAG CHALLENGE ლესას დრაგზე იქნება შემდეგი პრიზები
I ადგილი – 150 ლიტრი ვისოლის, ეკო სუპერის საუკეთესო საწვავი! ასევე თასი, სიგელი და მედალი!
II ადგილი – 100 ლიტრი ვისოლის, ეკო სუპერის საუკეთესო საწვავი! ასევე სიგელი და მედალი!
III ადგილი – 50 ლიტრი ვისოლის, ეკო სუპერის საუკეთესო საწვავი! ასევე სიგელი და მედალი!
*** კლასში 6 მრბოლელამდე მონაწილეობისას – გამარჯვებულები მიიღებენ მხოლოდ დიპლომს, მედალს და თასს!
*** 10 მრბოლელამდე მონაწილეობისას – გამარჯვებულები მიიღებენ პრიზების 50%–ს, დიპლომს, მედალს და თასს!განლაგება ავტოდრომზე:

მონაწილეთათვის აუცილებელი საკითხავი!
რეგისტრაციის ადგილი, ღირებულება და პირობები: Online რეგისტრაციის საფასური – 100 ლარი. www.motorsport.ge (დაიწყება დღეს საღამოდან, მანამდე გამორთულია)
Online რეგისტრაციის ადგილზე დადასტურება 9:30 – 10:30
ადგილზე რეგისტრაცია – 130 ლარი. კვირას 9:00 – 10:00
რეგისტრაცია DRAG CHALLENGE–ზე – 70 ლარი (დაიწყება დრაგის დასრულებისთანავე – დაღამებამდე. საშუალოდ 2 საათი)
VIP რეგისტრაცია: კონკრეტული კლასის დაწყებამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე – 150 ლარი
უკვე შესაძლებელია პიტლეინზე და სტარტთან მექანიკების ავტომობილის აყვანა – რეგისტრაციას ატარებთ ბოლიდთან ერთად – 30 ლარი
2 კაცს შეუძლია 1 მანქანით გამოსვლა, ხოლო 1 კაცს 2 მანქანით მხოლოდ სხვადასხვა კლასში შეუძლია!
*** რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელი არაა ადგილზე თითოეულის მოსვლა - ანუ რეგიონებიდან გამომსვლელებმა (და ქალაქელებმაც) შეგიძლიათ
გამოატანოთ თანხა და ჩააწერინოთ მართვის მოწმობის ნომერი, ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი, მანქანის მოდელი, სახ. ნომერი და კუბატურა.
აკრძალულია:1) დამსუბუქების მიზნით კუზაოს გარე ვიზუალური ნაწილების დახსნა. (გარდა არდატევისა)
2) შუშების მაგივრად დასკოჩვა, არსებობს სპეც (იაფიანი) პლასტიკატები, რომლებსაც შუშის ეფექტი აქვთ!
3) სარბოლო ტერიტორიაზე წებოვანი ნივთიერებების დასხმა.
*** თუ იჭრება ძარის დეტალები, კარები და ა.შ. – აუცილებელია დადუგვა!შესასვლელი და მანქანების სტარტის მიმდებარე ტერიტორიის განლაგება: სქემა #1
რეგისტრაციისას იღებთ სასტარტო ნომერს (მაგ.: C15, რაც ნიშნავს C კლასში მე15 ნომერს), რომელსაც
აკრავთ მარცხენა მხარეს – უკანა შუშაზე, ანუ მძღოლის შუშის უკან.
ასევე იღებთ მწვანე და ყვითელი ფერის სამაჯურებს – მწვანეს იკეთებთ თქვენ, ყვითელს კი – მექანიკი.
(სარეგისტრაციო ნომრის ან სამაჯურების დაკარგვისას აცხადებთ სარეგისტრაციო ოთახში, ჯარიმდებით 20 ლარით და იღებთ ახალს)
რეგისტრაციისას გადახდილი თანხის დამადასტურებელი ჩეკი უნდა შეინახოთ თუ ქრონომეტრაჟის დაზიანების ან ორგანიზატორის მხრიდან სხვა პრობლემის წარმოქმნის
შემთხვევაში - გადაწყვიტავთ დრაგის დატოვებას და მოითხოვთ გადახდილ თანხას. თუ დადგებით სტარტზე - თანხა აღარ ანაზღაურდება!
ყველა კლასის ავტომობილი რეგისტრაციის გავლისთანავე აკრობს სასტარტო ნომერს მარცხენა (მძროლის მხარეს)
და გადადის დახურულ პარკში, სადაც ელოდება ტექნიკურ შემოწმებას...მძღოლისთვის დაწესებული მოთხოვნების და ჩემპიონატის სისტემის სანახავად დააჭირეთ სპოილერს!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უსაფრთხოების ზოგადი წესები1. რბოლის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა სასტიკად აკრძალულია, თუ ეს უკანასკნელი უსაფრთხოების მიზნით აუცილებლობას არ მოთხოვს.
2. რბოლისა და ვარჯიშის დროს ავტომობილებმა უნდა იმოძრაონ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ სარბოლო ზოლზე, სტარტიდან ფინიში მიმართულებით.
3. თუ შეჯიბრის დროს, ავტომობილი რიგი მიზეზების გამო გაჩერდა და მძღოლს არ შეუძლია მისი გაყვანა საფრთხის ზონიდან, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს ავტომობილი და გავიდეს ჯებირს მიღმა.
4. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ავტომობილზე შესაძლებელია მხოლოდ, ასეთი სამუშაოებისთვის გამოყოფილ ტექნიკურ ზონაში. კონკრეტულ შემთხვევაში – პადოკში.
5. აკრძალულია კუზაოს ელემენტების მოხსნა დამსუბუქების მიზნით (გარდა შემთხვევებისა როდესაც ფიზიკურად არ ეტევა კუთვნილ ადგილზე).
6. აუცილებელია რბოლის დროს ღვედის შეკვრა და გვერდითა მინების აწევა. აკუმულატორი უნდა იყოს დამაგრებული.
7. აკრძალულია მინების მაგივრად სკოჩის გამოყენება. მინის ჩანაცვლება შეიძლება გამჭვირვალე პლასტიკატებით.
8. არავის არ აქვს უფლება მიეკაროს სარბოლო ბილიკზე გაჩერებულ ავტომობილს გარდა იმ სამსახურებისა რომელთაც ევალებათ ექსტრემალური ევაკუაცია.
9. რბოლის მიმდინარეობის დროს ავტომობილის ძრავის დაქოქვა შეიძლება მხოლოდ იმ საშუალებებით რომელიც განთავსებულია ავტომობილში, გამონაკლისი დასაშვებია ავტომობილის პადოკში ყოფნის დროს სადაც დასაშვებია გარე დაქოქვის მოწყობილობების გამოყენება.
10. როდესაც ავტომობილი იმყოფება წინასასტარტო ზონაში და მძღოლი ვერ ქოქავს ავტომობილს 2 წუთის განმავლობაში, მას კონკრეტული (მოცემული) გარბენი ჩაეთვლება წაგებად.
11. დაფინიშების შემდეგ მონაწილე რომელიც ბრუნდება პადოკში, მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 კმ.სთ–ს, ამ პირობის დარღვევისას, მძღოლის შედეგი ანულირებული იქნება და განმეორების შემთხვევაში მოხდება დისკვალიფიკაცია.
12. თუ მონაწილის ავტომობილს ვარჯიშის ან/და რბოლის დროს წარმოექმნა რაიმე ტექნიკური პრობლემა და ვერ აგრძელებს გარბენს, მაგრამ ავტომობილით გადაადგილება შეუძლია დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს სარბოლო ბილიკი ყველაზე უსაფრთხო გზით.
13. თუ მძღოლი გახდა ავტოკატასტროფის მონაწილე, მას არ აქვს უფლება დატოვოს ავტოდრომი ორგანიზატორის თანხმობის გარეშე.
14. ორგანიზატორი ვალდებულია შეაჩეროს შეჯიბრი (პრაქტიკა, მოთელვა, კვალიფიკაცია და ა.შ.) ნებისმიერი ექსტრემალური შემთხვევის დროს, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიადგეს, ამ დროს შუქნიშნებზე ინთება წითელი შუქი ან ყველა მსაჯი რომელიც მხედველობის არეში იმყოფება წევს წითელ ალამს რაც იმისი მანიშნებელია რომ მძღოლებმა უნდა დააგდონ სიჩქარე მაქს 50 კმ. სთ–მდე და მზად უნდა იყვნენ დაუყოვნებელი გაჩერებისათვის.
15. გარბენის დროს ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის დროს მძღოლი ვალდებუილა გადავიდეს დრაგ–ზოლიდან რათა აიცილოს თავიდან ზეთის ან სხვადასხვა სითხის დაღვრა სარბოლო ზონაში.
16. აუცილებლად უნდა გეხუროთ ჩაფხუტი, რომელიც უფასოდ მოგეცემათ ან შეგიძლიათ იქონიოთ თქვენი. გარბენის შემდგომ ცდილობთ - რაც შეიძლება მალე მიაწოდოთ სტარტზე, რომ ავიცილოთ დრაგის დროში გაწელვა.
წინასასტარტო ზონა . სტარტის პროცედურა. (სქემა #1 & 2)
1. როდესაც 2 ავტომობილი დგება სტარტზე და შემდეგი ხართ თქვენ - გადადიხართ წინასასტარტო ზონაში, სადაც ახურებთ საბურავებს!
2. მსაჯების ნიშანზე, მონაწილე ვალდებულია 30 წამის განმავლობაში შეიყვანოს ავტომობილი წაინასასტარტო ზონაში.
3. აკრძალულია მრბოლელების მიერ სარბოლო მონაკვეთზე სიარული, დროის თუ სხვა სიტუაციების გარკვევის მიზნით! მრბოლელების ზონაში არის დაფა, სადაც მრბოლელს თუ მის ტექნიკურ ჯგუფს შეუძლია მიიღოს სრული ინფორმაცია დროის თუ გამოსვლის რიგითობის შესახებ.
4. ავტომობილის კრიტიკული დაზიანებისას (საფრთხის შემცველი ან გადაადგილების შეზღუდვისას) - პრობლემის აღმოფხვრისთვის, მრბოლელს შეუძლია ითხოვოს (მთავარ მსაჯთან), რომ გადაინაცვლოს კონკრეტული ეტაპის დუელების ბოლოში, რაზეც (ღონისძიებების სიტუაციიდან გამომდინარე) ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეიძლება მიიღოს უარი.
5. მსაჯების ნებართვის გარეშე მონაწილეს ეკრძალება სტარტის ზონაში შესვლა. მანამდე ავტომობილი უნდა იყოს უძრავად. წინასასტარტო ზონაში მექანიკოსებს ეკრძალებათ ნებისმიერი სამუშაოს ჩატარება ავტომობილზე.
6. მსაჯების ნიშანზე წინასასტარტო ზონაში მყოფი მონაწილეები (ავტომობილები) მიდიან სტარტის ზონაში სადაც დაიშვება საბურავების გაცხელება, ავტომობილის მომზადების და საბურავების გაცხელების პროცედურა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს, ამ დროს სტარტის ხაზის გადაკვეთა დასაშვებია.
7. კონკრეტული გარბენის შეყოვნების ან გადადების შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს ნებისმიერი მოძრაობა და დაელოდოს მსაჯების შემდგომ მითითებებს.
8. შეჯიბრის ფინალური ეტაპების დროს, იმ მონაწილეს რომელსაც კვალიფიკაციის შედეგებით უმჯობესი შედეგი აქვს უფლება ეძლევა აირჩიოს სარბოლო ზოლი.
9. ორივე ავტომობილის გაფუჭებისას, შემდეგ ეტაპზე გადადის კვალიფიკაციაზე უკეთესი დროის მქონე მრბოლელი.
10. ერთი ავტომობილით 2 მრბოლელის მონაწილეობის შემთხვევაში, სტარტზე გამოსვლისას (შუაში მყოფ) მსაჯებს ეუბნებით თქვენს საბორტო ნომერს.
ჩემპიონატის სისტემა.კვალიფიკაციაზე მრბოლელები ანხორციელებთ 2 სტარტს კონკურენტის გარეშე, ანუ დროზე.
კვალიფიკაციის დასრულებისას საუკეთესო დროის მქონე მრბოლელები გადავლენ მეორე, დუელების ეტაპზე შემდეგი რაოდენობის მიხედვით:
4 ავტომობილი (5–დან 10–ის ჩათვლით ოდენობისას)
8 ავტომობილი (11–დან 20–ის ჩათვლით ოდენობისას)
16 ავტომობილი (21–დან 40–ის ჩათვლით ოდენობისას)
დუელების სტარტი ხდება დროშის ან ხელის დაქნევით და 402 მეტრის გავლისას, იქნება ფოტოფინიში!

ეს სისტემა გამორიცხავს არგამართლების გამო ძლიერთან შეხვედრას და ისე ლაგდება სქემა, რომ ფინალებისკენ უფრო და უფრო ძლიერი ავტომობილები ხვდებიან ერთმანეთს!
რაც ასევე გამორიცხავს 2 უძლიერესი ავტომობილიდან ერთერთის დასაწყისშივე გამოვარდნას!
ფალსტარტი.1. ფალსტარტის დროს მონაწილე აგებს 1 ქულას.
2. მონაწილე რომელმაც გააკეთა ფალსტარტი, ანელებს მოძრაობას და დადგენილი წესით და მარშრუტით (მე2 წაგების შემთხვევაში) ბრუნდება რიგის ბოლოში ან სასტარტო ზოლთან (1ლი გარბენის შემთხვევაში).
3. გარბენის დროს როდესაც ორივე მძღოლი აკეთებს ფალსტარტს ასეთ შემთხვევაში მათ (ორივეს) ეთვლებათ წაგებად. 2:2–ის შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადადის – კვალიფიკაციაზე უკეთესი დროის მქონე მრბოლელი.
4. როდესაც ფალსტარტი კეთდება ფინალებში ორივე მძღოლისგან – ინიშნება განმეორებითი გარბენი სტარტის ყველა პროცედურის დაცვით.
ტრასაზე მოძრაობა. სქემა #3[/b]

1. სტარტის ბრძანების შემდეგ ავტომობილები იწყებენ მოძრაობას აჩქარებით სწორხაზოვან ურთიერთ პარალელური მიმართულებით ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე.
2. ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდგომ, ავტომობილები ანელებენ მოძრაობას და ბრუნდებიან პადოკში ამ დროს მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 კმ–სთ.
3. ქრონომეტრაჟის უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია სარბოლო მონაკვეთზე საპირისპირო მხარეს გადასვლა, რის გამოც შეიძლება დაზიანდეს დროის ათვლის სისტემა, რომლის ანაზღაურებაც ეკისრება წესების დამრღვევს. გარდა ამისა სარბოლო ზოლის გადაკვეთა ჯარიმდება 1/2 სასტარტო შენატანით.
4. ქრონომეტრაჟის სისტემის დაზიანების შემთხვევაში დრაგი გრძელდება ფინიშის პირველი გადამკვეთის პრინციპით.
5. მრბოლელი, რომელიც უარს იტყვის ქრონომეტრაჟის სისტემის გარეშე რბოლაზე – (სასტარტო შენატანის გადახდის ჩეკის წარდგენისას) დაუბრუნდება თანხა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში:ორგანიზაციული და მარკეტინგული თემების ირგვლივ – გიგი ტუღუში 574 714 741
ტექნიკური მოთხოვნების და წესების ირგვლივ – ლუკა ხავთასი 599 036598 და გიორგი ჯადუგიშვილი 593 515052
VIP პარკინგზე საკუთარი ექსკლუზიური ავტომობილისთვის ადგილის დაჯავშვნისთვის – გიორგი მკლავიშვილი 555566699
წარმატებები! და გელით სეზონის ძალიან ლამაზ გახსნაზე! This post has been edited by PREDATOR on 8 May 2015, 17:17