FLagფაილის წაშლისას, თვითონ ფაილი რჩება, უბრალოდ იშლება მის შესახებ ინფორმაცია და აღინიშნება
როგორც ცარიელი ადგილი.
შესაბამისად, მაგ ფაილის აღდგენა შესაძლებელია მანამ, სანამ მაგ ადგილას, რამე ახალი არ ჩაიწერება.
C დისკზე, სადაც დესკტოპია და პროგრამები დაყენია, მუდმივად ხდება ინფორმაციის წაშლა-ჩაწერა.
მაგალითად, ბრაუზერს რომ გახსნი, იქნმება ახალი cache ფაილები, სადაც საიტის ინფორმაცია იწერება და ა.შ.
ამის გამო, მანდ წაშლილი ფაილის აღდგენის შანსები, მცირეა.
ამ პოსტშია პროგრამები მოცემული და ეგენი შეგიძლია სცადო.
დაფორმატებული ვინჩესტერიდან ინფოს აღდგენა (post #41697752)ოღონდ, სჯობს პორტაბელური ვერსიები სცადო და live cd -იდან გაუშვა, რომ ვინჩესტერს არ შეეხო.
თუ live cd-ით ვერ გაუშვებ, სჯობს D დისკიდან, ან ფლეშკიდან გაუშვა.
თორემ, ნებისმიერი პროგრამა და ფაილი, რასაც C-ზე ჩაწერ, დიდი ალბათობით ზემოდან გადაეწერება.