ჯერ დავიწყოთ იქიდან,რომ MP3 ს ხარისხი ყოველთვის დაბალია CD ს ხარისხზე.გარდა ამისა,ხარისხს უფრო მეტად აფუჭებს ისიც,რომ სანამ ხმა თქვენს დინამიკებამდე FMმოდულატორის გავლით მოაღწევს,ძალიან გრძელ და მტანჯველ გზას გადის. ჯერ ციფრულ-ანალოგური გარდამქმნელი,შემდეგ სტერეო კოდერი, შემდეგ FM მოდულატორი.შემდეგ რადიო გადამცემი და რადიო ტალღები. შემდეგ საპირისპირო პროცესი:რადიო მიმღები, FM დემოდულატორი, სტერეო დეკოდერი...
ამ პროცესის შედეგად სერიოზულად მცირდება ხმის სიხშირული და დინამიური დიაპაზონი.იზრდება არაწრფივი და ფაზური დამახინჯებები,პარაზიტული ხმაურის დონე. მოკლედ, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, მაგრად ბანძდება ხმა. და ეს ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში. ჩემი აზრით, ეს FMმოდულატორი ძალიან უაზრო კომპრომისია მათთვის,ვისაც მუსიკა უყვარს,თორემ ზოგი შეიძლება ვერც ამჩნევს განსხვავებას

რა თქმა უნდა,ფლეშზე MP3 პლეერს მთელი რიგი უპირატესობები აქვს: კომპაქტურობა,სწრაფი რეაგირება,დიდი ტევადობა,არ ეშინია ვიბრაციის.ამიტომ საუკეთესო ვარიანტია,მანქანის რადიო,რომელშიც ფლეშკა ერჭობა. ხოლო თუ ასეთის ყიდვის ფული არ გაქვთ,მაშინ იყიდეთ USB MP3 პლეერი. ვთქვათ, სანდისკის ფირმის და მიუერთეთ თქვენი მანქანის რადიოს გამაძლიერებელს ლაინ ინზე ან აუქს ინზე.თუ ასეთი არ აქვს, მაშინ დამიკავშირდით და მოგიგვარებთ ამ პრობლემას