ამხანაგი, გიორგი ბერნშტეინ...
ახალგაზრდა, მოწესრიგებული, სიონისტი ჟურნალისტი საქართველოს სინამდვილეში...
გიორგი ბერნშტეინ
ვერავის წაართმევ უფლებას, იყოს მადლიერი მასპინძელი ქვეყნისა თუ ერის, ან საკუთარ თავს მის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდეს, თუმცა ეს უკანასკნელი ახალ გარემოებაში, შესაძლოა, სერიოზულ პრობლემადაც კი იქცეს. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაც გაერთიანებს, მანვე შეიძლება დაგაშოროს. ჩემი აზრით, ებრაულ-ქართული ურთიერთობა ნათქვამის კარგი დადასტურებაა!
ის, რომ საქართველოსთვის ისრაელთან ურთიერთობა ლამის ქართული სუფრის პათოსს ვერ გასცდა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ე. წ ქართველი ებრაელების დამსახურებაცაა, რომელთა მენტალიტეტში მოჭარბებული `ქართველობის~ წყალობით, ქართული დიპლომატია ვერ გასცდა ილუზორულ, აშკელონ-აშდოდურ ჩარჩოებს, საიდანაც არ ჩანს და არც შეიძლება ჩანდეს ნამდვილი ისრაელი. არადა, ქართული მხარისთვის არსებითად მნიშვნელოვანია მთლიანობაში ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობა, ვინაიდან სწორედ ის წარმოადგენს ისრაელს, მის პოლიტიკურ, კულტურულ თუ ბიზნეს ელიტას.
ოფიციალური თბილისის მხრიდან ასეთი ნაბიჯი გასაკვირი არ შეიძლება იყოს, რადგან, რომ არა ქვეყნისადმი სამეზობლოსა თუ დასავლეთის მზარდი გეოპოლიტიკური ინტერესი, ქართული საგარეო პოლიტიკის დღემდე ყველაზე დიდ მიღწევად ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება იქნებოდა.
ისრაელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოსთან პოლიტიკური და შემდგომ ეკონომიკური ხიდების აგება დაიწყო, თუმცა განვლილი წლები ცხადყოფს, რომ საქართველოსთვის უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე ამ რეგიონული კავშირურთიერთობების ფასი გაუგებარი დარჩა, გაუგებარი თუნდაც იმიტომ, რომ ქართულმა დიპლომატიამ ვერ შეძლო რეალური ისრაელის აღქმა.
სიმპტომატურია, რომ ორმხრივი ოფიციალური ვიზიტები, ნაცვლად საქმიანი სახელმწიფოებრივი კავშირების დაგეგმვისა, ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის ქართველი ებრაელობის ემოციისა და გემოვნების მორევში იძირება, რომ არაფერი ვთქვათ, ქართული მხარის ტრადიციულ, საპნის ბუშტის პათეტიკაზე. შესაბამისად, ყველა სერიოზული თემა ხდება არამნიშვნელოვანი და რჩება ყალბი შთაბეჭდილება, თითქოს არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე, სხვა დანარჩენი არაარსებითია.
და რაც ყველაზე საგანგაშოა, კარგად შეფუთულმა შეხმატკბილებამ ორივე მხარის ხელისუფლებები ისე ჩაითრია, რომ კონსტრუქციული აზრი და მისი ავტორები ჩრდილში მოექცნენ.
არადა, სახელმწიფოებრივი კავშირები დღის წესრიგში აყენებს არსებული ტრადიციის კორექტირების აუცილებლობას. კერძოდ, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მხოლოდ გაისრაელელებული ებრაელები შეიძლება გახდნენ რეალური ხიდი ორ ქვეყანას შორის, `ქართულსულოვანი~ ებრაელები კი, რომელთაც ჯერ კიდევ თავად აქვთ ისრაელური საზოგადოებასთან ინტეგრირების პრობლემა, მხოლოდ მუხრუჭის როლს ასრულებენ. ამ საქმეში მათი იდეურ ბიძგს საქართველოდანის ქართველი ებრაელები აძლევენ, რომლებიც საქმიანობითა თუ შეგნებით ეწინააღმდეგებიან სიონიზმის უმთავრეს პრინციპებს.
ამდენად, ძნელი მისახვედრი არ არის, რა გახდა საქართველო-ისრაელის, ერთი შეხედვით, მეგობრული, მეორე მხრივ, ნაკლებად საქმიანი ურთიერთობის მიზეზები.
ქართველ ებრაელთა ასეთი გაორებული ცნობიერება ნაციონალური დონის პრობლემათა რიგშიც შეიძლება განვიხილოთ. საბჭოთა საქართველოდან ემიგრირებულ ისრაელში ებრაელთა კომპაქტურად ჩასახლებამ ხანგრძლივად უზრუნველყო ქართულ კულტურულ ორბიტაზე მათი დარჩენა; ისრაელში მოქმედებს ქართული ცეკვისა და სიმღერის ათეულობით ანსამბლი, ქართული რადიო, ტელევიზია, ქართველ ებრაელთა ქორწინების რიტუალი კი ქართულის ანალოგიურია, ასევე ქართული სიმღერისა და ცეკვის თანხლებით. ყოველივე ამან კი ხელი შეუშალა მათ სრულფასოვან ინტეგრაციას ისრაელის საზოგადოებასთან.
მიუღებელია ზოგიერთი ქართველი ებრაელის წუხილი, რომ ისრაელის ქართველი ებრაელობა დღითიდღე ებრაული ხდება და კარგავს კულტურულ თუ ლინგვისტურ კავშირებს საქართველოსთან. ასეთი პოზიცია ძირშივე ეწინააღმდეგება ებრაულ პატრიოტიზმს და სიონიზმს _ ებრაელთა ფუნდამენტური იდეოლოგიას, რომლის წყალობითაც მილიონობით ებრაელი დაუბრუნდა სამშობლოს და დღეს ერთიან ისრაელურ საზოგადოებას აშენებს. ამ პროცესში ქართველ ებრაელთა მაქსიმალური ჩართვა უმთავრესი გამოწვევაა მათთვისაც და იმ ურთიერთობისთვის, რასაც ისრაელ-საქართველოს შორის თვისობრივად ახალი ტიპის კავშირები ჰქვია. მხოლოდ გაისრაელელებულ ქართველ ებრაელს შეუძლია საქართველო ნამდვილ ისრაელს დააკავშიროს და გახდეს ორმხრივი ურთიერთსასარგებლო კავშირის შემოქმედი.
https://www.facebook.com/notes/1060972450580434/?pnref=story * * *
მის შემოქმედებას ნაკლებად ვიცნობ... თქვენ...?
"ერთობ საინტერესო ხედვაა"...
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)