განვიხილოთ ცალცალკე ლეგიონერები:
დმიტრო ბეზოტოსნი - მეკარე: 31 წ. გაბალაში 2014 წლიდან, იქამდე მრავალი წლის განმავლობაში ჩერნომორეცის ძირითადის ფეხბურთელი
ალექსანდრუ ბენგა - მცველი: 26 წ. გაბალაში 2014 წლიდან, იქამდე რამდენიმე რუმინულ გუნდში უთამაშია, სულ ბოლოს კი ბოტევ პლოვდივის შემადგენლობაში ვერ ვიტყვით რომ მუდამ ძირითადის ფეხბურთელი იყო
რიკარდინიო - მცველი: 30 წ. გაბალაში 2014 წლიდან, იქამდე 6 წლის განმავლობაში მალმიოს ძირითადის ფეხბურთელი
რაფაელ სანტოსი - მცველი 30 წ. გაბალაში 2013 წლიდან, კიევის არსენალში ბოლო 2 სეზონში ითამაშა 20 თამაში, იქამდე კი სხვადასხვა ბრაზილიური კლუბების ღირსებას იცავდა
პავოლ ფარკაში - მცველი 30 წ. გაბალაში 2014 წლიდან, იქამდე სერია ბ-ს 16 ადგილოსანი ტერნანას ღირსებას იცავდა
ადრიან როპიტანი - ნახევარმცველი 29 წ. გაბალაში 2014 წლიდან, იქამდე მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის პრემიერლიგის სხვადასხვა გუნდში თამაშობდა, ბოლოს ვოლგას სათადარიგო ფეხბურთელი, რომელიც იმ წელს რპლ-დან გავარდა
ალექსეი გაი - ნახევარმცველი 32 წ. გაბალაში 2014 წლიდან, იქამდე 2 სეზონი ჩერნომორეცის ლიდერი და ბოლოს უკრაინის ნაკრებშიც იწვევდნენ, მართალია თამაშმა არ მოუწია
მიხაილ სივაკოვი - ნახევარმცველი 27 წ. გაბალაში 2014 წლიდან, უთამაშია ბელგიაში, პოლონეთში, იტალიაში, ბოლოს ბელორუსში თამაშობდა, თუმცა ჩერნომორეცმა მიიწვა, 10 თამაში ჩაატარა და გაბალაში გადავიდა
ვიქტორ მენდი - თავდასხმელი 33 წ. გაბალაში 2011 წლიდან, იქამდე თურქეთის II ლიგაში თამაშობდა და ამ 4 წლის განმავლობაში მისი მაქსიმუმი გაბალაში, სეზონში 8 გოლია. არაფერი განსაკუთრებული
დოდო - თავდასხმელი 27 წ. გაბალაში 2011 წლიდან. მენდისნაირად ისიც არაფრით გამორჩეულია სტატისტიკის მხრივ, ცოტა გააქვს, გაბალამდე კი ხორვატიის საშუალო გუნდ - ზაგრების ლოკომოტივში თამაშობდა
ეკიგო ეჰიოსუნ - თავდასხმელი 27 წ. გაბალაში 2014 წლიდან, თურქეთის I ლიგიდან გადავიდა, სადაც 23 თამაშში 9 გოლი იყო მისი სტატისტიკა. მეტი არაფერი განსაკუთრებული არ შეინიშნება მის კარიერაში
სერგეი ზენიოვი - თავდასხმელი 26 წ. გაბალაში 2014 წლიდან, 7 წელი თამაშობდა ლვოვის კარპატში, თუმცა ძირითადის ფეხბურთელი არ ეთქმოდა. ცოტა ხანი იყო ბლექპულში, ბოლოს იყო მოსკოვის ტორპედო. ყველგან ძირითადად სათადარიგო ფეხბურთელი
ალბათ კიდევ დაიმატებენ ვინმეს, მაგრამ ამათ ნამდვილად არ ეთქმით მრისხანე ლეგიონერები

ასაკსაც შეხედეთ, სიბერის ჟამს მიადგა ყველა ამ გუნდს ფულის საკეთებლად.
ყველაზე კარგი ფეხბურთელი ალბათ გაი იქნება, ასევე კარგი უნდა იყოს რიკარდინიო, მეკარეც ტოჟე ნიჩივო, აი დანარჩენები ჩვეულებრივი ხლამია...
კრეკსაც დოუწერია, მაგრამ ეს უფრო ობიექტურია

პესიმისტებმა ის წაიკითხეთ, ოპტიმისტებმა ეს
This post has been edited by Rene Adler on 22 Jun 2015, 18:08