მოგესალმებით,
ყოჩაღი გრაფიკოსებისგან მჭირდება დახმარება:
მინდა გავაკეთო პარატა საილუსტრაციო სქემატური ვიდეო.
ამისთვის, ფოტოშოფში შევქმენი მოძრავი gif ფაილი და ახლა ვცდილობ მის გადაყვანას ვიდეოში.
ჩემი ანიმაცია იმდენად ტრივიალურია, რომ ამაზე მარტივი რა უნდა იყოს ვერც კი წარმომიდგენია.
ფოტოშოფში დავხატე 12 კადრი, სადაც წყვეტილი ხაზი ჰორიზონტალურად მოძრაობს. ეს კადრები ჩავწერე მოძრავი gif ფაილის სახით და ყველაფერი კარგად ჩანს. ვიდეოში ვერაფრით გადამყავს ეს უპატრონო.
ვიდეოში გადაყვანას ვცდილობდი ჯერ თვითონ ფოტოშოფის საშუალებით - ფოტოშოფმა აბსოლუტურად გაუგებარი ვიდეო დაარენდერა. შემდეგ გიფ ფაილის ვიდეოში გადაყვანა მოვსინჯე ძალიან ბევრი ონლაინ გადამყვანი პროგრამით და ყველა მათგანი თავისებურ, მაგრამ ძალიან უცნაურ და არაადეკვატურ ვიდეოს აგენერირებს, საერთოდ არ გავს ორიგინალს.
როგორ მოვიქცე?
მიმაგრებული სურათი