mind_augerსაზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგია კი, მეტროს ( u bahn-საც და s-bahn საც ) -ავტობუსს-ტრამვაის საერთო ბილეთები აქვთ და ერთიდან მეორეზე გადაჯდომა შეგიძლია ახალი ბილეთის გარეშე , ამ ბილეთების ცალკ-ცალკე ყიდვას აჯობებს დღიურად ან კვირის იყიდო , ან ასეთი Welcome Card
http://www.visitberlin.de/en/article/the-b...n-welcomecard-0 , ამით შეგეძლება სიარული ყველგან და რაღაც მუზეუმებში ფასდაკლებებიც აქვთ , აეროპორტშივე იყიდება ეს ბილეთები და გაჩერებებზეც,
ინგლისურად ლაპარაკობს 80-90% მაინც , თუ არ ლაპარაკობს ცოტათი მაინც ესმით ხოლმე , მოკლედ გააგებინებ რომ რამე დაგჭირდეს ,
ბრანდერბურგის კარიბჭესთან რომ არ გაიარო ალბათ არ შეიძლება , მანდვეა რაიხსტაგი , მაგრამ მანდ წინასწარ უნდა დაჯავშნო შესასვლელი ადგილი , უფასოა და ბევრი ხალხი შედის , 2-3 კვირიანი რიგები იქნება ახლა ალბათ , რაც მალე დაჯავშნი მით უკეთესი
https://visite.bundestag.de/BAPWeb/pages/cr...kingRequest.jsf , ზოოპარკიც კარგია , ასევე ზოოპარკის ქვედა ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშოპინგო ადგილია (
https://en.wikipedia.org/wiki/Kurf%C3%BCrstendamm ) , ბერლინის კედლის შემორჩენილ ადგილას გაიარეთ , ე.წ. East Side Gallery (
https://en.wikipedia.org/wiki/East_Side_Gallery ) , მანდვე არის მდინარეზე პატარა გემით გასეირნების სერვისი , ეგეც კარგია , ასევე Alexanderplatz-ზე ძალიან ხშირად არის ხოლმე რაღაც "ფესტივალები" , 7-8-9 აგვისტოს კი ბერლინის ლუდის ფესტივალია (
http://www.bierfestival-berlin.de/ ) , შარშან 100-ზე მეტი ლუდის სახეობა იყო მთელი მსოფლიოდან , წელსაც კარგი იქნება ალბათ , კინო თუ გიყვარს გირჩევდი IMAX 3D კინოთეატრში წასულიყავი , ძალიან მაგარი 3D არის და გაგისწორდება ,
ბერლინი ასევე ცნობილია თავისი პარკებით , Tiergarten ძალიან მაგარია (
https://en.wikipedia.org/wiki/Tiergarten_(park) ) , ველოსიპედით გასეირნებას გირჩევდით ქალაქში და პარკებში , Tiergarten-ში , Tempelhofer field -ზე ( რომელიც ადრე იყო აეროპორტი და ახლა პარკად "გამოიყენება" (
http://www.visitberlin.de/en/spot/tempelhofer-park ) ) , მაუერ პარკში კვირაობით flohmarkt არის ხოლმე , აი თბილისში რომ "მშრალი ხიდია" ეგეთ პონტში : )) შეიძლება რამე სუვენირის წაყოლებას , მაგავე პარკში მიდის ხოლმე "მწვადაობა" და პიკნიკობა , ასევე მაუერ პარკის კარაოკე (
https://www.facebook.com/sonntagskaraoke ) , ასევე "მსოფლიოს ბაღი"-ც კარგი დასათვალიერებელია (
http://www.gruen-berlin.de/parks-gaerten/g...elt/ueberblick/ )
მუზეუმები თუ გიზიდავს ისტორიულ მუზეუმში (
https://www.dhm.de/en.html ) და ტექნიკის მუზეუმში წასვლას გირჩევდი (
http://www.sdtb.de/ )
რაც შეეხება შაურმას , ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში შაურმები ისევე ხშირია როგორც სააკაძის ძეგლთან თბილისში , ცოტა განსხვავდება თბილისის შაურმებისგან , იგივე ინგრედიენტებით არ აკეთებენ , "მუსტაფას" საშაურმე არის ყველაზე გაპიარებული -
http://www.mustafas.de/ , მაგრამ სულ რიგია როცა არ უნდა მიხვიდე , თან რამდენიმე საათიანი რიგი , ერთხელ ვიდექი 2 საათამდე რიგში და იმდენად არ მომწონებია ეგ შაურმა რომ მეორედ დავდგე ამდენი ხნით რიგში , რამდენიმე დღის წინ იყო გამოკითხვები ფეისბუქზე და აგერ არის მაგის შედეგები -
http://berlinfoodstories.com/2015/03/31/be...n-doner-kebabs/ , ხო მართლა "დურუმ" არის ლავაშში გახვეული , "ქებაბ" არის პურში ჩადებული
HB - ბერლინში გირჩევდი წასვლას , კარგი ლუდი , სოსისები და კანჭი აქვთ (
http://www.hofbraeu-gastronomie.de/berlin/ )
თუ ცხელ პერიოდში ჩამოხვალ და ტბაზე მოგინდება წასვლა შეგიძლია შლახტენზეეს (
https://en.wikipedia.org/wiki/Schlachtensee ) ან ვანზეეს (
https://en.wikipedia.org/wiki/Wannsee ) ესტუმრო
თუ კიდევ რამე დაგაინტერესებს ან დახმარება დაგჭირდება შემეხმიანე
This post has been edited by sergo_bero on 26 Jul 2015, 20:07