GOOGLE MAP – მა აფხაზეთის ინგლისურენოვანი დასახელება შეცვალაამიერიდან Google Map-ზე აფხაზეთი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი აღინიშნება. რუკაზე გაჩნდა წარწერა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“, ადრე კი მითითებული იყო როგორც „აფხაზეთის რესპუბლიკა“. ცვლილება Google Map-მა ქართველი ინტერნეტ მომხმარებლის გიორგი ბალახაძის წერილობითი მიმართვის შემდეგ შეიტანა.
სიტყვა „ავტონომიურის“ დამატების შემდეგ, Google Map-ი გამორიცხავს მომავალში მისი შეცვლის შესაძლებლობას. რაც იმას ნიშნავს,რომ აფხაზეთი მოიხსენიება, როგორც საქართველოს ავტონომიური ნაწილი და არა – დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
რამდენიმე ადრე, ასევე გიორგი ბალახაძის წერილობითი მიმართვის შემდეგ, Google Map-მა ქალაქ სოხუმის ინგლისურენოვანი დასახელება შეცვალა, რომელიც რუკაზე მანამდე რუსული დასახელებით იყო შეტანილი. რუკაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი ინგლისურად ასეა აღნიშნული - SOKHUMI, ნაცვლად უწინდელი წარწერისა- SUKHUM
http://damoukidebloba.com/c/news/GOOGLE_MAP(IMG:http://s1.postimg.org/5689gu7zj/c15.png)
ნამდვილი პატრიოტობა არ არის რთული, მთავარია მოინდომო და მხოლოდ მუცლის გაძღომაზე არ იფიქრო
რას იტყვით იუზერებო ?