გამარჯობა,
ბიჭებო და გოგონებო, მომავალ წელს ეროვნულები მაქვს ჩასაბარები და როგორც ყველა მეც თავისთავად შევუდექი სამზადისს.

(მეოთხე საგანი გეოგრაფია) გადაწყვეტილი მაქვს კომპიუტერული განხრით სწავლის გაგრძელება. უფრო კონკრეტულად სურვილი მაქვს კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე გავაგრძელო სწავლა.
როგორც მე გავიგე და ინტერნეტში ძრომიალის შედეგაც რაც დავადგინე, ისაა რომ ეს ფაკულტეტი მხოლოდ ჯავახიშვილის უნიშია. არადა ვინც გაიგო რომ კომპიუტერული განხრით მინდა სწავლის გაგრძელება ყველამ სტუ მირჩია.
მოკლედ, ვინც კომპეტენტურები ხართ ამ საკითხში იქნებ დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ. შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის რომ მხოლოთ ჯავახიშვილშია ეს ფაკულტეტი? როგორია აქ სწავლება? ტექნიკა როგორი აქვთ და კომპიუტერული განხრით კიდევ რა ფაკულტეტები აქვთ. მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს რა.
სტუს რაც შეეხება რისი თქმა შეგიძლიათ? ვიცი რომ აქ მოხვედრა ადვილია, მაგრამ სწავლა შედარებით რთული (ვგულისხმობ კონკურენციას და სხვადასხვა ფაქტორებს რაც მსმენია ამ უნიზე). ტექნიკის მხრივ როგორ აქვთ საქმე, კომპიუტერული განხრით რა ფაკულტეტები აქვთ და ამაზეც ერთი სიტყვით ყველაფერი მაინტერესებს.
დიდი მადლობა წინასწარ.
* * *
როგორც ჩანს ამ ქვეკატეგორიას არ ექცევა დიდი ყურადღება
* * *
რა იყოთ ხალხო რა დავწერე ასეთი? ://