გააჩნია რისთვის გაინტერესებს? დიზელზე რა უნდა გაითვალისწინო კაი დიდი სტატიის დაწერა შემიძლია.
მოკლედ შემიძლია დავწერო, რომ პირველ რიგში ყველა "დიზელშიკმა" რაც უნდა გაითვალისწიონოს (განსაკუთრებით Commom Rail-ის მფლობელებმა), არის დიზელის ცეტანური რიცხვი (არ აურიოთ ცეტანურ ინდექსში - ეს სხვანაირად ითვლება).
1. ევრო 3-დან მოყოლებული დიზელის ძრავები ითხოვს EN 590-ნორმის დიზელს. რაც გულისხმობს, რომ დიზელის საწვავს უნდ ქონდეს მინიმუმ 51 ერთეული ცეტანური რიცხვი (ევრო 2-მდე 49 იყო). ზოგადი ცნობებისთვის:
https://en.wikipedia.org/wiki/EN_590 რა ხდება ამ მხრივ საქართველოში: საქართველოში ამაზე ძაან ზოგადი ნორმებია. აქ ჯერ კიდევ ექშენშია <<სავეტსკი>> TY, სოსტი-გოსტი და მსგავსი ოხრობები. გამყიდველები არც არიან ვალდებულები გაყონ და დააწერონ რეალურად ევრონორმაა თუ რუსული. ამიტომაც ყველანი ბოროტად იყენებენ ამ თავისუფლებას, აქ სუყველგან მხოლოდ ევროდიზელი იყიდება. როცა რუსეთში და სხვა ბევრ ნორმალურ ქვეყანაში გაყოფილია და კანონით მკაცრად ნორმირებული.
ჩემი დაკვირვებით და კვლევით მივაგენი ზოგიერთებთან რა ხდება ესე იგი:
I ადგილი. საუკეთესოდ ცეტანური რიცხვით შეიძლება ჩაითვალოს რომპეტროლის EFIX. ჩემი ვარაუდით ცეტანური უნდა ქონდეს 52-53 ერთეული. მართალია მის სამშობლოში არსებობს EfixS, რომლის რიცხვია 55
http://www.rompetrol.com/efixs-diesel-55 - შედარებისთვის Shell V-Power Diesel-ს აქვს 58. გერმანიაში აღიარებულია, რომ ყველაზე ჩუმად და ყველაზე ნაკლებს ამ საწვავზე წვავს ძრავი, Aral (BP) Ultimate Diesel-ს 60 (რაც მსუბუქი მანქანებისთვის მაქსიმალური რეკომენდირებული რიცხვია. 58-ის ზევით უკვე აალების ტემპერატურაც იზრდება).
--- მეორე იაფიანი ევროდიზელი რაც აქვთ იმას მე რუსულ დიზელს ვეძახი. რუსული ტუ თუ სოსტ სტანდარტით მინიმალური რიცხვი არის 45. ამათსას კი 46-49 უნდა ქონდეს. ჩემს მანქანაზე ხმაზეც, ეკონომიაზეც და გაწევაზეც იაფიანი და ეფიქსი მკვეთრ სხვაობას აძლევენ.
2. ადგილს Lukoil-ს ვაძლევ ეფიქსის მერე. ამათ სერვისიც უკეთესი აქვთ და საქართველოში პირველი ზამთრის დიზელი, უფრო სწორად F კლასის ტემპერატურული კლიმატური ზონის დიზელი ამათმა შემოიტანეს და ყოველთვის იცავენ სეზონურობას.
ამათ საქართველოში ერთი სახის აქვთ. შეიძლება ითქვას ნამდვილი ევროდიზელი. სავარაუდო ცეტანური რიცხვით 52-53. თუმცა არსებობს კიდევ უფრო გაუმჯობესებული ექტო დიზელიც. ბენზინიც ერთი სახეობა აქვთ ექტო და როცა პირველად შემოიტანეს აქაურ აგს-ზე ვეკითხებოდი ხოლმე ექტო დიზელიც ხომ არ ჰქონდათ - ვინაიდან ბევრ პისტოლეტზე აწერია - ზოგი მეუბნებოდა მხოლოდ ექტო გვაქვსო, უფრო გარკვეულები კი ამბობდნენ მარტო ბენზინიაო ექტო, რაც უფრო სარწმუნოო აღმოჩნდა. საიტზეც ექტოდიზელს არ აგდებს.
http://www.lukoil.ru/new/azslocator/?bound...&territoryid=c4ამათ ერთი აქვთ კიდევ კარგი, რომ ხარისხის კონტროლს SGS Austria Control-ში გადიან. ესენი ტესტავენ შელს, ბპ-ს, მობილს და სხვებს. ამათთან შეხებაც მქონდა და ზეპედანტი ბანდაა.
3. Wissol Eko. პირველ რაც ვისოლზე გვახსენდებ არის სიტყვა [[[აფერისტი]]] - აპიდან მოყოლებული. მაგრამ ეკო თუ ნამდვილია არა უშავს წავა.
საიტზე უწერიათ ცეტანური ინდექსი 52,4, სავარაუდოდ 53 ცეტანური რიცხვით
http://wissol.ge/#gas-prices "რუსულზე" 45 უწერიათ.
დიდი ხანია უკვე მანქანა მყავს. თითქმის ყველა ბრენდის ჩამისხია, მაგრამ ვისოლის არასოდეს. ეს ახლახანს აღმოვაჩინე და იმ კვირაში მინდა გავტესტო, მაგრამ მეშინია ჩასხმისას მოიტყუებიან, ან რეალურად კი უსხიათ ავზში ეკო? საკითხავი აი ეს არის, ფხაკაძეს კარგად ვიცნობ რა აფერისტი ჩიტიც ბრძანდება.
4. გალფის G-Force ევრო დიზელი - წავა რა, გალფის ბარათი თუ გაქვს ახლომახლო ლუკოილი ან რომპეტროლი თუ არ არის.
რასაც ვერ დავუკარგავთ, საიტზე ყველაზე პატიოსნად მხოლოდ ამათ უწერიათ
http://gulf.ge/ge/products-and-services/fuel-characteristicsსხვა დანარჩენები აღარ განიხილება.
დასკვნაასე რომ გიხარიათ ხოლმე იაფიანი დიზელი 1,40 ლარად ეგ არის მხოლოდ და მხოლოდ "რუსული" ან სავეცკი დიზელი, როგორც გერჩივნოთ ისე უძახეთ, მაგათი ნორმით არის დამზადებული. შესაბამისად არის რუსეთში ან აზერბაიჯანში დამზადებული. 51 ცეტანზე დაბალი დიზელი უფრო ცუდად იწვის ან თითქმის არ იწვის, შესაბამისად მეტს წვავს - ჭვარტლის ფილტრებს ბიდნავს და კატალიზატორს შლის, ხმას კიდებს, ფარსუნკებს ბიდნავს, ტუმბოზე აღარაფერს ვიტყვი, განსაკუთრებით კომონ რაილზე. 45-იანები გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ ტრაქტორებზე. ტოიოტაც კი აფრიკის ქვეყნებისთვის და ჩვენაირებისთვის დამზადებულ ლენდკრუიზერის დიზელებში 49-ს ითხოვს.
ცეტანური რიცხვი გეყოთ, დანარჩენი პარამეტრები გარემოებებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.
პ.ს. ოფლიანი სმაილი სად არის? თითები დამემტვრა.