Levan Varshalomidze
2012 წლის 30 ოქტომბერს აჭარა ახალმა მთავრობამ გადაიბარა. ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე, საკმაოდ გადაღლილმა, სამუშაო კაბინეტში მივიღე ახალი მთავრობის არასრული შემადგენლობა, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად. მე მათ დავახვედრე პროექტების სამი წყება:
ექსპლუატაციაში გაშვებული პროექტები, დაწყებული პროექტები და დაგეგმილი, პროექტების ნუსხა. დაგეგმილი პროექტებში ბუნებრივია იდეები არ იგულისხმებოდა, ეს იყო შეკვრა პროექტების, რომელზეც იყო ნამუშევარი, როგორც ტექნიკურ ნაწილზე, ასევე ბიუჯეტზეც და რამდენიმე მათგანის ინვესტორთან კი მოლაპარაკებები ნაწარმოები. მაგიდაზე დავტოვე ერთადერთი ფურცელი, რომელზეც აჭარის 2013 წლის გაზრდილი ბიუჯეტი იყო.
გაზრდილი ბიუჯეტი სრულად უზრუნველყოფდა ყველა დაწყებული პროექტის დასრულებას ვადებში, რაც ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მაგალითად ამ დროისთვის სრულად უნდა იყოს დამთავრებული ბათუმის მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე არხების) რეაბილიტაცია, სამუშაოები დაიწყო 2009 წელს და 2012 წლისთვის ქალაქის 50% რეაბილიტირებული იყო.
ასევე, ამ დროისთვის დასასრულს უნდა უახლოვდებოდეს ბათუმის სტადიონის მშენებლობა, რომელიც დაწყებულიც არ არის. (სტადიონის პროექტიც და გამოყოფილი ტერიტორიაც მზად დახვდათ)
დღეს უკვე, აჭარის თითოეული მკვიდრი, საკუთარ თავზე და ოჯახზე უნდა გრძნობდეს სარგებელს, რომელსაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოუტანდა მათ. ეს არის პროექტი, რომელიც ხელვაჩაურის რ-ნში იგეგმებოდა და გულისხმობდა უამრავი საწარმოს შექმნას, სადაც დასაქმდებოდა ასეულობით ადგილობრივი და ამ პროექტის ფარგლებში მზად იყო ქვეყანაში, კერძოდ აჭარაში შემოსულიყო ათეულობით მსხვილი ინვესტორი.
ასევე, ამოქმედებული უნდა იყოს, საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტული პროექტი, „როიალ კარიბიანი“ - რომელიც გულისხმობდა თვეში რამდენიმე ტურისტული გემის შემოსვლას ბათუმის პორტში, რომელიც თვის განმავლობაში, საშუალოდ 10 000 ტურისტს შემოიყვანდა აჭარაში, ტურისტის სიმრავლე რას ნიშნავს რეგიონისთვის და მისი ეკონომიკისთვის ეს უკვე ზედმიწევნით კარგად იცის აჭარის თითოეულმა მცხოვრებმა. უნდა ვთქვა რომ ამ პროექტზე მოლაპარაკებები 2012 წლის 1 ოქტომბრისთვის დასრულებული იყო.
ამ დროისთვის ასევე, დასასრულს უნდა უახლოვდებოდეს ბათუმი-კვარიათი-გონიო-სარფის გზა, რომელიც ახალი ბულვარიდან უნდა გასულიყო და აერთიანებდა სანაპირო ზოლს, მოსახლეობა მიიღებდა მრავალი კილომეტრით გაზრდილ ბულვარს და ახალ ტურისტულ ზოლს, სადაც უამრავი ახალი პროექტი იყო დაგეგმილი, რომელიც ტურისტული ქალაქის მაცხოვრებელთათვის ბევრი მატერიალური სიკეთის მოტანისა და ახალი განვითარების გარდა, მშენებლობის პროცესში ქმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს.
ამ გზას ადამიანები მიყავდა გონიოს ე.წ. სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელზეც დაგეგმილი იყო გრანდიოზული პროექტი, ფაქტობრივად, ახალი უბნის (დასახლებული პუნქტი) შექმნა რომელიც ითვალისწინებდა ყველა იმ გამართული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, რომელიც ადამიანთა ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.
ასევე, ექსპლოატაციაში უნდა იყოს კურორტი “გოდერძი” სადაც დაწყებული იყო გზისა და სათხილამურო ტრასის მშენებლობა, კონკრეტული ინვესტორი იწყებდა სასტუმროს მშენებლობას, დაგეგმილი იყო სათხილამურო სკოლის გახსნა. ეს გრანდიოზული ტურისტული პროექტი, მთლიანად უზრუნველყობდა ზემომთიანი აჭარის რამდენიმე სოფლის მაცხოვრებელთა დასაქმებას.
რა გაკეთდა/აშენდა აჭარაში 3 წლის განმავლობაში - ბათუმის საბაგირო გზა, ქობულეთის შემოვლითი გზა, სასტუმრო “ლონდონი”, სასტუმრო “ჰილტონი”, სასტუმრო “კოლიზიუმი”, სასტუმრო “სემირამიდას ბაღები”,
ბათუმის მრავალპროფილური საავადმყოფო - სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრი, სასტუმრო “ლეოგრანდი” რესტორანი „მაგდონალსი“ - ეს არის იმ მსხვილი საინვესტიციო პროექტების არასრული ჩამონათვალი, რომელთა მშენებლობები პროცესში დავტოვეთ და მადლობა ინვესტორებს აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებისთვის, მადლობა იმ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც სათანადო საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის ზრუნავდა და ყველა ის პროექტი რომელიც ერთად დავგეგმეთ დღეს ბათუმს ამშვენებს.
3 წლის წინანდელი ისტორიის მოგონება ადამიანური სენტიმენტი არ გეგონოთ, ამ ჩამონათვალის მიხედვით, მინდა გითხრათ, რომ ახალ ხელისუფლებას, არანაირ პროექტზე და სიახლეზე რომ არ ეფიქრა და მხოლოდ იმისთვის მიეხედათ რაც მე მათ, 2012 წლის 30 ოქტომბერს გადავეცი სამუშაო ოთახთან ერთად, დღეს აჭარას ექნებოდა ის, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.
2015 წლის 30 ოქტომბერი
https://www.facebook.com/video.php?v=107854...2158227&fref=nfრისი ბრალია ეს ყველაფერი ? ქოცმანებლობის თუ ქოცუნიათობის ?