ესეც იდოს

ვინ არის ეს მთავრიშვილი? ამის გასაგებად იკითხეთ შემდეგი:
ვინ გამოიტანა პირველმა საქართველოს ეროვნული დროშა თბილისის ქუჩებში?
ვინ დაიწყო 150 ათას ხელმოწერიანი პეტიცი საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით?
ვინ დაიწყო პირველმა 9 აპრილის შიმშილობა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით?
ვინ დაიწყო საბჭოთა ჯარის ბოიკოტი და ვინ იცავდა საბჭოთა ჯარიდან გამოქცეულ ქართველ ოფიცრებს?
9 აპრილის დარბევის შემდეგ ვინ გააერთიანა მთელი ეროვნული მოძრაიბა საქართველოს ეროვნული ხსნის მთავარ კომიტეტში და საპროტესტო დემონსტრაციებით ვინ გაანთავისუფლა მაშინ დაპატიმრებული მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდია გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი?
ვინ დააყენა პირველმა საქართველოს მოქალაქეობის საკითხი?
ვინ გამოსცა პირველმა საქართველოში ოფსეტური წესით ანტიკომუნისტური გაზეთი თავისუფლება?
ვისი ლოზონგი იყო "ერი რომელიც იბრძვის თავისუფლებისათვის, მოიპოვებს თავისუფლებას!" და საერთოდ ვინ გამოსცემდა არალეგალური ეროვნული პრესის 90%-ს 1988-89 წლებში?
ვინ გამოუცხადა ბოიკოტი საქართველოს სსრ კომუნისტური უმაღლესი საბჭოს მარტის არჩევნებს და ამით ვინ გააუქმა საბოლოოდ საქართველოში საბჭოთა საკანონმდებლო ხელისულება?
ვინ დადგა მთავრობის სახლის წინ ქართველი იუნკრების ის მემორიალი, რომელიც შემდეგ მსხვიკალიბრიანი ტყვიამფრქვევით დაამსხვრიეს პუტჩისტებმა და ზვიადისტებმა?
ვინ განაცხადა სანამ პირში სული მიდგას საქართველოში ვერც ერთ კაცს ვეღარ დაიჭერენ და ვეღარც ერთ მიტინგს ვერარ დაარბევენო და ვინ იყო იმისი მიზეზი რომ 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის სექტემბრამდე ამის საშუალება არავის აღარ მიეცა?
ვინ შემოარტყა სუკის ცენტრალურ შენობას ალყა 20 ათასი კაცით და ვინ გააუქმა ფაქტიურად საქართველოში კა გე ბე?
ვისი მისამართით გამაცხადა კაგებემ ყველა ეროვნულ ლიდერთან ვითანამშრომლებთ ოღონდ მაგასთან არაო?
ვინ მოიძია, გამოაქვეყნა და მიაღებინა საქართველოს 1921 წლის კომსტიტუცია?
რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?
ყველაფერი ეს გააკეთა ვაჟა მთავრიშვილმა და მისმა ორგანიზაციებმა. აბა ერთი გაიხსენეთ თუ რა გააკეთეს დანარჩენმა ლიდერებმა. გარწმუნებთ რომ ბევრს ვერ გაიხსენებთ გარდა იმისა რომ მთავრიშვილის აღმანახნავს დაღმა ხნავდნენ.
ვინ არ შეუერთდა არც პუტჩისტებს და არც ზვიადისტებს და ვინ აწყობდა მათი დაპირისპირების დროს წერეთლის მეტროსთან გასაშველებელ მიტინგებს? და ასე შემდეგ.... ბოლოს და ბოლოს ჰკითხეთ თელაველ მედოლე ავთოს ვის უქნევდა მუშტებს 1990 წლის ზაფხულში ლენინის მოედანზე ლენინის ძეგლს ნუ აგდებ ბატონ ზვიადს დააბრალებენო და გეტყვით.
DIDGORI-GEO