ვერ გავიგე რა უნდა განტვირთოს?
საბურთალოდან დიღმისკენ ისედაც სამი გზაა: "ახალი გზა", გაგარინი, ვაშლიჯვარი, ახლა მეოთხე უნდა დავუმატოთ?

რავა ყველა დიღომში ცხოვრობს და ეს ჭედავს თბილისს თუ ვერ გავიგე?
თბილისს ჭედავს:
1. არასწორი განაშენიანება: მცირე მონაკვეთზე ჩახერგილი მახინჯი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, მაგალითად სპორტის სასახლის უკან, დოლიძეზე, ხილიანზე, ფალიაშვილზე, ყიფშიძეზე, მცხეთის ქუჩაზე, გოთუაზე და ა.შ. თან 95% შემთხვევაში პარკინგის ადგილებიც კი არ იქნა თავის დროზე გათვალისწინებული და პირდაპირ სახლის მიმდებარედ, ქუჩაში აჩერებენ ამ მანქანებს, ქუჩებში რომლის ფართობიც გათვლილი იყო 60-70 წლის წინანდელ მანქანების ნაკადზე...
2. არასწორი დაგეგმარება: მაგალითისთვის მხოლოდ გმირთა მოედანი კმარა; მოსაკლავია იმ ესტაკადების დამპროექტებელ-დამმტკიცებელი. პირდაპირ ძაბრის ეფექტს ქმნის თამარ მეფის გამზირიდან შემავალი მონაკვეთი, ვინაიდან ერთდროულად ორი მანქანაც კი ვერ შედის იქ, არადა მაქსიმუმ 100 მეტრიანი მონაკვეთია და ნაცვლად ერთისა ორზოლიანი მაინც რომ გაეკეთებინათ ეს შესასვლელი დღეს შეიძლება ეს ყველაზე რთული მონაკვეთი არც არსებულიყო.
3. ნახევარი საქართველო თბილისში ტაქსაობს.
4. დასუფთავების მანქანები მთელ მსოფლიოში მუშაობენ ღამით, ჩვენთან ჩვეულებრივ დღისით და საცობების ნახევარი თუ არა მესამედი ხშირად მათი ინიცირებულია.
5. მარჯვენასაჭიანი მანქანები ერთმნიშვნელოვნად - ზოლს ეგენი ვერ გრძნობენ და ორ ზოლს აფერხებენ ერთდროულად, მარცხნივ ეგენი ვერ უხვევენ დროზე და ნორმალურად, პარალელურ პარკინგზე ეგენი ვერ შედიან და ღამით კიდევ თვალებში განათებენ.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey