ნელ-ნელა ვიზრდები!
27 წლის გავხდი.
ბევრი გადაფასება მოხდა ჩემში!
დღეს ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში!
დღეს დიდი პაუზის შემდეგ მოვხვდი ბიძა კაცების ქეიფზე 40-60 წლის ასაკისა!
(დიდი პაუზის იმიტომ რომ ასეთ ღრეობებს შეძლებისაგვბარად ვარიდებ თავს და მხოლოდ უახლოეს სამეგობრო წრესთან მსურს მოვწრუპო ორი ჭიქა კონიაკი)
თუმცა საქმიანი ურთიერთობის ჭრილში აღმოვჩნდი დღეს ერთ ასეთი საღამოზე. სადაც ნაც-ქოცთა კატეგორია იყო წარმოდგენილი. კატეგორია საქმოსნები, მსუქანი ბიზნესმენები.
მთელი ქართული საზოგადოების, სიყალბე, ტყუილი, ფლიდობა, აჭრილი ღირებულებანი, ავადობა ფსიქიკისა ვიხილე მე იქ. ვიხილე და შემეცოდა ჩვენი თავი შემეცოდა ჩემი თაობა მათ ხელში! მათ ბოგინს მე ვეწირები! ჩვენ ვეწირებით!
ყველაფერი უზომო მოცულობის საკვებია და სასმელის შემოთავაზებით დაიწყო!
ამყველაფერს ,,მაგარი ცოლი" თავობდა! რომელიც სადღეგრძელოზე გამოიძახეს! და სათითაოდ მოატყუეს რომ საუკეთესოა მსოფლიოში!
გაგრძელდა 20 წუთიანი (ბუკვალურად 20 წუთიანი) სადღეგრძელოებით სიყვარულზე ჩახუტებაზე და ლამის სექსებით დაკავდნენ!
აუცლებელ კომპონენტად ამას მოყვა ილია ჭავჭავაძის სახელის უპრაგონო მოხსენიებით! (რა უფლებით?!)
არ დავიწყებია არავის ქართველთა დიდებაზე, სასწაულ ღვითკურთხეულობაზე, წილხვედრობაზე და საოცარ მისიებზე მონაგონი რაღაცა სიყალბე და სისულელეები!
არც ევროპელობა დავიწყებიათ რომ ჩვენ პირველი ევროპელები ვართ და ჩვენ ვართ ევროპებზე ,,უკეთესი"
ევროპა რო ჩვენი სახლია
პარადოქსია?!- კი პარადოქსია მაგრამ ამ ყველაფერს ისევ მატუშკა რასიას ქებაი და დიდებაი მოყვა! წიპა რა საშინელება იყო მარამ რა კარგი იყო. როგორ სექსაობდნენ მოსკოვებში! იულია, ნატაშა და ევა ისე მაგრად რომ გაანაყოფიერეს რომ თავადაც არ იციან რამდენი შვილი ყავთ!
მე ეს ყოველივე დიდი ხნის პაუზის შემდეგ მეათასედ მოვისმინე.
მოვისმინე და მივხვდი! მოვისმინე და მეტკინა!
მოვისმინე და დავკარგე იმედი!
იმიტომ რომ!
ეს თაობა არის აღრეული გაუბედურებული ღირებულებების მქონე!
ისინი არიან სოვოკები!
ისინი მართავენ დღეს სახელმწიფოს!
ისინი ამახინჯებენ დღეს ჩემს ახალგაზრდობას!
ისინი ზრდიან გუკაჩოებს, პუკაჩობს, გულნარაჩოებს რომლებიც ხვალ მათ ჩაანაცვლებენ!
ისინი არიან გაუმძღრები, კუჭამოუვსებელნი, ძველი თბილისის მიწასთან გამასწორებლები, დედის გამქირავებლები! კი ესენი არიან ტყემალაძეები! კი ისინი არიან ვინც წარბეშუხრელად პრემიას აღარ იღებს მაგრამ უფრო მეტ დანამატს ირიცხავს!
და იცით ისინი ვისი შვილები არიან?- ხო იმათი აი თავის დროზე რო იყო წითელი ელიტა და ინტელიგენცია თავის დროზე რომ თქვლეფდნენ!
ისინი უნდა მოკვდნენ! ჩაძღლდნენ და გადაშენდნენ როგორც დინოზავრები!
მხოლოდ ასე გვეშველება!
ჩემი თაობა და ჩემი უმცროსი თაობაც კი! - უბრალოდ განათლებული ადამიანები, ჭეშმარიტ თავისუფლების იდეებს ნაზიარები ახალგაზრდები, დაჟე მათ მიერვე ნიჟე პლინტუსა განსაზღვრული სასტავი პლანაქეშებიც! ლესბოებიც! გეებიც! ტრანსებიც, ფემინისტებიც, ბაია პატარაიებიც ირაკლი ვაჭარაძეებიც მათ ჯობიან. ისინიც კი იმედის ნაპერწკლები არიან მათ ფონზე!
ჩემი თაობა 90 იანებს არ მოაწყობს მე მწამს ამის!
ისინი აღარ უნდა არსებობდნენ!
წადით ახალგაზრდებო უცხოეთში მიიღეთ განათლება გაიფართოვეთ თვალსაწიერი და დაბრუნდით!
ჩვენ მათ გავისტუმრებთ!
ჩვენ მათ переживём! (ამ სიტყვის გამო არ დამწამოთ რუსეთუმეობა, არ აქვს ამ სიტყვას ქართული შესატყვისი)
იდოს აქ