თამარა ჩერგოლეიშვილიბიძინა ივანიშვილმა და მისმა ყეყეჩებმა გაითვალისწინონ, რომ ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მწვანე აენთოთ ყველაფერი დასავლურის განადგურებაზე, ანუ იმ პოლიტიკაზე, რასაც აქამდე ატარებდნენ.
ანუ:
1. პოლიტიკური პატიმრები
2. პოლიტიკური პატიმრების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა
3. რუსთავი ორთან ჭიდაობა
4. პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზება
5. უმცირესობების შევიწროვება
6. პოლიტიკური ძალადობა
და ა. შ. კვლავინდებურად არ მოსულა.
ის რაც მოხდა ქართველი ხალხისთვის გაკეთდა და არა მათთვის.
ირაკლი ვაჭარაძეგავეცანი ევროკავშირის შეფასებას. პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. რეგულარულად ვხვდებოდი შემფასებელ მისიებს. ღიად ვაცხადებდი პრობლემების შესახებ. პრობლემების მიუხედავად და გამოსწორების იმედით, ვუჭერდი მხარს ვიზის ლიბერალიზაციას საქართველოსთვის.
დასკვნა ნორმალურია. ოდნავ უფრო ოპტიმისტური, ვიდრე რეალობა გვკარნახობს. ბევრი ტყუილიც წერია. განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა დაცვის, პოლიციის ეფექტური მუშაობის და საინფორმაციო კამპანიების ნაწილში. მაგრამ ამას არა უშავს.
ირაკლის ღარიბაშვილმა არამც და არამც არ უნდა ჩათვალოს, რომ ახლა შეუძლია მოგერინის გაფრთხილება დაივიწყოს და რადგან უვიზო მიმოსვლა ჯიბეში უდევს, შეუძლია თავს დაესხას ადამიანის უფლებებს, ოპოზიციას და რუსთავი 2-ს.
მთავარი არის ეს: ვიზა ლიბერალიზაციის მოპოვება თუ რთული იყო, დაკარგვა იქნება მეტად ადვილი. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ეს მონაპოვარი
http://www.ambebi.ge/faceambebi/150396-ra-...amoaqveyna.html