ვერ მოვიცალე

პ.ს. შენ მე ნუ მაბრალენბ რაღაცებს

კი არ ვილანძღები - სამართლიან კომენტარებს ვაკეთებ
გუგოცოტაც დამაცადეთ

დავწერ
* * *
მოკლედ, ვინც გოდრძზე გეგმავთ ასვლას, გადაიკითხეთ ჩემი პოსტი

(ვინც უკვე იყავით, გაამრავალფეროვნეთ

)
გზა ნორმალურია, (გრუნტის მოთოვლილ-მოყინული, მაგრამ მარილ მოყრილი), 3 საათში უკვე ადგილზე ვიყავით. უკან დაბრუნებისას უფრო ნაკლები 2.5 საათი დაგვჭირდა.
ბუნება ფრიად ლამაზია, დათოვლილი მთებითა და ნაძვებით. კოტეჯებიც შესახედად კარგია

ქვის საძირკველზე შემდგარი, ხის ორსართულიანი ნაგებობები, ქვედა ნაწილი რიყის ქვით მოპირკეთებული. დიზაინი ძალიან გავს გომარდულის კოტეჯების დიზაინს და პრობლემებიც მსგავსია

კერძოდ: ჰოლში ცივა. მოიხედავად იმისა, რომ რამდენიმე რადიატორია ჩართული, ბუხარიც არის (შეშა ადგილზე არ აქვთ, ბათუმიდან წაიღეთ), კარ-ფანჯრებიდან, ბუხრიდან, ალაგ-ალაგ კედლებიდანაც მსუბუქი (მაგრამ ძალიან ცივი

) სიო ქრის.
გომარდულისგან განსხვავებით, წყლის და შუქის პორობლემა არ აქვთ.
სამზარეულოში არის ელექტრო ჩაიდანი, გაზქურა, აერღუმელი და მიკროტალური ღუმელი. საკმარისი რაოდენობის ჭურჭელი

არ არის ყავა, ჩაი და შაქარი, რაც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა იყოს და ასეც ვუთხარი მენეჯერს, ბოლოს აზრი რომ მკითხა რა არ მოგეწონათო.
საძინებლები ნორმალურია. არც ძალიან კომფორტული და არც პირიქით. თეთრეული სინთეტიკური, მაგრამ სუფთა და ახალი

მოკლედ ასატანია.
აბაზანაში პირსახოცი, საპონი და სხვა აღჭურვილობა თუ არ დაგხვდათ - ნუ შეშფოთდებით, შეგიძლიათ მშვიდად ჩახვიდეთ დაბლა, საკუჭნაოში ყველაფერს იპოვით

ახლა რაც შეეხება რესტორანს. ისიც მშვენიერი შესახედია. როგორც კი შეხვალ, საშინლად მძაფრი სუნი გეცემა ადგილობრივი კარაქის, თუმცა ეს პრობლემა მარტივად გვარდება - ფანჯრის ან გარეთ გამავალი კარის გაღებით.
კერძები გემრიელი - ცოტა მარილიანი. ფასებიც ზომიერი.
სათხილამურო ტრასა საკმაოდ გრძელია ალბათ 5-6 კმ იქნება სიგრძეში. დახურული გონდოლით ადიხარ პირველ სიმაღლეზე, ასვლის ფასი 5 ლარი (მოქმედებს სააბონენტო სისტემაც). მერე შეგიძლია გადაჯდე ღია საბაგიროზე, ომელსაც უფრო მაღლა აყავხარ. ფასი აქაც იგივეა. მაღლა ასული მხოლოდ ხედების ხილკვით კმაყოფილდები, ვერც ყავას და ვერც ჩაის აქ ვერ მიირთმევთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ კაფე (ჯერ) არ აქვთ

სამაგიეროდ, დაშვების მერე შეგიძლია ჩახეთქო ყავაც, ჩაიც, გლინტვეინიც, ჰოთ დოგიც და მწვადიც სწრაფი კვების ჯიხურებში.
იქვე მოისმენ კაი გემრიელ ,,ვარაბსკოი" სიმღერებს, მაგრამ გულისხმიერი დიჯეები ყავთ და თუ თხოვ სიმღერას გამოცვლიან, მეშვიდე თხოვნის შემდეგ ლეპტოპს გამოგიტანენ და გულითადად შემოგთავაზებენ - აჰა, გადმოწერე რა სიმღერაც გინდა და ჩავრთავთო
სუსტი ჯანმრთელობის მქონე ჰუმან ბინგებო, არც აფთიქი და არც მედ პუნ ქტი არ არის, ასე რომ, მოიმარაგეთ გამაყუჩებლები და სიცხის დამწევები, ჯასთ ინ ქეის

მარად თქვენი შუშანა