მიხარია, კიდევ დავწერ თქვენის ნებართვით

"საფინანსო კომპანია" უკვე ძალიან სერიოზულად ჟღერს არა?

გეგონება რაიმე განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი ხდება ეგრევე ეს დაწესებულება, "საფინანსო კომპანია"...
http://sakartvelo-company.ge/about.php?aboutამ ყველაფრის სანახავად ალბათ 10 წუთიც არ დამეხარჯა, მადლობა გუგლს.
მე პირადად მქონდა ბედნიერება მემუშავა ერთერთ "საფინანსო კომპანიასთან". რიკოსთან შედარებით არ ჩანს ბაზარზე, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი ბრუნვა და მსხვილი პორტფელი გააჩნდა, და რატომღაც რიკო ყოველთვის ცდილობდა მის "ჩაძირვას" მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა სეგმენტზე მუშაობდნენ. მაგრამ ამას არ აქვს ამჟამად არსებითი მნიშვნელობა, რასაც აქვს მნიშვნელობა ეს არის ის, რომ რიკოც და ის კომპანიაც ორივე იყვნენ (და არიან) მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
რა არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და რითი განსხვავდება ჩვეულებრივი შპს-სგან ამაზე დიდად არ შეგაწყენთ თავს, უბრალოდ გეტყვით რომ რიკოც და სხვანიც შპს-ებია, რომლებსაც დამატებით აღებული აქვთ მისოს ლიცენზია თუ სერთიფიკატი ეროვნული ბანკისგან, რითიც ისინი ფაქტიურად დამატებით ვალდებულებას იღებენ საკუთარ თავზე შეასრულონ ეროვნული ბანკის მოთხოვნებიც.
ჩვეულებრივი შპს-ს ზედამხედველი ორგანო მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადოა. საგადასახადოს კიდია ჩემი შეტანილი ფული ბანკში ანგარიშზე უდევს შპს-ს თუ დირექტორს მუთაქაში, თუ საერთოდაც შეჭმული აქვს, მთავარია "შეჭმის" საბუთები ჰქონდეს წესრიგში.
მიკროსაფინანსო ვალდებულია ეროვნულს გარკვეული პერიოდულობით წარუდგინოს ანგარიშგება, თუ ვისგან რამდენი აქვს თანხა მიღებული და ვისზე, რა პროცენტში რა გირავნობით და ა.შ. აქვს ეს თანხა გასესხებული. ამ მონაცემებზე დაფუძნებით ეროვნულში ზის ჭკვიანი ხალხი და ითვლის სხვადასხვა სახის კოეფიციენტებს, რომელთაგან ერთერთი არის ლიკვიდურობის კოეფიცენტი, რომელიც გვიჩვენებს თანაფარდობას კომპანიის აქტივებსა და მის ვალდებულებებს შორის. მარტივად რომ ვთქვათ ხვალ რომ რაღაცა მოხდეს და ამ კომპანიას მიაწყდეს ყველა "მეანაბრე" (ბრჭყალებში იმიტომ, რომ ანაბრის გახსნის უფლება მხოლოდ და მხოლოდ ბანკებს აქვთ) და მოითხოვოს ფულის დაბრუნება, რამდენად სწრაფად და მარტივად შეძლებს კომპანია ამ ვალდებულებების დაფარვას.
თუ კომპანია გასცემს სესხებს ოქროს უზრუნველყოფით - ეს კარგია, ვინაიდან ოქროს საბაზრო ფასი ასე თუ ისე ნაკლებად ცვალებადია და ოქრო ითვლება ერთერთ ყველაზე ლიკვიდურ აქტივად. ხელფასით უზრუნველყოფილი სესხი - ცუდია, და ეროვნულთან არაუზრუნველყოფილ სესხთანაა გათანაბრებული.
თუ კომპანია გასცემს ბევრ არაუზრუნველყოფილ სესხს, მისი ლიკვიდურობის კოეფიციენტი მცირდება (აქტივები მცირდება - ვინაიდან თანხა გადის, ხოლო ვალდებულება არ იცვლება). გარკვეულ ნიშნულთან მიახლოებისას ეროვნული ბანკი აფრთხილებს კომპანიას აღარ გასცეს უგირავნო სესხები, ან თუკი კომპანიამ მოიზიდა დიდი სახსრები "მეანაბრეებისგან" ისევ და ისევ კოეფიციენტი კლებულობს და ეროვნულს შეუძლია აუკრძალოს კომპანიას ახალი ანაბრების მიღება, სანამ კოეფიციენტი არ დაუბრუნდება თავის ნიშნულს.
მსგავსი რეგულაციებით ეროვნული ბანკი პირველ რიგში იცავს კომპანიის კლიენტების ინტერესებს და არა კომპანიის.
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=529 - საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩამონათვალი -
https://www.nbg.gov.ge/uploads/finstability...21.12.2015.xlsxგუშინ განახლებული დოკუმენტი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს "საფინანსო კომპანია საქართველო" ამ სიაში არ მოიძებნება, და მეეჭვება როდესმე მოიძებნოს.
კიდევ ერთი რამ 36%-თან (აწ უკვე 30%-თან) დაკავშირებით, კომპანიას სადაც მე ვმუშაობდი ჰქონდა წლიური 24% სუფთად, ანუ საშემოსავლოსაც კომპანია იხდიდა და კლიენტი იღებდა სუფთად 2%-ს თვეში. ლარშიც და დოლარშიც! ეროვნულმა შორიდან დაუქნია თითი და აუკრძალა ამხელა პროცენტში თანხების მიღება, არაოფიციალურად რათქმაუნდა, მაგრამ აგრძნობინა რომ ასეთ მაღალ პროცენტში ანაბრების მიღება გარკვეულ პრობლემებს შეუქმნიდა კომპანიის საქმიანობას, ვინაიდან ესეთი მაღალი პროცენტი მაგ დროისთვის არავის ჰქონდა, არც რიკოს, არც კრედოს, ნუ ბანკებზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია. მოუწიათ დაწევა ჯერ 18%-მდე, შემდეგ კი 15%-მდეც, და კიდევ არ ეშვებოდა ეროვნული, კიდევ დაწევას სთხოვდა.
ამათ რატომ არ უქნევს? იმიტომ რომ კიდიათ... არაა მაგათი პასუხისმგებლობა, ერთი ძინძგლიანი შპს-ა, რომელიც არაა გამორიცხული სუფთად მუშაობდეს - თვეში 3%ში იღებდეს ხალხისგან სესხებს და მერე სხვებს 5-10%-ში ასესხებდეს და თუ წარმატებულად იმუშავა რამდენიმე წელი შეიძლება გახდეს ოდესმე მიკროსაფინანსოც და მერე ბანკზეც გაიქაჩოს, მაგრამ...

თუ ესე კარგად და აწყობილად არ წავიდა საქმე, ხალხმა ვის მოსთხოვოს ფული? კომპანია იტყვის რა ვქნა, გავასესხე და არ მიბრუნებს, ბინას ვერ ვუყიდი - სახელმწიფომ ამიკრძალა გამოსახლება. მორჩა, დამნაშავე როგორც ყოველთვის ისევ სახელმწიფო გამოვა, ეგ ცუდები ეგენი, ეგ ჩინოვნიკები, პრემიებს რო იწერენ ხალხის ხარჯზე. ნწ-ნწ-ნწ...

არაა საქართველოში ფინანსური სფერო აწყობილი, რაც მუშაობს ისიც ეროვნული ბანკის დამსახურებაა და მასაც ძირს უთხრიან ზოგიერთები. ასე რომ თუკი ბანკში არ შეგაქვთ თანხა, მაშინ სჯობს კარგად აწონ-დაწონოთ ყველაფერი, ყველა რისკი და ისე იმოქმედოთ, მხოლოდ დაპირებებით ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას.
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ