ყველანაირი ინფორმაცია "მოპოვებადია".
სანდო იმიტომ კი არაა, რომ მაგის "მომწოდებელს" უნდა ენდო, არამედ იმიტომ რომ მისი მუშაობის პრინციპია სანდო.
ინფორმაცია კლიენტიდან სერვერამდე იგზავნების რამდენიმე კომპიუტერის გავლით.
ანუ, მაგალითად არის ასეთი ჯაჭვი:
მომხმარებელი — "კომპიუტერი I" — "კომპიუტერი II" — "კომპიუტერი II" — საიტი
შესაბამისად, ინფორმაცია იშიფრება სამჯერ, III გასაღებით, II გასაღებით და I გასაღებით.
მომხმარებელი ჯერ უკავშირდება კომპიუტერს I -ს დაშიფრულად და გადასცემს I გასაღებს.
ანუ, კომპიუტერმა I-მა იცის რომ შენ დაუკავშირდი, თუმცა არ იცის რა გადაეცი, რადგან მას აქვს მხოლოდ I გასაღები, ინფორმაცია კი ასევე დაშიფრულია II და III გასაღებებით, რომელიც არ აქვს.
შემდეგ, პირველ კომპიუტერს ეუბნები რომ დაუკავშირდეს ცალკე დაშიფრული კავშირით კომპიუტერ II-ს და გადასცეს არსებული ინფორმაცია.
II კომპიუტერს კი ანონიმურად გადასცემ II გასაღებს.
შესაბამისად, კომპიუტერმა II-მა უკვე აღარ იცის შენ რომ დაუკავშირდი, რადგან წინა დაშიფრულს ვერ ხედავს.
იცის მხოლოდ რომ კომპიუტერი I დაუკავშირდა, და ვერც გადაცემულ ინფორმაციას გაშიფრავს, რადგან კიდევ ერთი - III გასაღებითაა დაშიფრული.
შემდეგ კი, იმავე პრინციპით გადაეცემა ინფორმაცია კომპიუტერ III-ს, რომელიც უკვე სრულად გაშიფრავს გასაღები III-ით მას და გადასცემს საიტს.
თუ https-ს არ იყენებს საიტი, III-ს შეუძლია ნახოს, რა ინფორმაცია გადაეცი, მაგრამ იმას უკვე წარმოდგენა არ აქვს, ვინ გადასცა, რადგან მხოლოდ კომპიუტერ II-თან ჰქონდა კავშირი.
ამასთან, დაკავშირებული კომპიუტერები და მათი რაოდენობა ხშირად იცვლება.
შესაბამისად, იმის დადგენა გადაცემული ინფორმაცია ვისთანაა დაკავშირებული, შეუძლებელი ხდება.
ამას ჰქვია Onion_routing, ანუ ინფორმაცია იშიფრება ფენებად, (როგორ ხახვი შედგება ფენებისგან)
https://en.wikipedia.org/wiki/Onion_routingგასაღების გადაცემის პრინციპი
https://en.wikipedia.org/wiki/Diffie%E2%80%...an_key_exchangeვიზუალურად
https://www.youtube.com/watch?v=LAcGiLL4OZUასე, რომ რასაც "მომწოდებელს" ეძახი, თვითონ არ იცის ვის რა გადაეცი და შესაბამისად მისი უფლებამოსილება, ნდობა და დაპირებები, აღარ გაღელვებს.
თუმცა, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო FBI და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო NSA მუდმივად ცდილობენ აღკვეთონ კიბერდანაშაული, ტერორიზმი, ნარკოტრაფიკი, ბავშვთა პორნოგრაფია და ა.შ.
ამის გამო, ცდილობენ ყალბი საიტების შექმნით, ბრაუზერის ხარვეზების, მომხმარებლის დაუდევრობის და ფლეშის სხვა მომხმარებლის კომპიუტერის მონაცემების დამდგენი პროგრამების გამოყენებით ვინაობის დადგენას და რამდენჯერმე გამოუვიდათ კიდევ.
ასე, რომ თვითონ Tor სისტემა შეიძლება არ იძლევა თვალთავლის და აღმოჩენის საშუალებას, მაგრამ ბევრი მუშაობის შედეგად, შეიძლება მისი გვერდის ასავლელი გზების გამონახვა და ამიტომ, 100% -იანი გარანტია არ არსებობს (თუ უკანონობისთვის გამოიყენებ და შესაბამისად, მათი ყურადღების ქვეშ აღმოჩნდები).
http://motherboard.vice.com/read/the-fbis-...usand-computers