მოგიყვებით სოფია მელნიკოვას დუქანზე (თაბუკაშვილზეა -ლიტ. ინსტიტუტის ეზოში).
გარეთ ვიხსედით- ეზო მოუვლელი, - მაისში ვარდები რომ აყვავდება -ალბათ უკეთესი იქნება.
მიმტანი დარბოდა მხოლოდ ერთადერთი. კერძებში ვერ ერკვეოდა -რამე დიეტური მეთქი
ბოლოს ავირჩიე შემწვარი კალმახი გარნირით (ბრინჯი+ ბოსტნეული) აღმოჩნდა მხოლოდ ბოსტნეული ალაგ-ალაგ ბრინჯით- გემრიელი კი იყო.
მე მივირთვი როგორც ყოველთვის სუპი (ისპანახის)- მგონი არაჟანი ჩაათხლიშეს (არადა ცალკე უნდა მოეტანათ)- სუპს არა უშავდა რა.
ხაჭაპური -კარგი
ლუდი არ იყო ცივი.
ხინკალი არ მიჭამია, რადგან ყველამ აღიარა არ ვარგაო. (სხვა გამოხმაურებებში წავიკთხე
რომ მაგათ ხინკალში თმა იცისო და ხილის წვენში- ჭიანჭველაო)
მანდვე ეზოში არის მაღაზია, სადაც შეგიძლიათ ვისთანაც ერთად იქნებით რამე ხელნაკეთი უყიდოთ (ეტო დლია შედრიხ).


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «