იციი, არამგონია ეს ხასიათის ცვლილება მხოლოდ ფოტოშოპის უკეთ ათვისების იყოს. თუ წინაზეც ასეთი ჩაქანებული გინდოდა და ტექნიკამ შეგიშალა ხელი?
მე მომწონს რომ გიყვარს ჩემი დახატვა,მაგრამ ცოტა მეუხერხულება.
მეორეც ლამაზია, მაგრამ მე არ მგავს. ))
ამ გვერდზე ვივიანა მარტოა, მომეწონა და ჰგავს...
პოპუშაც.
ადრე,მშრალ ხიდზე სეირნობისას მხატვრებიც გავიცანი. ერთს დიდი ხანი ვესაუბრე, შემიმოწმა ხედვა,ფერის აღქმა. მთხოვა მევლო მასთან და დამხატავდა, დავპირდი კიდევ ვნახავდი და მისი ნატურაც ვიქნებოდი... რათქმაუნდა არ მივედი მას მერე, ასე ვიცი სულსულსულ. ძალიან ენერგიული და ემოციური კაცი იყო, საყვარელი ბაბუა გაცრეცილი, ლამის გამჭვირვალე თვალებით...
ახლა გული მეტკინა ჩემი საქციელის გამო. ხომ დავპირდი?
პ.ს. წითელლახვრიანო კაცო, ახლა არ თქვა ნუ აოფებო!
* * *
პ.პ.ს ვნახე ნახატები, გული ამიჩუყდა რაღაცნაირად. შეიძლება უძილობის ან ჰორმონების ბრალია. ან მართლაც გული ამიჩუყდა.
ლამაზებია ძალიან, ყოჩაღ მხატვრებო.. და რაღაცნაირი მომენტია რა.... ჟრუანტელიანი
This post has been edited by ESTRELLA on 21 Apr 2016, 03:26