marimaritaPANTALONEcrosA1onemanსიტყვები არ მყოფნის
ნუუ , ჯერ ერთი, იმას არ მოველოდი ამდენი ვინმე თუ დამხატავდა (ჩემიუეცრადშემოჭრის და უპოსტობის გამო), მეორე , იმას არ მოველოდი ასე მაგრად რომ დავიხატებოდი , და მეეეესამე აი სუულ რომ არ ველოდი ისეთუ კუთხით აღმოვაჩინე ჩემი თავი , თურმე რა მაგარი ვყოფილვარ

,ტოესტ', ანუ , მაგარი კი არა , რა კარგ და დადებით შთაბეჭდილებას ვტოვებ თურმე

)) პრინციპში , ზოგადად არ ვარ გრუზი ტიპი (ხანდახან მარტო ჩემთვის , ისიც ძალიან მოკლე ხნით ) და ეს ჩანს კიდეც ამ ნახატებში . აი ძალიან მომეწონა .
ესე იგი
ასე
მარიტას ნახატი არის ისეთი გოგო მე რომ ვისურვებდი ვყოფილიყავი (სტილს ვგულისხმობ ) და ვთქვათ გარემო არ მიწყობს ხელს

( მაგალითად , სულ ორი ზომით დიდი ,საროჩკით' სიარული რომ გინდა ყავის ჭიქით ხელში და წიგნის კითხვა მთელი დღე და გეუბნებიან წადი ჩაქაფული გააკეთეო , ან ბოლო -ბოლო კარტოფილი შეწვიო , აი ასე არ მიწყობს ) მოკლედ, ძალიან მომეწონა მარიტას გოგო
პანტალონეს გოგო არის ფეიერვერკი , ეგეთ გოგომდე ბევრი მიკლია მაგრამ ასწორებს შთაბეჭდილება თუ მაინც არის ეგეთი ვინმეში

))
კროსის ინტიუციით გაოცებული ვარ . ვიზუალიც და ხასიათიც სადღაც რაღაც მომენტშია დაჭერილი ფანტასტიურად
ალონმენის გოგოს რაც შეეხება -ფოტოს ქვემოთ რომ შტაბეჭდილება წერია 101% იანია

) და ნახატი ძალიან საყვარლობააა ხანდახან თუ ეგეთიც ვარ ჩემი თავი მიყვარს უკვე

ყველა ფოტოს დავბეჭდავ და მექნება სამახსოვროდ

) ძალიან მომეწონა მართლა ყველა
იმედია ზემოთ დაწერილი შეფასებები შემდეგ პორტრეტებზე არ იმოქმედებს ( ან არ წაიკითხოთ არავინ დათაგულების გარდა) , თუ რა თქმა უნდა კიდე ვინმე მხტავას
ძალიან დიდი მადლობა ხალხ )

<3 ნამდვილი "შეიცანთავიშენი" საღამო მქონდა