ერთი ის მომენტი დაგიფეთ ვინმემ თუ არ გეზარებათ. ძაან სწრაფი შეტევა რო გაუკეთეს. კარიმ ტომსონზე, ტომსონმა ეზელიზე და მერე გრინზე და გრინმა რო გამაზა პროსტა ფარ ქვეშიდან. ვიასატის კომენტატორიც გაგიჟდა ბურთის რა მოძრაობააო !
და ისე რო იძახით, მარტო სამიანების გუნდიაო და ეგეთები. ეგრე რომც იყოს რა ?! თქვენივე ლოგიკით ბანძი კალათბურთია მაგრამ შედეგი ხო მოაქვს ფაქტია და მაშინ ისწავლოს ყველამ სამიანების სროლა და ვეღარავის ვერ მოუგებს გოლდენი.
კარი ფორმაში ჩადგა.

მოგებაზე არანაკლებად ეგ გამიხარდა. დარწმუნებული კი ვიყავი თითქმის რო მოიგებდნენ, მე-6 თამაშზე ბევრად მეტს ვნერვიულობდი და ფაქტიურად მანდ დამთავრდა სერია, თუმცა თამაშიდან გამომდინარე ძაან კი გვანერვიულეს. მაგრამ ღირდა. როგორც ყოველთვის. 3-1 რო იყო ეგეც ღირდა, ორმაგად მოიტანა.
ოჰაიოში ტრაურია ალბათ. ლებრონისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, პროსტა რისი იმედი აქვს კავსს არ ვიცი. მწვრთნელებს თუ შევადარებთ კერი რო ბევრად ჯობია ლიუს მემგონი არავინ დაობს. ფარზე ბევრად რო გაუადვილდება გოლდენს მემგონი მაგაზეც არავინ არ დაობს. ლავის და ფრაის სამიანების იმედი კიდევ თუ აქვს ვინმეს და გონიათ, როგორც ატლანტასთან და ტორონტოსთან ყრიდნენ ისევე ჩაყრიან ფინალშიც ჯობია საერთოდ არ უყუროთ ფინალს. ირვინგი სწრაფი დაცვის დროს კიდე მაგარი ბანძია. რჩება ლებრონი, რომელსაც იასნია იგუ აიყვანს, რომელმაც არა ერთხელ დაამტკიცა უკვე, რო შეუძლია. ეგრე რომც არ იყოს, მარტო ლებრონი ამ გოლდენს 1-2 თამაშს შეიძლება, მაგრამ სერიას ნამდვილად ვერ გამოუღებს.
4-1, 4-2 ჩემი პროგნოზი.
* * *
P.S
კავსს ნახევარფინალების დროს, როცა 1-3 იყო 2.0 ჰქონდა ჩემპიონობაზე. ეხლა უკვე ფინალებია და 2.80 აქვთ.