დაიბეჭდა
სპორტის ცნობილი სტატისტიკოსისა და ისტორიკოსის --
ალეკო "მიტო" ქურდობაძის

წიგნი "მოედანზე არიან ბორჯღალოსნები"

@
წიგნში დეტალურადაა მოთხრობილი
რაგბის ეროვნული ნაკრების თავ’გადასავალი
შექმნიდან (1989) 2015 წლის მსოფლიო თასამდე (ჩათვლით)
ავტორი თავად იყო "სპარტაკის" მორაგბე და პერსპექტიული მოჭადრაკე
კარგა ხანია მოღვაწეობს სპორტულ მედიაში
ადრეც გამოუცია სპორტული წიგნები - "ფეხბურთის ენციკლოპედია" ...
ენციკლოპედიურივე კომპაქტ-დისკი სოკერ’ლენდ 2000
უშვებდა რაგბის გაზეთს, პროგრამებსა და სეზონურ ბუკლეტებს
მუშაობდა საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) გენ’მდივნად
ააგო ქართული ფეხბურთის ისტორია-სტატისტიკის საითი
და ქართული ვიკიპედიის "ჭადრაკის ოლიმპიადების" ნაკვეთი
@
"მოედანზე არიან ბორჯღალოსნები" გამოიცა
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით
წიგნი "ა5" ზომისაა
მოცულობა - 264 გვერდი და 16’გვერდა ფერადი ჩაკვრა | ჩანართი
შედგება 29 თავისგან
იწყება რედაქტორის -- ზაზა ქინქლაძის წინა’სიტყვაობით
და სრულდება წყვილი, ამომწურავი სტატისტიკური დანართით
@
ავტორი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩახედული იყო კულუარულ საკითხებში
იგი უმეტეს თემაზე საკუთარ, ორიგინალურ, თამამ მოსაზრებას გვთავაზობს,
რაც წიგნს მკითხველისთვის უფრო საინტერესოს ხდის
წიგნი უნიკალურია იმითაც, რომ
1989 - 2015 წლებში გამართული ყველა ტესტის მონაცემები და ამბავი
"ბეჭდური ფორმით" და თანაც ერთბაშად -- სხვაგან ვერსად მოიპოვება
@
წიგნის პრეზენტაციები სექტემბრიდან იგეგმება
ავტორის განკარგულებაშია 750 ცალი | ეგზემპლარი
დაინტერესებულ საზოგადოებას
ახლავე შეუძლია შეეხმიანოს ავტორს
595 17 15 62, 570 70 95 96
@