#48559547 · 11 Aug 2016, 18:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოეპყარით ამ თემას გაგებით, დინჯად და სერიოზულად
არა თქვათ, თვალ'ხილულთათვის ვერ გვიშოვია საკმაო ოდენობით და ესღა გვაკლდაო
საქმე ასეა: ჩვენი უსინათლონი – ბარემ რამდენიმე ათასი – ერთად დადიან სტადიონზე, რათა შეიგრძნონ გარემო და მოვლენის თანა'მონაწილენი გახდნენ, საგანგებოდ გაწვრთნილი კომენტატორთა წყვილი კი სიტყვიერად აღუწერს, მოედანზე რა ხდება
აქამდე აინტერესებდათ ფეხბურთი – თან ასე თუ ისე სცოდნიათ, რა არის ეგ თამაში – და ახლა რაგბითაც ერთობ დაინტერესებულან, მაგრამ ბუნებრივია და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ჩვენს თამაშზე
დღეს კავშირში გვეწვივნენ ამ საქმის – პროექტის ხელ'მძღვანელები
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე – ნოემბრის ტესტებისთვის კი აუცილებლად – მოვამზადებინოთ ამ ხალხს მინიმუმ ერთი წყვილი
ვისაც გსურთ ამ სრულიად უცხო სამყაროში შებიჯება, შემეხმიანეთ აქვე ან მობილურით 595 33 94 91
იქნება ტრენინგი'ო – მოთხოვნები და მეთოდიკა, ტერმინოლოგია და ტკბილ–ქართული
საჭიროა გამართულად მეტყველება, რაგბის ცოდნა და შრომის სიყვარული და იმის წარმოდგენაც, თუ როგორ უნდა აღუწერო უსინათლოს ... უცხო ბურთაობა
ვინც კურსს დაძლევს, დასაქმდება ამ სფეროში – თანაც ქველი, ჰუმანური საქმეა
უკვე შევეხმიანე ჩემს შარშანდელ მეწყვილეს (მსოფლიო თასიდან) და ფეხბურთის წყვილსაც ჩავაბამთ სწავლებაში – გამოცდილებიც არიან და შეუძლებელია, ჩვენს დროში რაგბი ელემენტარულ დონეზე ვერ იცოდნენ
კი ძაან ცხელა და ამ თემაშიც ცოტანი შემოდიხართ, მაგრამ გულთან ახლოს მიიტანეთ სათხოვარი, გაავრცელეთ ამბავი და მოიფიქრეთ, როგორ გავაკეთოთ კარგი საქმე უკეთ
--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში [ ragbi2021 | ovaluri | biblio | zanduki | matiane | lelo | shevardeni ] . Qaflan.net + ბორჯღალი 1964 >> გაურკვევლობაში უბედურები # ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
|