ნთავრობამ საქართველოში თავისუფალი ბიზნესი არისო და ვსწავლობთ ოკიპაციის შესახებ კანონის დარღვევასო, რო გაიძეძგება იანდექსას ტაქსებით დედაქალაქის ქუჩები მერე მოახდინეთ რეაგირება
https://yandex.ru/maps/?l=map&source=wizgeo...%25E1%2583%259D
დიმიტრი ქუმსიშვილი „იანდექს ტაქსიზე“ - ჩამოვყალიბდებით, თუ დარღვევა არსებობს, ვინ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება
არც მე და არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება კომპანია „იანდექს ტაქსთან“ არ გვაქვს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსული კომპანია „იანდექს ტაქსის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლისა და მის მიერ „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ კანონის“ დარღვევის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე მტკიცებით, მთავრობის მხრიდან აღნიშნული კომპანიის არავითარი წახალისება არ ხდება.
„მთავრობის მიერ არანაირი წახალისება არ ხდება. პირიქით, შემიძლია პიროვნულად გითხრათ - მეც მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ირღვეოდეს ეს კანონი. მე მქონდა საუბარი ჩემს გუნდთან, ისინი ამ მიმართულებას სწავლობენ. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, თუ ეს დარღვევა არსებობს, ვინ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება. ერთმნიშვნელოვნად, კანონი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. არც მე, არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება ან კომპანიასთან არ აქვს. ეს კომპანია, რამდენადაც მოვიკითხე და გავერკვიე, არის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრას. მიუხედავად ამისა, ყველას, ვისაც უნდა საქართველოში საქმიანობა, უნდა სცეს პატივი ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
რუსული კომპანია “იანდექს ტაქსის” ქართულ ბაზარზე 23 აგვისტოს შემოვიდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, გამომდინარე იქიდან, რომ “იანდექსის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშეა დატანილი და შესაბამისად, კომპანია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს” არღვევს. თავად „იანდექს ტაქსის“ წარმომადგენლობა ამ ბრალდებას უარყოფს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-reagireba.htmlმიხეილ ჯანელიძე ტაქსების რუსულ კომპანია „იანდექსზე“ - საქართველოში ბიზნესი თავისუფალია
ყველასთვის, მათ შორის რუსული კომპანიებისთვის
11:52 30-08-2016
თუ რომელიმე კომპანია საქართველოს კანონმდებლობას არღვევს, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტაქსების რუსულ კომპანია "იანდექსის" საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც შესაძლოა „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არღვევდეს.
როგორც ჯანელიძემ განმარტა, საქართველოში ბიზნესგარემო და ბიზნესი თავისუფალია ყველა კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით მოქმედებს და მათ შორის რუსული ბიზნესისთვის.
"თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტებს არ იძიებს",- განაცხადა ჯანელიძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...iebisthvis.html
This post has been edited by მაწო:)) on 30 Aug 2016, 15:42
რუსეთს რა . . .
. . . ჩლენის კვრა