
კი, რეცენზიის დაწერა შემიძლია მაგ სერიაზე.
რამდენი რამეა(რაც ახლა მახსენდება უცბად, ქრონოლოგიის გარეშე):
ბინგის ამოღამებული თვალები და ზომბივით სიარული
ლიფტი=ტრაფიკი. სახლი, ტრაფიკი,სამსახური
კაპიკების დაზოგვა სამომხმარებლო ნივთებზე - კბილის პასტაზე
აბას სიმღერის ტექსტი- I have a dream, a song to sing
To help me cope with anything
If you see the wonder of a fairy tale
You can take the future even if you fail
ანუ ამერიკული ოცნება, როცა ერთი აღწევს წარმატებას და ყველა მას შესჩერებია და უხარია იმის მიუხედაავდ, რომ ისინი ამას ვერასოდეს მიაღწევენ
I have a dream, a fantasy
To help me through reality
გენიალური მონაკვეთი, რომელიც აკვდება მაგ სერიას
ვაშლი - ცოდნის სიმბოლო, რომელიც ერთადერთი ნატურალური რამ იყო იქ და ისიც პეტრის სინჯანში მოყვანილი, ანუ რეფერენსი ვიწრო სპეციალიზაციასთან და ზოგადი განათლების არარასებობასთან ახლანდელ თაობაში
ყოველდღე ბორბლების ტრიალი და მუშაობა
ველიკის სკამის აწევა და კომფორტული პირობები ოფისში და სხვაგან, რათა უკეთ იმუშავო ვირივით
გამუდმებული რეკლამები და პორნო
სამსახური, სახლი,ტელევიზორი, სამსახური, სახლი, ტელევიზორი. გზად ნაუშნიკების გაკეთება და რეალობისგან მოწყვეტა.
და უცბად ჩნდება ადამიანური ურთიერთობა, ურთოერთგაგება და დახმარება, სიყვარული...
ბევრია საწერი
ბინგის დანაზოგი მემკვიდრეობით მიღებული, რომელიც გაანიავა და მერე დაიწყო ხელახლა ფულის შოვნა, ოღონდ ამჯერად ეკლიანი გზის გავლით
ამბიცია და ბორბლების ძლიერად ტრიალი, რომ ვიღაცეებს რაღაც დაუმტკიცოს
მერე მეორე გოგოს, ახალბედაას(რომელსაც ყველა ცუდად ექცევა ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში ხდება) აღარ დაეხმარება აპარატიდან ვაშლის გამორებაში, როგორც ები დაეხმარა თავის დროზე და მის ვაშლს მიითვისებს წინსვლისთვის
ების არჩევანის მერე, ბინგი ების ნაჩუქარ ქაღალდის ჩიტს რომ წელავს, მაგ დროს ვაგინის იმიტაცია ხდება. ძაან ტექნიკურად გააკეთეს.
სეირის მოყვარული და დაზომბებული მაყურებელი.
ბინგის სიმართლის სიტყვა შეფასდა პერფორმანსად, ხოლო მისი სულელური მოძრაობები მანამდე მოეწონათ ჟიურის წევრებს,რადგან კომერციულად მომგებიანი ეგონათ ების ნამღერისგან განსხვავებით
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ამორჩევა რეალითი შოუებში, ეგზოტიკურობის გამო
ჟიური ცალკე განზომილებაა, რა საშინელი კადრებია
ის თეთრთმიანი გოგოც კაიფია, ბევრჯერ რომ იყო კასტინგზე მისული(იქ სხვანაირად დაარეფერენსეს ოღონდ, ვითომ კვირები ელოდა იმ ოთახში. ხმა არ ჰქონდა, სმენა,მაგრამ ამბიცია იცოცხლე. კაროჩე, ძაან რეალისტურია ყველაფერი
ბოღმა გოგოები და სხვა გოგოსადმი შური ტელევიზორთან მოკალათებულისგან.
კომპიუტერული თამაშები
ზომბი დამლაგებლები, რომლებიც სისტემის ყველა წესს ემორჩილებიან,რადგან ქვედა ფენაა და მაგ სამსახურსაც დაკარგავენ. კი იცის ერთმა, რომ ების ნაგავს არ უგდებს, უგდებს ხელობის ნივთს,მაგრამ წესი ასეთია, ასე თქვა სისტემამ.
აგდებული დამოკდიებულება დამლაგებლებისადმი თანამედროვე გოგუშკა და ბიჭუშკებისგან.
ნარკოტიკი, რომელსაც ყველა სვამს, ეგ არის ტექნოლოგია. თანამედროვე ტექნოლოგიები ნარკოტიკია
ბოლოს პენტჰაუზი, უფრო დიდი ციხე, ნატურალური წვენიც,მაგრამ მაინც ციხე. მხოლოდ ფანჯრიდან გადაჰყურებს ქვემოთ არსებულ სიმწვანეს, რომელიც შეიძლება სულაც კომპიუტერული გრაფიკაა და ილუზია. რომც არ იყოს ილუზია და ნამდვილი იყოს, ის მისგან მაინც ძალიან შორსაა,რადგან ისარა მარტო დიდ სიმაღლეზეა, არამედ მისგან შორსაც.
ნიჭიერების არდაფასება და მათი პორნოვარკსვალავებად ქცევა
სიცილი სულელურ იუმორზე ტელევიზორში
ბოლოს ბინგი რა ამრეზით უყურებს თავის პენტჰაუზში იმ ფრთამოტეხილი ჩიტის მონუმენტს თუ რაცაა, რომელიც ფრთების გარეშე პინგვინია

სავარაუდოდ თვითონ მოატეხა, იცის, გრძნობს, რა და როგორცაა,მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო, ან იქნებ არც ჰქონდა არჩევანი. ტიპი ვითომ სიმართლისტია,მაგრამ ბოლოს მაინც კონფორმისტი გაიჩითება,რადგან სული წასძლევს, ან იქნებ არც ჰქონდა სხვა გზა და ისიც სიტემის მსხვერპლი იყო...
ბოლოს გადიშოვკებული ები, რომელიც არა მარტო პორნოვარსკვლავი,არამედ პადზაბორნაია შლიუხაცაა და სისტემის პირდაპირი მონა.
კიდევ რამდენია საწერი, ახლა არ მახსენდება ექსპრომტად.
ფერები(სპეციალურად ხელოვნური)?
მუსიკა? საუნდტრეკები არის გენიალური. თავად სერიაა შედევრი. არ მეშინია ამის ხმამაღლა თქმა.
და სათაური ¨ბლექ მირორი¨
ფერი - ეს არის ის სინათლის კონკრეტული სიგრძის ტალღა, რომელიც აირეკლება ან განიბნევა საგნიდან.დანარჩენი სიგრძის ტალღები(ფერები) შთაინთქმება. აი, შავი ფერი ბუნებაში არ არსებობს.შავ საგნებს იმიტომ ვხედავთ, რომ სინათლის ყველა სიგრძის ტალღა, ყველა ფერი შთაინთქმება. როგორც შავი ხვრელი შთანთქავს ყველაფერს, დაახლოებით ეგრე. სარკე კი რა არის? – არის მინისებრი ზედაპირი, რომელსაც სინათლის ყველა სიგრძის ტალღის არეკვლა შეუძლია და ამიტომ ვხედავთ ჩვენს ჭრელა-ჭრულა გამოსახულებას სარკეში,მაგრამ შავი სარკე, როგორებიცაა: (გამორთული) მონიტორი, სმარტფონი,ტელევიზორი და ა.შ. - ამას ცოტა ღრმა ფილოსოფური დატვირთვა აქვს. ჩვენ ჩვენს შთანთქმულ გამოსახუხლებას ვხედავთ მაგ შემთხვევაში,ჩვენს სიცარიელეს, და ჩართულზე - შეცვლილს სხვადასხვა ჭრელა-ჭრულა, ხელოვნური ფერებით, რომლებსაც ჩვენს რეალურ გამოსახულებასთან არაფერი ესაქმება.
პ.ს. ბევრი (ახლანდელი ქული გოგჩო-ბიჭუნა) ვერ იტანს ამ სერიალს,რადგან საკუთარ თავებს ცნობენ.
შიგ ათიანში ურტყამს ეს სერია და მთლიანად სერიალი
This post has been edited by ტანკე on 4 Sep 2016, 11:50