ბმულზე გადადით აუცილებლად
ვინ არიან ივანიშვილის მიერ დეპუტატობაბოძებული: კახა ოქრიაშვილი, ენძელ მკოიანი და ცეზარ ჩოჩელი
2016.09.09
ავტორი: ელისო ჯანაშია
მიუხედავად იმისა, რომ ამ საპარლამენტო სიის შედგენაში ძირითადი მონაწილეობა ივანიშვილმა გუშინ უარყო - კალაძე, კობახიძე და სხვები ადგენენო, მასში მოხვედრილი ოდიოზური ფიგურები რომ მისი მწვანეანთებულნი და მოწონებულნი არიან, პრაქტიკულად აღიარა.
როგორც გუშინდელ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა, პირადადაა შეხვედრილი კახა ოქრიაშვილს, ცეზარ ჩოჩელს, გოდერძი ბუკიას და ყველა მათგანს იცნობს. ის მათ კარგად ახასიათებს ნიჭიერებს და საქმის მცოდნეებს უწოდებს, რომლებიც თურმე სააკაშვილის წყალობით არ აღზევებულან და ისინი სააკაშვილს არ შეუქმნია.
ივანიშვილმა გუშინ ისიც გამოააშკარავა, რომ კოჰაბიტაციაც მისი გადწყვეტილებაა და ის ბიზნესმენებიც დაასახელა, რომლებიც კვებავდნენ წინა რეჟიმს, თავადაც კარგად ითბობდნენ ხელს და ასეთივე წარმატებით გამოკვებავენ ამათაც, ოღონდ ხელშეუხებლობა ჰქონდეთ გარანტირებულად. ვინ ვინ და ბიძინას მიერ დასახელებულმა ბიზნესმენებმა კარგად იციან ხელისუფლებაში ყოფნის ფასი.
ვინ არის კახა ოქრიაშვილი
ქართულ ფარმამაფიაზე, მათ შორის, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელ კახა ოქრიაშვილზე 2009 წელს, "მონიტორის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ნინო ზურიაშვილმა და მე, ჟურნალისტური გამოძიება გამოვაქვეყნეთ. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში ნაჩვენებია, თუ რა კატასროფული მდგომარეობაა ფარმაცევტულ სფეროში, განსაკუთრებით ხარისხის თვალსაზრისით, ხელისუფლების მიერ "დაკრიშულ" ფარმკომპანიებს ბეწვიც არ ჩამოვარდნიათ.
რამდენიმე ფაქტი ჟურნალისტური გამოძიებიდან:
კახა ოქრიაშვილმა, პარლამენტის დეპუტატობისას, 2005 წელს, კანონში ცვლილება მოხდა და წამლის რეგისტრაცია გამარტივდა
ეს ნიშნავს, რომ წამლის რეგისტრაციის მაძიებლისთვის მედიკამენტის შემოტანის და გაყიდვის უფლების მოპოვება გამარტივდა. ცვლილების თანახმად, "რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი რეგისტრაციის მაძიებელს". თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში "რეგისტრაციის მაძიებელს არ ეცნობება გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, სამკურნალო საშუალება რეგისტრირებულად ითვლება და სააგენტო ვალდებულია, გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა", ანუ შემმოწმებელს პრაქტიკულად არ ეძლევა წამლის შემოწმების საშუალება.
ოქრიაშვილმა პარლამენტის სხდომას ამ "კანონპროექტის შექმნის მიზანი" განუმარტა, როგორც "ბიზნესთან დაკავშირებული სახელმწიფო პრიორიტეტის მხარდაჭერა, რაც ბიზნესისთვის ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებაში გამოიხატება". ცვლილებები კომიტეტში კახა ოქრიაშვილის ინიციატივით მომზადდა.
მანამდე, 2002 წელს ჯანდაცვის იმჟამინდელ მინისტრ ამირან გამყრელიძეს ფარმამაფიოზბმა გამოაცემინეს კანონი, რომლის საფუძველზეც გააუქმებინეს ყველა იმ მედიკამენტის სერიული შემოწმება, რომელიც კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შემოქონდათ საქართველოში, რაც ნიშნავდა იმას, რომ ხარისხი კიდევ უფრო უკონტროლო გახდა.
“კაცმა არ იცის, რისგან მზადდება წამალი. ფარმაცევტული კომპანიები თვითონ აკეთებენ სუბსტანციისა და გამზადებული წამლის ანალიზს და თავადვე გასცემენ სარეალიზაციო სერტიფიკატს. შერჩევითი კონტროლი მაინც უნდა ტარდებოდეს ნორმალურად და ეს უნდა ხდებოდეს სისტემატურად და არა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ", - აცხადებდა ლაბორატორია "ჯეოლაბის" დირექტორი, ქეთევან ბარამიძე. თუმცა 2008 წლიდან ლაბორატორიები არც იმ კანონით დადგენილ სერიულ და შერჩევით კონტროლს ახორციელებდნენ და ოქრიაშვილმა ლაბორატორია თავად დააარსა და მის ფარმაცევტულ ქარხანას დაარქვა GMP, რაც მსოფლიოში ხარისხის აღმნიშვნელია. ლაბორატორია მას შემდეგ უკვე თავად ამოწმებს საკუთარი წამლების ხარისხს, თქვენ ოქრიაშვილს და კიდე სხვებს მხოლოდ სიტყვაზე და მის ეშმაკურ წარწერა GMP-ზე უნდა ენდოთ. სახელმწიფო მას ვერ აკონტროლებს.
გარდა ამისა, ოქრიაშვილი, რომელიც სამი მოწვევის პარლამეტს წევრია, ის ერთხელ შევარდნაძის და ორჯერ მიშას დროს გახდა პარლამენტი წევრი. გასულ საპარლამენტო არჩევნებში, სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდებოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს. მისი შტაბის ხელმძღვანელის მიერ ოპონენტთა ეზოში შეჭრისა და მანქანისთვის მანქანის დაჯახების ვიდეოკადრები მაშინ მთელმა საქართველომ ნახა. მიშას მიერ „დატერორებული“ ბიზნესმენი ასე უმტკიცებდა მაშინ ერთგულებას მმართველ პარტიას.
„კახა ოქრიაშვილი არის კრიმინალი, რომელის ხალხის დატერორებით ცდილობს კიდევ ერტელ გაინაღდოს თავისი მანდატი და ამის საშუალებას არ მივცემთ“- აცხადებდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი.
2012 წელი ივნისში მედიაში გამოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დმანისელი გლეხები ყვებიან, როგორ წართვა მათ მიწები კახა ოქრიაშვილმა. ადგილობრივების თქმით, სამი წელია, ირგანჩაის საძოვრები დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ოჯახმა მიისაკუთრა.
2014 წელს პირველ არხზე გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც მთავარ პროკურატურას რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა დიმიტრი ბერუაშვილმა მიმართა რომელიც დეპუტატ კახა ოქრიაშვილს მისი გატაცების დაკვეთაში ადანაშაულებს და პარლამენტარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს. თუმცა გამოძიება არც წარმართულა.
PSP იგებდა სახელმწიფო ტენდერებს ნაციონალური მოძრაობს პერიოდში. მაგალითად, პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის 2007 წელს 750 ათასლარიანი ტენდერი მოიგო. რამდენიმე თვეში მან "ნაციონალურ მოძრაობას" 100 ათასი ლარი უფეშქაშა.
ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მან "ქართულ ოცნებას"120 ათასი ლარი შეწირა.
ნაციონალი დეპუტატები: კახა ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი (ნინოწმინდის მაჟორიტარი) „ქართულ ოცნებაში“ გასული წლის ივლისში გადაბარგდნენ.
ვინ არის ენზელ მკოიანი
ოთხი მოწვევის პარლამენტარია ენზელ მკოიანიც 2012 წლის 20 სექტემბერს, მედია წერდა იმ ძალადობაზე, რაც მკოიანის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს. „ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალბერტ ნურბეგიანი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად სოფელ სათხაში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სოფელი. ამ დროს მათ უკნიდან მიეპარნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ენზელას მკოიანის ნათესავები (ბიძაშვილები) და „ქართული ოცნების“ აქტივისტს, სოკოლოვს თავში ქვა ჩაარტყეს. სოკოლოვმა გონება დაკარგა. იგი ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით ნინოწმინდის პოლიციის განყოფილებაში მას ახსნა-განმარტება დააწერინეს“.- წერს მედია.
2012 წელს ქართული ოცნების აქტივისტირს გატაცებასა და ცემაში მხილებული ენზელ მკოიანიც. „2012 წელს კი გაიტაცა „ქართული ოცნების“ აქტივისტი, რაზეც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იარაღის ტარით ცემა, დაშინება, მუქარა - ეს ყველაფერი დაფიქსირებულია“ - აცხადებს "ქართული ოცნების" ყოფილი აქტივისტი მერაბ შათირიშვილი.
2013 წელს, ნინოწმინდის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს პოლიციაში უჩივლეს. ენძელ მკოიანი საკრებულოს გადამდგარმა თავმჯდომარემ ცემაში დაადანაშაულა. ვლადიმერ სამბოსიანის მტკიცებით, მკოიანმა ,,ქართული ოცნების" სახელით ისარგებლა და თანამდებობიდან წასვლა აიძულა. კოალიციის ადგილობრივი შტაბი მაჟორიტარ დეპუტატთან რაიმე სახის კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ვინ არის ენძელ მკოიანი: საპარლამენტო არჩევნებში ის მაჟორიტარად ,,ნაციონალური მოძრაობის" სიით იყრიდა კენჭს, თუმცა 1 ოქტომბრის შემდეგ დამარცხებულ პარტიას გაემიჯნა და დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნა.
ყოველი არჩევნები ნინოწმინდაში ყალბდებოდა და ყველა გაყალბება ნაციონალების დროს მკოიანის სახელს უკავშირდებოდა.
ვინ არის ცეზარ ჩოჩელი
2013 წლის 24 იანვარს, მცხეთა-მთიანეთის მხარეში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული ცეზარ ჩოჩელი ფინანსური მაქინაციებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და 200 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ 2 დღეში გათავისუფლდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელი უკანონოდ მონაწილეობდა სამშენებლო კომპანია “ნიუ ენერჯის” საქმინობაში. ის ხელს უწყობდა შპს–ს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. ამ საქმინობის სანაცვლოდ უკანონდ იღებდა დიდი რაოდენობით შემოსავლებს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის ზაფხულში ცეზარ ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე, ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად, “ნიუ ენერჯიმ” თურქეთიდან ჩამოიტანა 61 845 ლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი და თბილისში, სოფელ დიღომში, ცეზარ ჩოჩელის მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოში დაამონტაჟა.
გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ცეზარ ჩოჩელი 2002 წელს ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამავე წელს იყო ახალგორის რაიონის გამგებელიც. 2003 წლის 2 ნოემბერს ჩოჩელი საქართველოს პარლამენტის წევრი ახალგორის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან გახდა.
2008 წლის თებერვლიდან, პრეზიდენტ სააკაშვილისის ბრძანებულებით, ცეზარ ჩოჩელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა. ჩოჩელი დაკავებული თანამდებობიდან 2012 წლის 24 ნოემბერს გადადგა.
სააკაშვილის დროინდელ ყველა მსხვილი ბიზნესის უკან ჩოჩელის გვარი ფიგურირებდა. მას „ვანოს ბიზნესმენადაც“ მოიხსენიებდნენ. სააკაშვილის პერიოდში მისთვის მილიონობით სახელმწიფო ვალები აქვს ჩამოწერილი ხელისუფლებას. მის სახელს უკავშირდება „რკინა ბეტონის შპალების ქარხანა“, „ბარამბო“, ლუდსახარში „ლომისი“, „ზედაზენის“ ლუდის ქარხანა, სამშენებლო კომპანია "ნიუ- ენერჯი" - ეს მისი ბიზნესის არასრული ჩამონათვალია.
"შპს ,,საქართველოს რკინიგზის’‘ საკუთრებაში არსებული რკინა-შპალის ქარხანა, რომელიც მუშა მდგომარეობაში იყო, ცეზარ ჩოჩელმა და ვანო მერაბიშვილმა გააჩერეს, გააკოტრეს და ბოლოს, თვითონვე შეიძინეს. ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს, რომ იმ პერიოდში, კომპანია ,,ნიუ ენერჯიმ’‘ ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი მოიგო. სარკინიგზო მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო რკინა-ბეტონის განძელები კი ჩოჩელი-მერაბიშვილის საკუთრებაში არსებული რკინა-შპალის ქარხანაში დამზადდა. წყაროს ინფორმაციით, ყარსი-ახალქალაქის 700 000 000 აშშდოლარიან ობიექტზე მთელი რიგი სამუშაოები ჩოჩელი-მერაბიშვილი ,,ნიუ ენერჯის’‘, ,,ლუქსორისა’‘ და რკინა-შპალის ქარხნის საშუალებით შესრულდა. -წერს For.ge საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
განსაკუთრებული წარმატებები ბიზნესში ჩოჩელს სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდებში ქონდა, თუმცა ის თანამდებობების გამოყენებას ამ მიზნით მუდმივად უარყოფდა.
ივანიშვილი ნაციონალი ბიზნესმენების შესახებ...
"როგორც კი ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და გავიმარჯვეთ, მეორე დღესვე, 10-12 კაცმა განაცხადა, რომ ჩვენ გადმოვდივართ აქეთ მხარეს. ეს ხალხი არც სააკაშვილს შეუქმნია და არც ჩვენ. ოქრიაშვილი არის ძალიან ნიჭიერი, ძალიან წარმატებული კაცი, რამდენჯერმე შენახვედრი ვარ, მისგან რჩევები მიმიღია, ძალიან საინტერესო... ჩოჩელი, ძალიან საინტერესო ბიზნესმენია. ეს ხალხი არის ძალიან წარმატებული ხალხი, რომელმაც მოახერხა და საკუთარი თავით შექმნა საკუთარი წარმატებები და არა პარტიის დახმარებით, მაგრამ, განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც დღესაც ვერ ახერხებენ სწორი ცხოვრება აირჩიონ, როგორც კი მოეცათ საშუალება, მოძალადე ყოფილ ხელისუფლებას უარი უთხრეს გადმოვიდნენ და დადგნენ სწორ ადგილას. ვინც გაუწია სააკაშვილს წინააღმდეგობა, სად არიან დღეს, ზოგი დაარბიეს, ზოგი გაანადგურეს, ზოგი ციხეში შეიყვანეს, ამ ხალხს გონება ეყო. რომ წინ არ დაუდგნენ, მაგრამ სააკაშვილით არ შეუქმნია ბიზნესი ოქრიაშვილს. გავიხსენებ ბუკიას - ესენი არიან ხალხი, როლებმაც წარმატებას მიაღწიეს საკუთარი ნიჭიერებით, როგორც კი მიეცათ საშუალება, სწორი პოზიცია დაიჭირეს, იმდენი ჭკუა ეყოთ, რომ სააკაშვილს არც თავი დააჭერინეს, არც მოაკვლევინეს, არც დაარბევინეს და ამაზე ნუ ვუსაყვედურებთ".- განაცხადა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა TSpress-ის მიერ დასმულ კითხვაზე რა პრინციპით შეარჩია ყოფილი ნაციონალი ფულიანი ბიზნესმენები სიაში.
http://www.tspress.ge/ka/site/203/15434/
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...