dega''მკვლელების და დამნაშავეების ადგილი ციხეშია და არა საზოგადოებაში''
ამას ვიზე ამბობ, ნოდარ ჯავახიშვილზე თუ სოზარ სუბარზე?
თუ კალაძის ესკორტზე გოგო რო გაიტანა ზესტაფონში და ჩაიფარცხა?
ისე გეკითხები, ვიცი რომ ამაათზე არაფერი გაგიგია და არც გსმენია...
ესენი გამიპრავე ერთი, დანარჩენები მერე.
ოღონდ გამოძიება მიმდინარეობსო არ დამიწერო. ზოგიდან წლებია გასული.
http://veqtori.ge/geo/news/story/233-nodar...tars-ar-aketebsსაქმე ეხება 2000 წლის 5 ოქტომბერს მომხდარ ავტოავარიას, რომელსაც ფეხით მოსიარულე ალბერტ ფიორინგერის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯავახიშვილი, რომელიც იმ დროისთვის ‘’აღორძინების’’ პარტიული სიით პარლამენტის წევრი იყო, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ დასჯილა. შევარდნაძის ხელისუფლების დროს, იმუნიტეტის გარდა, საქართველოს პარლამენტის წევრებს სახელმწიფო მანქანაც იცავდა პასუხისმგებლობისაგან.
ჯავახიშვილი ამტკიცებდა, რომ 40-45 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, იყო ფხიზელ მდგომარეობაში და არ არღვევდა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესებს. შესაბამისად, პროკურატურის მასალებში ჩაიწერა, რომ ალბერტ ფიორინგერი იყო დიდი დოზით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, იდგა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე. მანქანის მიახლოებისას კი დაიწყო საგზაო ნაწილის გადაკვეთა, რითაც დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისთვის დაბრკოლების შექმნას გულისხმობს, იქ, სადაც ქვეითთა გადასასვლელი არ არის.
http://fortuna.ge/14060-2/სოზარ სუბარი ავარიაში მოჰყვა, არის მსხვერპლი
პოპულარული
სოზარ სუბარი ავარიაში მოჰყვა, არის მსხვერპლი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოყვა, ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად მინისტრი და მისი მძღოლი არ დაშავებულან, თუმცა ავარიის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.
სოზარ სუბარის ავტომობილი ტაქსის შეეჯახა. შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე წუხელ მოხდა.
http://ici.ge/news/kalazis-dacvis-avtomanq...ardaicvala.htmlკალაძის დაცვის ავტომანქანის მიერ გატანილი ხატია ძნელაძე გარდაიცვალა
2013-09-19 19:25:00
ზესტაფონში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მერსედესის მარკის ავტომანქანა 27 წლის ხატია ძნელაძეს საკუთრ სახლთან იმ დროს დაეჯახა, როცა იგი საავტომობილო გზას კვეთდა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია და ის დაიკითხა. კახა ჭუმბურიძე, რომელიც ამ მანქანას მართავდა კახა კალაძის დაცვის სამსახურის წევრია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.