
მერე რა, რომ აღმშენებლობა არის მხოლოდ ნათურები, გადალესილ-გიფსოიანი დეკორაციები, შუშები, ქაოტური, უსისტემო, უხარისხო, უპასუხისმგებლო განაშენიანება, გზების დამატება და ა.შ.
მერე რა, რომ ისტორიას დედა ###ვნება, იერსახე იკარგება და ა.შ.
ქართველი ხამებისა და ხიხოებისთვის, ისიც საკმარისია თუ ნაგვისგან გასუფთავდება გარემო და უცხოურის იმიტაცია გახდება, რადგან ტელევიზორში აქვს ნანახი, საუცხოო ფილმებში შუშებიანი სახლები.
ხოლო ოკუპანტების დროინდელ მახინჯ შენობებზე თუ ცათამბჯენები დაშენდება, საერთოდ თვალთ უბრმავდებათ სილამაზისაგან.
მერე რა, რომ ასეთი აღმშენებლობა ზუსტადაც რომ დასავლურობის და განვითარებულობის საპირისპიროა და პრიმიტიულობას და აზროვნების დაბალ დონეს უსვამს ხაზს, სამაგიეროდ, უცხოურ ქალაქს დავემსგავსებით

ოღონდ რაღაც გაკეთდეს, ისტორიის დედაც არ ####ანთ კაცო
მერე რა, რომ ძველი ინგრევა, გამოქვაბულის დროინდელი მეთოდებით



მერე რა, რომ ახალ აშენებული შენობები, ძველს ხედს უმახინჯებს


მერე რა, რომ 100 წლის შენარჩუნებული გარემო იკარგება


მერე რა, რომ რეაბილიტაცია ქართულად ნიშნავს ძველის გადაგდებას და ახლის შეთითხვნას გიფსოკარდონით





მერე რა, რომ ახალი ცათამბჯენი კი ###სავით მოჩანს მთელი რუსთაველიდან
იქვე აშენებული ასევე მრავალსართულიანი სასტუმრო ივერიისგან განსხვავებით, რომელიც მართალია მაღალია, მაგრამ იმდენის დაგეგმვა და გათვალისწინება მაინც მოახერხეს, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან ნაკლებად გამოჩენილიყო და მინიმალურ ყურადღება მიექცია.
ოპერის და თეატრის ყურებისას, ზემოდან გადმოცქერილ ყლინჯს, არ უნდა ხედავდე

მერე რა? არაფერი, მთავარია შენდება კაცო.
მთავარია, რომ მაგ ადგილას ბომჟები აღარ მოფსამენ და ეგ შუშები, რომელიც ნიუ-იორკის შენობებს "ჰგავს" თვალს მოგვჭრიან ბრწყინვალებით და ცოტათი მაინც დაგვამსაგვესებენ განვითარებულ ქვეყნებს, აბა ტვინის მუშაობით, მაინც ვერ მივალთ ახლოს.....
ნაც/ქოც/საზოგადოება