ჩამოვიდა ჩემი Honda cbr 250 r - იაპონიიდან, Carland Georgia-ამ ჩამომიყვანა.
ძალიან სვეჟი და საყვარელი 2013 წლიანი (3431 კმ გარბენი) ABS-ით
პირველი მოტოა და დიდი კუბატურის ყიდვა არ მინდოდა. ეს დღეები დავდივარ ქალაქში და ჩემი დაკვირვებით დამწყებისთვის იდეალური მოტოა.
ლამაზიც არის (რეალობაში სრულფასოვანი მოტოციკლის ვიდი აქვს) და მჩატეც, ქალაქის საცობებში მხოლოდ სკუტერი თუ აჯობებს ლავირებაში. სიჩქარესაც მშვენივრად კრიფავს.
ძალიან კმაყოფილი ვარ!



მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ნეიტრალს არ ანთებს, რავიცი გზაში რა მოუვიდა?! იაპონიაში მუშაობდა. აგერ სურათსაც დავდებ, დაჟე ვიდეოშიც ნანახი მაქვს.

მირჩიეთ მოტოს ელექტრიკი, ოღონდ მართლა რომ ესმოდეს, ამასწინათ კი ვიყავი მოტოს ხელოსანთან მაგრამ ელექტრობა არ იყო მისი კოზირი და მითხრა სხვას მიუყვანეო.
ჯიჯის მივწერე პმ მაგრამ ეტყობა არ შემოსულა ეს დღეები ფორუმში.
რავი ნეიტრალის შეტყობინების გარეშეც მშვენივრად დავდივარ, მაგრამ მაინც ჟუტკია რაღაცნაირად და იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ ელექტრიკი.
This post has been edited by Tobuldar on 2 Nov 2016, 22:43