რა კადრები და მუსიკა,
ან ეგ რეტრიკასავით ჭრელი, ახლო კადრები და დეპრესიული სახეები ვის უკვირს დღეს
ან მუსიკა სადაური ძირითადი პლუსია ფილმის.... ან რომელი მუსიკა საერთოდ? დრაგოსტადიტეი თუ რაღაც?

ტიპი ადგა, ჩათვალა რო ფრანგული ანდერგრაუნდი უკვე გამოვჭამა, ტრიუფო და გოდარი ჰაერში გავკვანძა და
რამე ახალი მასშტაბები მჭირდებაო. და ოღონდ მასოვკაზე გასულიყო და შედარებით ლაითი აუდიტორიის გულში
ნოსტალგია გამოეწვია (რაც ფილმისადმი სენტიმენტების გაჩენის წინაპირობა იქნებოდა) და ბოლო ავანტურაზე წავიდა,
თან ძირითადად პოსტთინეიჯერულ სასტავს დაუმიზნა: რაც კი საწყისი 2000იანების ჰიტები ქონდა გაგონილი
ყველაფერი შეტენა საათნახევარში და ამ თვალხატულა გოგო-ბიჭების ლამაზ სახეებზე ისე დაადო, რომ მოდი და
ნუ მოგეწონება თუ ვიღაც ინტრიგანი არ ხარო :დ
იდეა დავიჭირე ფილმის და იყო იქ მამენტ რაღაც, ნათელი წერტილის მაგვარი,
მაგრამ მთავარი რაც რეჟისორს უნდა ექნა _ განხორციელება, იყო დაბალი ხარისხის.
ერთი მსახიობების თამაშს არაუშავდა. კასელი კარგიც კი იყო.
ნუ ახლა, იაპონური ტექნიკა რო მაგარ კადრებს გიფიქსირებს, მაგას ფილმის პლუსში ვერ ჩავთვლი
წინა ფილმთან ახლოს ვერ მივა. Mommy მართლა საკაიფო გადაიღო