აუუუ ეს რავა გადამვარდა გულზე
რა ჰქნეს
ჯარიმების დარტყმა იკადრეს?

ქართველმა მორაგბეებმა სამოა 20:16 დაამარცხეს
16:50 19-11-2016
ქართველმა მორაგბეებმა სამოა 20:16 დაამარცხეს ქართველმა მორაგბეებმა სამოა ანგარიშით 20:16 დაამარცხეს. "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 17:10 მოიგეს. მასპინძლებმა ჯერ საჯარიმო ლელოთი გახსნეს ანგარიში, შემდეგ კი ბექა ბიწაძემ გაიტანა ლელო. მერაბ კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა, ერთხელ კი საჯარიმოთი გაიტანა. შესვენებამდე სტუმრების ანგარიშზე თითო ლელო-გარდასახვა და საჯარიმო იყო.
შეხვედრის მეორე ტაიმი სამოელებმა აქტიურად დაიწყეს და ორი ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, რასაც მე-60 წუთზე კვირიკაშვილის მორიგი ზუსტი საჯარიმო მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-სამოას მატჩი მიეძღვნა გაერო-ს გენერალური მდივნის კამპანიას "ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი იაპონიასთან გამართა და ანგარიშით 22:28 დამარცხდა. "ბორჯღალოსნები" წლის ბოლო შეხვედრას 26 ნოემბერს, სტუმრად შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.
გილოცავთ.
გამიხარდა რომ მეკომ შეძლო გარდასახვების რეალიზაცია...
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...