ეროვნული ბანკი დიდი რაოდენობით დოლარის შეძენას განაგრძობს
ბოლო ორ თვეში ეროვნულმა ბანკმა ბრუნვიდან 115 მილიონი დოლარი ამოიღო.
საქართველოს ეროვნული ბანკის დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1872 შეადგინა.
აპრილიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დიდი ოდენობით დოლარი უკვე მეექვსედ შეიძინა.
სებ-ის მიერ დოლარის შესყიდვა მიმდინარე წლის 17 მარტს, კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნის დღესვე მოხდა.
მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა 115 მილიონი დოლარი შეისყიდა, კერძოდ, 17 მარტს - 5 მილიონი დოლარი, 21 მარტს - 10 მილიონი დოლარი, 14 აპრილს - 10 მილიონი დოლარი, 20 აპრილს - 10 მილიონი დოლარი, 21 აპრილს - 20 მილიონი დოლარი, 5 მაისს - 20 მილიონი დოლარი, 10 მაისს - 20 მილიონი დოლარი და 17 მაისს 20 მილიონი დოლარი
https://bpn.ge/finansebi/23220-saqarthvelos...html?lang=ka-GEორი თვის მანძილზე სავალუტო აუქციონებზე 235 მილიონი დოლარის შეძენით, ეროვნული ბანკი ლარის კურსის სტაბილიზაციას ცდილობს
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. პარასკევს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი შეიძინა და ვაჭრობაზე საშუალო შეწონილმა კურსმა 2,1464 GEL/$1 შეადგინა. წლის პირველ ორ თვეში ვარდნის შემდეგ, მარტის დასაწყისიდან ლარის კურსი გამყარდა. აღნიშნულ პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 13,4%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკი ცდილობს ლარის კურსის მკვეთრი გამყარება შეაჩეროს და აუქციონებზე პერიოდულად ყიდულობს ვალუტას. მარტიდან მაისის თვემდე გამართულ 10 აუქციონში, ეროვნულმა ბანკლა 235 მილიონი დოლარი შეიძინა, მათ შორის 100 მილიონი მიმდინარე კვირაში, მაგრამ კურსი კვლავ იზრდება. ეროვნული ბანკის მიერ შაბათისათვის დაწესებული ოფიციალური კურსი 2,146 GEL/$1 შეადგენს, რაც 0,001 ლარით აღემატება პარასკევის კურსს.
Read more:
http://sputnik-georgia.com/economy/20160520/231773128.htmlეროვნულმა ბანკმა დოლარი იყიდა, რომ ლარის კურსის რყევა დიდი არ ყოფილიყო“
ეროვნულმა ბანკმა დოლარი იყიდა, რომ ლარის კურსის რყევა დიდი არ ყოფილიყო – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, დოლარის უმნიშვნელოდ გაძვირებაში საგანგაშო არაფერია. “უმნიშვნელოდ გაძვირდა, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ უჩვეული არაფერი ხდება. თქვენ თუ შეხედავთ ნებისმიერ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, ვალუტის კურსი მუდმივად ცვალებადია. წელს უკვე ეროვნულმა ბანკმა დოლარები იყიდა იმისთვის, რათა კურსის რყევა ძალიან დიდი არ ყოფილიყო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი ბუნებრივია და არაფერი საგანგაშო არ ხდება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
http://kvira.ge/13993მაია მელიქიძე ეროვნული ბანკის სტრატეგიას იწონებს
პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვას დადებითად აფასებს.
მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის სტრატეგიაა დაიკავოს ე.წ. ტრენდი, რადგან ვალუტის ნახტომისებურად გამყარება სასურველი არ არის.
”ვალუტის გამყარებას თანმდევი მოვლენები გააჩნია, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესთან მიმართებაში. თუ დავიკავებთ გარკვეულ ტრენდს, ნამდვილად კარგი იქნება, რადგანც უცაბედი გამყარებაც და გაუფასურებაც ქვეყნის ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგის მომტანია” – განაცხადა მელიქიძემ.
ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრობს, რომ ლარის გამყარება ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების ზრდას, ფულადი გზავნილების შემოდინებას და მთავრობის კოორდინირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 17 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე 5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. 21 მარტს კი სებ-მა 10 მლნ დოლარი იყიდა
http://fortuna.ge/maia-meliqidze-erovnuli-...tegias-iwonebs/პ.ს. აი ამ ყველაფრის ფონზე დასცინიხართ გაჩეჩილაძეს ეს რა თქვაო? გაჩეჩილაძე არაა ეკონომისტი და ზუსტად რომ ლოგიკური კითხვა დასვა ამ ღლეების შემყურე
პ.ს.ს. სექტა ხართ ბიძია თქვენ სექტა და აღარაფერი არ გეშველებათ
მაია მელიქიძის მადლი გფარავდეთ, მახსოვს როგორ აპრავებდნენ ამ ფორუმზე მაგ ქალს, სწორს ამბობსო. და თურმე გაჩეჩილაძე ყოფილა ღლე
* * *
სად გაიძურწეთ სექტანტებო, აღარაფერი გაქვთ სათქმელი?