Mr.aravinჰო, დუმილი თანხმობის ნიშანია

იძიომ დალშე.
თავდაპირველად რა სქემაც წარმოვადგინე, იმას რეალობასთან კავშირი არა აქვს, რა თქმა უნდა. საქმე ბევრად ცუდადაა!
სინამდვილეში, ერთკაციანი და საერთოდ კაცმოუყვანელი კუნეტელების რაოდენობა მინიმუმ 50 პროცენტს მაინც შეადგენს. პლიუს გვყავს შედარებით მაღალ საფეხურზე მყოფი კუნეტჩიკები, რომელთაც რაღაც რგოლზე მაინც აქვთ ბალანსი გარღვეული.
გამოდის შემდეგი სურათი
1650 დოლარი - გაკუნეტების შესატანი
100 დოლარი - თანხა, რომელიც ზედა რგოლებში მყოფ კუნეტელებს ერიცხებათ ახალშემოსულთაგან.
1550 დოლარი - თანხა, რომელიც პირდაპირ შესდის კუნეტს.
ახლა ზოგი იტყვის, კი მაგრამ 1550 დოლარად ახალგაკუნეტებულს "ხარისხიანი პროდუქტიც" უფინანსებს ორგანიზაცია.
სინამდვილეში ამ სამქულიანი პროდუქტების საშუალო ფასი მინიმუმ სამჯერ ნაკლები რომ არის, ეს უკვე დავადგინეთ.
ქართულ რეალიებში საქმე ბევრად დრამატულადაა, ყიდულობენ ისეთ "საგზურებს", რომელთა გამოყენება ახალგაკუნეტებულთათვის თითქმის გამორიცხულია! ამის მიზეზებზეც ვრცლად იყო საუბარი.
ყველაზე ოპტიმისტური ვადაუდით ამ "საგზურით" ყოველი მეასე ახალგაკუნეტებული სარგებლობს.
ანუ:
1650 დოლარი - გაკუნეტების შესატანი
100 დოლარი - თანხა, რომელიც ზედა რგოლებში მყოფ კუნეტელებს ერიცხებათ ახალშემოსულთაგან.
50 დოლარი - "პროდუქტის" მიწოდების ხარჯები კუნეტის მხრიდან
1500 დოლარი - თანხა, რომელიც პირდაპირ შესდის კუნეტს ყოველი ახალი "სამქულიანი" წევრისგან.
ვუშვებთ, რომ საქართველოში არა 40 000, არამედ ნაკლები კუნეტელია და მათ ნაწილს არა სამქულიანი, არამედ უფრო იაფი პროდუქტი აქვთ ნაყიდი. სადღაც 30 000 ქართველი სამქულიანი კუნეტელი მაინც გვრჩება ხელში.
მივდივართ ერთ ძალიან სევდიან დასკვნამდე, რომ საქართველოდან პირდაპირ კუნეტში 45 მილიონი დოლარი უკვე შევიდა. (სადღაც 1,5 მილიონი ქართველების "ხარისხიანი პროდუქტით" უზრუნველყოფა დაუჯდა ფირმას და ამას არ ვათვლით იმ 45 მილიონს).
3 მილიონი დოლარი დარჩა საქართველოში და იმ ხალხზე გადანაწილდა, ასე ერთგულად რომ იცავენ მალაიზიელ ბიზნესმენს.
ახლა ლაპარაკი იმაზეა, რომ კარმუშკასთან ახლოს მყოფებს კიდევ ერთი 3 ლიმონის შესვლის იმედი აქვთ. პრუტსკოისნაირ ენერგიულ ხალხს ამ კარმუშკასთან მაქსიმალურად ახლოს მიჩეჩების.
მაგრამ ვინც მე-7 კლასამდე მაინც სწავლობდა მათემატიკას და ოდნავი ემპათია ვისაც აქვს, ის ეგრევე დაინახავს, რომ კუნეტის იარლიყდარტყმული ხალიავური კარმუშკის უკან ჩვენი ღატაკი ხალხისგან აფცქვნილი 90 მილიონი დოლარი დგას, რომელთა დიდი ნაწილი ამის გამო ვალებში ჩავარდა!!
ხოდა მიდი ამის მერე და ნუ დაეთანხმები თანაფორუმელი კოდექსას დასკვნას.
პ.ს. გათვლებში რაღაცეებს თუ ვიტყუები და კუნეტის საქმიანობა არასპრავედლივ შუქში გამომყავს, საგნობრივად შემისწორეთ
This post has been edited by მიხეილ რძე on 6 Dec 2016, 19:26