როგორც ლევანიმ აღნიშნა დემოზე გჭირდება ძალიან დიდი პრაქტიკა. შეიძლება რაიმე სტრატეგია აიღო, რომელიც გათვლილია კვირაში ერთი ან ორი პოზიციის გახსნაზე და წყნარად და მშვიდად ივარჯიშო, შეხვიდე დღეში ერთხელ, ნახო რა ხდება ბაზარზე, დააყენო სტოპები და TP-ები და რამდენიმე თვეში ასე თუ ისე გეცოდინება სწორი მიმართულებით მიდიხარ თუ არა. მაგრამ სკალპინგი სხვა განზომილებაა, უზარმაზარ დროს, ენერგიას და შრომას მოითხოვს.
თავიდან ყველა სკალპინგისკენ იხრება, იმიტომ რომ ზოგადად ვაჭრობა სიახლეა და გინდა მომენტალურად რაღაცა შედეგი დაინახო, არ გინდა თვეები და წლები დაახარჯო გრაფიკის ყურებას, როცა შეგიძლია ერთ წუთიანზე გადართო და იგივე გრაფიკს უყურო, ოღონდ აჩქარებულს, გახსენი პოზიცია, 3-4 წუთი უკვე რამდენიმე სანთელია და ან გიხარია თუ სწორი მიმართულებით გახსენი ან ნერვიულობ თუ აგებ. თუ რეალური ფულით არ ვაჭრობ ცოტა ხანში შეიძლება მოგბეზრდეს კიდევაც და სულ დაანებო თავი. აი რეალური ფულით დაიწყებ თუ არა უკვე შარში ხარ, იმიტომ რომ იქნება მომენტები როდესაც გაამართლებს შენი ვარაუდი და დახურავ ერთ, ორ, შემდეგ სამ ორდერს მოგებით. უკვე უფრო თავისუფლად გრძნობ თავს, უფრო გაქვს იმის შეგრძნება რომ რასაც აკეთებ სწორად აკეთებ და ამ დროს აგებ. მერე ეძებ მიზეზს წაგების და რა თქმა უნდა პოულობ, რაღაცა ინდიკატორს ან რაღაცა სხვას, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია იცი, რომ ამ შეცდომას აღარ დაუშვებ და ხსნი ახალ ანგარიშს, ისევ შეგაქვს რეალური თანხა, ისევ გაქვს დადებითი შედეგი, დეპოზიტი ნელ-ნელა იზრდება, და ისევ აგებ. ისევ ეძებ მიზეზს და ა.შ., და ა.შ.
ეს არის ჩაკეტილი წრე და ერთხელ რომ მოხვდები მერე ძნელია თავის დაღწევა. ამიტომ დემო, დემო და კიდევ ერთხელ დემო. სკალპინგი არის ძალიან რთული, და ხშირად უაზრო. როცა დაამუღამებ და მიხვდები რა და როგორაა, შეიძლება ისევ და ისევ - სულ დაანებო თავი. იმიტომ რომ სკალპინგით შეიძLება "იმაიმუნო" პატარა დეპოზიტით, მაგრამ ამას ვერასოდეს ვერ გახდი შენს ძირითად საქმიანობას. იმიტომ რომ სკალპინგში მიზერული თანხები ტრიალებს და მსხვილი მოცულობით უბრალოდ ვერ ივაჭრებ.
ასევე მიაქვს ძალიან დიდი დრო, იმიტომ რომ 1) თავიდან უნდა იჯდე და უბრალოდ გრაფიკს უყურო, როგორ მოძრაობს, დააკვირდე, შეეცადო დაიჭირო კანონზომიერება. პარალელურად იკითხო სტატიები რომ თეორიული ცოდნა გაიღრმავო, რა ხდება, საერთოდ რატომ მოძრაობს ფასი. შემდეგ დაუკავშირო თეორიული ცოდნა რელურ გრაფიკს და "შეიგრძნო" ფასის მოძრაობა. და 2) როდესაც გექნება შესაბამისი ცოდნა უნდა მუდმივად გეჭიროს თვალი გრაფიკზე რომ არ გამოტოვო მნიშვნელოვანი მომენტები, როდესაც უნდა შეხვიდე ბაზარზე და როდესაც უნდა გამოხვიდე ბაზრიდან. თუ გამაზე პირველი ეგ არაფერი, შეგიძლია დაელოდო შემდეგს, მაგრამ თუ გამაზე მეორე ან უბრალოდ კარგავ "თითქმის" მიღებულ მოგებას (ეს უკეთეს შემთხვევაშI), ან ფასი იმდენად გაგექცა, რომ იძულებული ხარ დახურო ზარალით.
თავიდან ყველას ეხალისება სკალპინგი, იმიტომ რომ როდესაც არ გაქვს შესაბამისი ცოდნა ყოველთვის გეშინია ღია პოზიციის დატოვება დიდი ხნით და უყურადღებოდ, იმიტომ რომ არ იცი რა მოხდება და არ ხარ მზად იმისათვის რაც შეიძლება მოხდეს. ამიტომ ყველას უნდა სკალპინგი - გახსენი პოზიცია, 4-5-15 წუთში დახურე და მორჩა.
როდესაც უკვე გაქვს ცოდნა და გამოცდილება, მერე უკვე სტოპი უნდა უნდა გამოიყენო თუ არა კითხვა აღარ გაგიჩნდება. იმიტომ რომ მაგ კითხვაზე შეიძლება უამრავი პასუხი მიიღო, ყველა იქნება სხვადასხვანაირი და ყველას ექნება თავის "მყარი" არგუმენტები, მაგრამ შენ მაინც ვერცერთი ვერ გამოგადგება, იმიტომ რომ შენ შენი პასუხი უნდა იპოვო ამ კითხვაზე