ზუსტად ერთი წელია თმა არ შემიჭრია და როგორც იქნა კარგად გაიზარდა. აქამდე, ყოველ 2-3 თვეში სალონში ვიყავი და "ბოლოებს ვიჯანსაღებდი"
თმის სწრაფად გაზრდის მოტივით. არადა, თმა არ იზრდებოდა, უბრალოდ ჯანსაღდებოდა. თანაც, ცუდი კვების გამო მანამდე მცვიოდა და
განახევრებული მქონდა. რაც იზრდებოდა, ის მერე მცვივდებოდა და მოკლეები რჩებოდა თავზე.
ამ ერთ წელში კვება გამომისწორდა, ჩემი თმა კი გასქელდა, გაიზარდა. რაც ყველაზე გასაკვირია, ბოლოები ოდნავაც არ დამიზიანდა. თან თმას ზოგადად
არ ვუვლი, ნებისმიერი შამპუნით დაბანვისას მაინც ჩემი თმა მუდამ ბზინავს და ჯანსაღად გამოყურება, გენეტიკურად დამყვა ალბათ, თორემ მე
ისეთ პირობებში ვამყოფებდი, მინიმუმ გაქუცული უნდა ყოფილიყო და მაქსიმუმ მე უნდა ვყოფილიყავი მელოტკა.
პრინციპში, როგორ არ ვუვლი - ფენს, უთოს, არ ვიკარებ. თმის ჟელე-მუსებს არ ვიყენებ. ხის სავარცხალს ვხმარობ წლებია, სწორად ვივარცხნი
და რკინის თმასაბნევებს ფრთხილად ვიყენებ.
სართოდ მაქვს სქელი და ტალღოვანი თმა, მაგრამ წლებია აღარ მინახავს სრულად. ახლა ისე მიხარია რომ დამიბრუნდა, დიდი ხნის უნახავი
მეგობარივით ვესალმები ხოლმე. თმა ქალის საუკეთესო აქსესუარია, თქვენს თმებსაც ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ
მანამდე ბობ-კარეს ვარიაციებს ვატარებდი, ოღონდ ბიონსეს დავასწარი. ჯერ მე შევიჭერი და მერე მაგან !

მაგრამ, ეს ვარცხნილობა მაინც ძალიან მომწონს, შეიძლება დამკრას და ისევ შევიჭრა. იმედია არ დამკრავს ან მომზადებული შევხვდები და არ შევიჭრი.
ეს რას მოვაყოლე.
აქ:
ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი? როგორი პროპორციებით უნდა ან სხვა ვარიაციები თუ აქვს ამ ნიღაბს?
როგო ისვამთ ძირებზე, ბოლოებზე თუ მთლიანად?
ვინც იცით დაწერეთ, რა.
უკვე თავიდან მომინდა. ამის მოგრძო ვარიანტი დამხატავდა.