დღეს სამსახურში ყველას ვაჩვენე ვინც არის მამა. 20 კაცი მიყურებდა როგორ ვაკეთებ საქმეს. 5 წუთში როდესაც გავაკეთე ის რასაც 4 კაცი 7 საათის განმავლობაში აკეთებს ყბა ჩამოუვარდათ. მართლა ყბადაღებულები მიყურებდენ

მერე სათითაოდ მოვიდნენ და თქვეს რომ ჩემს გარეშე ეს ოფისი არ იარსებებდა. კი ვიცოდი, მაგრამ როდესაც სხვისგან გესმის (თანამშრომელი, კოლეგა, ბოსი, კონკურენტი, ასისტენტი, მიმღები, სტაჟიორი, მტერი, მოყვარე...) სასიამოვნოა. ბოლოს ცოტა მეც გამიკვირდა რომ გადავხედე როგორ კარგათაც გავაკეთე. იდეალურად. თვითკმაყოფილებით აღსავსე...
ნეტავი პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი ისე იყოს როგორც სამსახურშია

ზედმეტად თვითმყოფადი დამოუკიდებელი ვარ. თითქოს არავინ მჭირდება ჩემს გვერდით. როგორ მოვატყუო ის გოგო და ვაგრძნობინო, რომ მჭირდება როდესაც ასე არ არის. ისიც მელოდება

მე კიდევ ცუდად მიქცევი რომ ვიკიდებ

თან მინდა ურთიერთობა თან ვხვდები რომ არაფერში მჭირდება. რამდენეჯერაც გავხსენი ჩემამდე კარი ყოველთვის იმედგაცრუებული და დანგრეული დავრჩი. აღარ მინდა იგივეს გამეორება. სუსტი ვარ? არა... უბრალოდ ###ზე მკიდია. ხოდა ეგრე :///