"ახალგაზრდობა - იმედი ხვალის" "რაგბი ევროპის" მეორე მატჩში
ბორჯღალოსანთა ახალმა თაობამ
რუსთავში გემოზე გააბურთავა გერმანიაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაამსოფლიო თასზე რომ ისედაც გასულები ვართ, წლეულს ჯეელებს ვცდით - მეტადრე სტარტზე, მაჩანჩალებთან. არადა, მაგ გერმანიამ წინა უქმეებზე თვით ჩვენი მთავარი მეტოქე - რუმინეთი გააბითურა, კავკასიაში კი ვალის მოსახდელად’ღა ჩამოვიდა, რადგან ჩვენთან რკენის შედეგი "მსოფლიოს შესარჩევად" არ ჩაეთვლება - თან არ იახლა ორ-ორი ძირითადი ბექი და ფორვარდი
რუსთავი რაგბის კერაა! მანდ გაიზარდნენ ცაბაძე, მთიულიშვილი, ჯიმშელაძე, შველიძე, ზირაქაშვილი ... ახალი სტადიონი ქალაქის კიდეზე კია, მაგრამ გულს გვიხარებს მზარდი ფიჭვები. დიდი მატჩის მასპინძლობა "მეტალურგთა ქალაქმა" ალალად დაიმსახურა, მაქაურმა ბიჭებმა - ბექა გორგაძემ და გიორგი კოშაძემ კი დიდებულად ირაგბეს
ამჯერად გვეცვა მონატრებული - ღვინის’ფერი, ოქროს’ფერ ლოგოიან-ნომრიანი "ქენთებრი". ქართველთაგან პირველმა მოიხვეჭა მეასე (!) კეპი მერაბ "მეკო" კვირიკაშვილმა. ლელო ვერც ამ მეტოქემ დაგვიდო, მაგრამ სიცივეში მინიმუმ სამი კაცი დაგვემტვრა და მოხდა უიშვიათესი რამ - მსაჯმა "ცრუ შერკინება" მეტოქის კი არა, ჩვენს გამო შემოიღო
სმართ’ფონის ბრალია?იმათ, ეტყობა, დაასკვნეს, ეგენი გამყინავ ნიავსა და მზეში მაღალ ბურთს ყოჩაღად ვერ დაიჭერენო და თავიდანვე დაგვაყუმბარეს. მართლაც, საწყის 21 წუთში "რაინო" 9-ჯერ დაგვივარდა, რაც ალბათ ზედმეტი მონდომებისა და სმართ’ფონით გატაცების ბრალიცაა - აკი ბრიტანეთში დაუდგენიათ, რომ ეგ სამარჯვი ათლეტს ხედვას უფუჭებს
დავწინაურდით მალევე და იოლად. პირველ ტაიმში სამი ლელო დავდეთ, მეორეში - ხუთი. გერმანიამ გაიტანა სამიდან ორი ჯარიმა, ერთიც ალამს გადააცილა და სულ სამჯერ შემოვიდა წითელ ზოლში. 50-ე კეპი მიითვალა ლაშა ხმალაძემ, პირადი მონაგარი კი 9 ლელომდე აიყვანეს გიორგი "კოკი" თხილაიშვილმა და მერაბ "ბუკა" შარიქაძემ
კოშაძე და გორგაძეპირველ ლელოზე რეზი ჯინჭველაშვილმა კოშაძეს ფეხით გადაუკიდა დაცვის უკან და "ხარების" შუამარბმა დაიფრინა ორი მეტოქე * 7:0 @ 3’
მეორეზე აქეთ რომ მიეძალა შარიქაძე, იქეთ გორგაძემ ოფლოუდი მიართვა გიორგი ფრუიძეს * 14:3 @ 18’
მესამეზე ქიქ’ოფი წამოიღო გორგაძემ, შარიქაძის პასიდან კი კოშაძემ მწარედ მოაღორა "გერმანელი" ფულ’ბექი * 21:6 @ 30’
32’ წუთზე დაგვიშავდა კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი; 38’ წუთზე, ჯინჭველაშვილისა და თხილაიშვილის რეიდთა შემდეგ, მარჯვნივ გაიფლანგა ბარაქიანი მეტობა, ტაიმის ბოლოს კი პარქინსონმა ბურთი კარს ვერ უწია 45 მეტრიდან
სიჭაბუკე გაიხსენამეოთხე ლელოს წინ ჯარიმათა ბალანსი 7-4 გახდა ჩვენს სასარგებლოდ. მიეძალნენ თხილაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გორგაძე და ლაშა ლომიძე, მიზანს კი 5 მეტრიდან, მოლით ეწია "კოკი" და გარდასახვა ძელს კენწეროში მოხვდა * 26:6 @ 47’
მაშინვე დაშავდა მეორე კვაჭიც - გიორგი ჭყოიძე, რის გამოც ბურთს დერეფანში თხილაიშვილი აგდებდა, ბოლო მეოთხედში კი, მალევე რომ შესაცველი გაგვიხდა ახალბედა გელა აფრასიძე, "მეკომ" გაიხსენა სიჭაბუკე - 9 ნომერზე გადავიდა
მეხუთე ლელოზე ნემსაძემ გრძელი პასით დაგეზა სანდრო თოდუა, გიორგი ბეგაძემ მოკლე ფრთაზე აბრაგანი აუწია გორგაძეს და ბექა ფულ’ბექთან ჭიდილში მაინც მისწვდა ლელოს * 31:6 @ 56’
მეექვსეზე რომ გაილაღა ლომიძემ, კოშაძემ პასი შეუქცია გორგაძეს *36:6 @ 64’
მეშვიდეზე ჩვენი 10-მეტრა შტრიხიდან შევუტიეთ. ხეირზე აიშვეს შარიქაძემ და გორგაძემ, თხილაიშვილმა კი მბოჭავი ხელის კვრით მოიშორა და 25 მეტრი ირიბად ირბინა * 43:6 @ 69’
კალენდარი აერიაბოლოს გერმანიამაც შემოგვიტია. თორნიკე მატარაძემ რაქში ააყირავა მეტოქე და გაასინბინეს (ჯ 9-9). სტუმრებმა ორი წუთი დაჰყვეს წითელ ზოლში, მაგრამ ჯერ ბოჭვაზე დაჯარიმდნენ, მერე კი ბურთი დააგდეს
რომ დაინიშნა შერკინება, ჩვენ აღარ დავაბრუნეთ (ალბათ დაშავებული) სოსო ბეკოშვილი, ბელგიელ მსაჯს კი - უფრო ცნობილ კოლეგათა დარად - აერია კალენდარი და ცრუ შერკინებაში 8 კაცის ჩაყენება მოითხოვა. არადა, ეგ წესი ევროპაში 1 აგვისტოს’ღა შემოვა!
ჰოდა, მაგითაც ჩვენ ვიხეირეთ - შორიდანაც კადნიერად ვუტევდით. ბოლომდე დავჯარიმდით კიდევ ორჯერ, გერმანიამ კი 2-წუთიანი შვიდკაცა რომ გაგვიმართა, თუმც კოშაძეს აღარავინ მიჰყვა - ლომიძის, ჯინჭველაშვილისა და საბა შუბითიძის ძალის’ხმევით კაპიტანმა შარიქაძემ მაინც გაიჯეჯილა * 50:6 @ 80’
გამსვლელზე რუმინეთიაორი რაუნდის შემდეგ მეორე - მსოფლიოზე პირდაპირ გამსვლელ - ადგილზე მაინც რუმინეთია, რაკი იაშიდან ბუკურეშტში გადატანილი და 1 საათით ადრე დაწყებული, ერთობ უღიმღამო თამაში * 13:3მოუგო ესპანეთს. "მუხებს" ყველა ქულა ფლორინ ვლაიკუმ შესძინა
ბელგია რუსეთს მალევე ჩამორჩა, მაგრამ მერე კოკიუ - ბერჟეს ღერძმა გუნდი აიყოლია. "შავი ეშმაკები" თომას დე’მოლდერის მიერ შეტანილი ლელოთი წინ გაიჭრნენ, მაგრამ "დათვებმა" ჯერ ორჯერ გაათანაბრეს ანგარიში, ბოლო შეტევაში კი - "აიღე და მიეძალე"თი - გამარჯვების ლელოც შეიტანეს * 25:18
რაგბი ევროპა * 2017მეორე რაუნდი
საქართველო$ 50:6 გერმანია წარსული >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-H2H/#GER23 მოთამაშე >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-SQD/#GERგუნდები+მსაჯები >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-CARD/#GERსაქ: კვირიკაშვილი (ხმალაძე 78) ფრუიძე კოშაძე შარიქაძე^კაპ თოდუა
<10-9> ჯინჭველაშვილი ბეგაძე (აფრასიძე 58, მალაღურაძე 64) /
მატარაძე სბ 71, ალხაზაშვილი (ჭყოიძე 32, თეთრაშვილი 49) ბეკოშვილი (ტაბიძე 53)
ნემსაძე (მჭედლიშვილი 69) ჭეიშვილი (შუბითიძე 58) ლომიძე თხილაიშვილი გორგაძე -
8ლ: კოშაძე (1 3) ფრუიძე თხილაიშვილი (4 7) გორგაძე (5 6) შარიქაძე;
5გ:კვირიკაშვილი 4, მალაღურაძე
გერ: აუნალა პეინ (შტინდერა 69) კუცია მერფი ლედინგემ (დოკო 50)
<10-9> პარქინსონ არმსთრონგ^კაპ /
ნოშტადტ (შრიოდერ 25-31, 50) ბარბერ (გარნერ 66) ფიუხზელ (დიქინსონ 76)
მეი (ფან’ნიკერკ 61) მარკს; ბერენდტ (ელს 50) ფერეირა ფოლენ’კემპერ -
2ჯ: პარქინსონ
რეფ ბიურლე (ბელ) 19/02_2017 @ რუსთავი, რაგბის სტადიონი (3 300)
ვიდეო >>
https://www.youtube.com/watch?v=j5p4uvXk5Zk7:0(3) 7:3(8) 14:3(18) 14:6(27) 21:6(30) /
26:6(47) 31:6(56) 36:6(64) 43:6(69) სბ(71ს) ცრუ’შრკ(74ს) 50:6(80)
რუმინეთი 13:3 ესპანეთილ გ 2ჯ: ვლაიკუ - ჯ: ლინქ’ლეითერ
რეფ რიძო (იტა) 18/02 @ ბუკურეშტ, არკულ (_)
7:0(16) 7:3(20) 10:3(29) / 13:3(57)
ბელგია$ 18:25 რუსეთი2ლ: მურიჩ დე’მოლდერ; გ 2ჯ: ა.ვილიამს -
3ლ: გრესევ გარბუზოვ გერასიმოვ; 2გ 2ჯ: კუშნარიოვ
რეფ ატალა (სფრ) 18/02 @ ბრიუსელ, პტი ეიზელ (2 500)
0:7(3) 3:7(5) 3:12(10) 8:12(_) /
15:12(47) 15:15(56) 18:15(61) 18:18(68) 18:25(80)
რაგბი ევროპა 2017ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით
11/02 ბელგია 06:31 საქართველო $ ბრიუსელ
11/02 გერმანია 41:38 რუმინეთი $ ფრანკფურტ
11/02 ესპანეთი 16:06 რუსეთი მადრიდ
19/02 საქართველო $ 50:06 გერმანია რუსთავი
18/02 რუმინეთი 13:03 ესპანეთი ბუკურეშტ
18/02 ბელგია $ 18:25 რუსეთი ბრიუსელ
2 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $საქართველო 10 +69 12/00 81:12 2-0 2
რუმინეთი 5 +7 06/05 51:44 1-1 1
ესპანეთი
^ 4 (1-0) +10 4 =0 01/01 19:19 1-1 0
გერმანია
0 (0-0) =0 4 -41 05/13 47:88 1-1 0
რუსეთი
0 (0-1) -10 4 -3 03/03 31:34 1-1 0
ბელგია 1 -32 02/07 24:56 0-2 1
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა) |
ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+2 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)
ტოლობაზე: ჯერ პირადში ^ 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) გატანილი ქულა;
მერე მთელ ტურნირში 5) სხვაობა, 6) ლელო, 7) გატანილი ქულა
ოფიციოზი_EN >>
http://www.rugbyeurope.eu/competitions/rug...l-championshipsდებულება >>
http://www.rugbyeurope.eu/sites/default/fi...c_2016-2017.pdf04/03 ესპანეთი 19.00 საქართველო ვაია’დოლიდ04/03 რუსეთი 14.00 რუმინეთი სოჭი
04/03 გერმანია 19.15 ბელგია ფრანკფურტ
12/03 საქართველო 18.00 რუსეთი თბილისი
11/03 ბელგია 18.00 რუმინეთი ბრიუსელ
11/03 გერმანია 19.15 ესპანეთი კელნ
19/03 რუმინეთი 17.00 საქართველო ბუკურეშტ
18/03 ესპანეთი 19.00 ბელგია მადრიდ
19/03 რუსეთი 15.00 გერმანია სოჭი
29 წლის (1989-2017) მონაგარი197 თამაში (80 შინ, 77 გარეთ, 40 ნეიტრ)
120 მოგება - 70 წაგება * 7 ფრე
ქულა 4569:3582 (+987)
ლელო 544/364 (+180)
18 ერთა თასზე (2000-2017)
87თ (43შ 41გ 3ნ) 71-12*4
ქ 2689:1052 (+1637) ლ 353/82 (+271)
გერმანიასთან (1995-2017)
6თ (4შ 2გ) 6-0 ქ 302:32 ლ 45/3
248 ბორჯღალოსანი[ #246 ლაშა ტაბიძე, #247 გელა აფრასიძე, #248 გიორგი მჭედლიშვილი ]
98 ბექი, 141 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 261, ხოლო ფორვარდებმა 283 ლელო
ბორჯღალი (კეპი)
100 კვირიკაშვილი; 96 კაჭარავა; 94 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი, მალაღურაძე; 73 მაჩხანელი;
70 ურჯუკაშვილი; 69 გორგოძე; 67 ლაბაძე, ნემსაძე; 66 ზედგინიძე;
64 ა.გიორგაძე, შველიძე; 62 სუთიაშვილი; 61 ხამაშურიძე, სამხარაძე,თოდუა;
57 ჯიმშელაძე; 53 ზირაქაშვილი, ბეგაძე; 50 ხმალაძე
ქულა (მარტო დამრტყმელები)
783 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
184 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური
ლელო26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე; 20 კაჭარავა;
18 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე, ხამაშურიძე; 14 უდესიანი, კვირიკაშვილი;
12 ლაბაძე, ნემსაძე; 11 ა.გიორგაძე; 10 ქავთარაშვილი, ცაბაძე, ჩხაიძე;
9 ჯიმშელაძე, დადუნაშვილი, ზირაქაშვილი, თხილაიშვილი, შარიქაძე
@