სადაა ის ხალხი სააკიანზე რო ღაწვებს იხოკავდა გიჟია გიჟიო

გზის პირზე, სადაც ივანიშვილის მიერ შეძენილმა ხეებმა უნდა "გაიარონ", ქარსაფარი ზოლის ხეებს ჭრიან
21:22 2017-02-20
დღეს, ქალაქ ოზურგეთის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, ნატანების ქარსაფარ ზოლში არსებული ხეების ნაწილობრივი ჭრა დაიწყეს.
როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი იუწყება, დილიდან ადგილზე მივიდა ქალაქ ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის 30-მდე თანამშრომელი, სპეციალური ტექნიკით, და დაიწყო გზის იმ მონაკვეთზე ქარსაფარი ზოლის განადგურება, რომელ მონაკვეთზეც, ქვეყნის ექს პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილმა ხეებმა უნდა "გაიარონ".
არაოფიციალური ინფორმაციით, ექსპრემიერის ეზოში, მარტო ნატანებიდან 30-მდე გიგანტური ხის გადატანა იგეგმება და სწორედ ამ მონაკვეთზე დღეიდან დაიწყო როგორც ქარსაფარი ზოლის განადგურება, ასევე გზების ორმოული შეკეთებაც.
http://www.newposts.ge/?l=G&id=132894-%E1%...%83%90%E1%83%A1