აჭარის მოსახლეობის უმრავლესობას არ ეხება ის, რაც დაწერე.
სხვანაირად რომ იყოს, აქამდე ბევრჯერ იჩენდა თავს.
უმცირესობაში თუ არსებობს პრობლემა, მაგის მიზეზი არ შეიძლება მხოლოდ მათში ვეძებოთ...
სამწუხაროდ, საქართველოში გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ ახასიათებს კუთხურ ნიადაგზე კინკლაობები, უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა ამა თუ იმ კუთხის მიმართ.
საჭიროა ამაზე დაფიქრება და თუ რაღაც არ მოგვწონს, მხოლოდ ერთ კუთხეს, ან მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას არ უნდა დავაბრალოთ ყველაფერი.
საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ჩრდილოელ მეზობელს არ სძინავს და მას აწყობს ამა თუ იმ კუთხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების არსებობა...
მტერი არის ვერაგი და გამოცდილი.
როგორც ვიცი, საბჭოთა პერიოდში ვინმეს ხარისხის დაცვა რომ უნდოდა, მისი ნაშრომი ითარგმნებოდა რუსულად.
ნაშრომებს სერიოზულად ამუშავებდნენ მოსკოვში.
დეტალურად აქვთ შესწავლილი ჩვენი ერის მახასიათებლები.
მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა დამოკიდებულება არსებობს ჩვენთან ამა თუ იმ კუთხის, ამა თუ იმ რაიონის მიმართ.
ისიც კი იციან, რომელი სოფლის ხალხი რომელი სოფლის ხალხზე როგორ ანეკდოტებს ჰყვება...
ჰოდა, ცხადია, რომ ეგ დეტალური ინფორმაცია ჩვენ სასიკეთოდ არ სჭირდებათ.
მათ აქვთ უზარმაზარი რესურსები და არ მოერიდებიან პროვოკაციებს ჩვენ მიმართ.
არ უნდა შეიქმნას მათთვის ხელსაყრელი სიტუაცია...
მესამეც, ავტონომიის გაუქმება გადაჭრის, თუ რამე პრობლმა არსებობს?
ასე მარტივად არაა საქმე...
ან აჭარის მოსახლეობას არ ვეკითხებით?

აჭარის ავტონომიის საკითხი ვერ გადაწყდება ერთი ხელის მოსმით.
ვისურვებდი, რომ საქართველო ყოფილიყო უნიტარული, მაგრამ დეცენტრალიზებული სახელმწიფო ავტონომიების გარეშე, მაგრამ ჩემ სურვილებზე არაა აწყობილი ეს ქვეყანა...
ჩვენ გვაწყობს თუ არა, არსებობს გარკვეული მოცემულობები, რისი გათვალისწინებაც საჭიროა...
თუ მიგაჩნია, რომ რაღაც პრობლემა არსებობს, რაღაც გამოსასწორებელია, არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით მოინდომო გადაჭრა.
დაფიქრებული, გააზრებული, მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.
არის საკითხები, რაც მოითხოვს მართვას, ხანგრძლივი სტრატეგიის შემუშავებას.
This post has been edited by ფორცხოლი on 13 Mar 2017, 16:43
. .