
- ამონარიდი ფორუმის მარველ-სითის ისტორიიდან.
ახლა კი ნიუსების დროა.
ხელჩართული ბრძოლა გაიმართა მარველ-მოლში გუშინ ღამით.

სწორედ მაშინ, როდესაც კინგპინი
lasha244-ის მოსყიდვას ცდილობდა ხალხმრავალ ადგილას, გამოჩნდა მოთამაშე
Newbie1. თვითმხილველების განცხადებით, მას მოლაპარაკების ჩაშლა სურდა, თუმცა რა გზით, უცნობია.
კინგპინის "ვის უბედავ შე ლახმაჩოს" ყვირილზე და ლაშა244ის გინებაზე, სიტუაციის დასარეგულირებლად, ყვავილების მაღაზიასთან მდგომი
Shocker და
Emma Frost მივიდნენ. ემამ ტელეპათიით, ხოლო შოკერმა დაშოკვით შეაჩერა
Newbie1.
იგი გადაყვანილია უახლოეს საავადმყოფოში. ექიმების თქმით, მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ შოკირებას შედეგების გარეშე არ ჩაუვლია.
Newbie1 სუსტად გრძნობს თავს და დიდი ალბათობით, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
___________________________
უბედური შემთხვევა მოხდა მარველ-სითის ცენტრალურ ბაზრობაზე. ყველისა და თაფლის დახლს შორის მდგომი
Quicksilver ყველს ჭრდიდა დასაგემოვნებლად, როდესაც უზარმაზარმა ფუტკარმა უხსენებელზე უკბინა.
სიმწრისგან, ქვიქსილვერი გალურჯდა, გაწითლდა, დანა მოისროლა და სინათლის სიჩქარით დაიწყო უცნაური ტრაექტორიით სირბილი.

როცა გაჩერდა, ხალხის დაჟინებული მზერა იგრძნო.
ცენტრში, ყინულის ლოდებად დაშლილი
Emma Frost, იგივე
crow1 ეგდო. ექსპერტიზის დასკვნით, ყველის ჯაყვა
crow1-ს გულში მოხვდა და რამდენიმე წამში სული დალია.
სუსტი ფსიქიკის მქონეებმა, თავი შეიკავეთ სპოილერის გახსნისგან!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სამართალდამცველებმა 3 საათიანი სპეც-ოპერაციის შედეგად, დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული ფუტკარი. ფუტკარმა დანაშაული აღიარა. მას შემამსუბუქებელი გარემოებით 3ლიტრიან ქილაში მიესაჯა სამუდამო პატიმრობის მოხდა.
_________________________________________
რეალითი-შოუ "ვისთან ისურვებდით სექსუალური კავშირის დამყარებას?" ისევ გვაოცებს ჰდ გასხმებითა და სასიყვარულო კონფლიქტებით.
VIPMASTER-ის თამამმა განცხადებამ ფენიქსის მშვენიერების თაობაზე, იმდენად აღაგზნო მარველ-სითის სექს სიმბოლო, რომ პირდაპირი მნიშვნელობით, ვნების ალში დაწვა თაყვანისმცემელი. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ექიმის დახმარება, თორემ მრავალრიცხოვანი დამწვრობებით გარდაიცვლება 3 დღეში.

ფენიქსის გასხმების ნახვის შემდეგ, მისი ოჯახის მამრობითი სქესის წევრები შოკში იყვნენ. "ქალაქმა გააფუჭა, თორემ სათბურში ვზრდიდით, ცივ ნიავს და ბილწ გარემოს არ ვაკარებდით სოფელში"- აცხადებს თვალცრემლიანი დედა.
სამწუხაროდ, ინტერვიუ ვერ ჩავწერეთ ფენიქსის მამასთან და ძმასთან. როგორც აღმოჩნდა, ორივე მამაკაცი მისთვის ჭკუის სასწავლებლად გამგზავრებულიყო ქალაქში.
________________________________
Deadpoolმა, პარამეცნიერებების ინსტიტუტში მისული
MasterJC გაიცნო. ურთიერთობებზე, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებზე საუბარმა და ამავვე თემაზე დედპულის პაროდიებმა, სიცოცხლე გაუხანგრძლივეს
MasterJC-ს ერთი დღით.
საკუთარ ტვიტერზე დედპული წერს:

____________________________________________________
ლოკალურ პაბში, Michigan Wolverines-ის თამაშის ტრანსლაციისას,
Wolverine მისი საყვარელი გუნდის დამარცხებას ვერ შეეგუა. კამერაში ჩანს, თუ როგორ სვამს იგი სასმელს ბოციდან.

მორიგი ბოცის მოთხოვნაზე, მან ბარმენ
Mrlurch-ისგან უარი მიიღო. ამის მერე, თვითმხილველები ამბობენ, რომ
Wolverine გამძვინვარდა, მივარდა
Mrlurchს და ბარძაყში დაჭრა.

საბედნიეროდ, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე თამაშს
Dr.Strange ადევნებდა თვალს. მან პირველადი დახმარება აღმოუჩინა ბარმენს.
Mrlurch 2 დღის ნაცვლად, 4 დღეში მოკვდება, თუ ლიზარდი არ გადაარჩენს.

___________________________
ახლა მაცნობებენ, რომ დაჭრილი
Mrlurch-ის სანახავად საავადმყოფოში მისულ
AnneShს, ეჭვიანობის ნიადაგზე თავს დაესხა
Human Torch. სწორედ მაშინ, როდესაც გოგონას უდიდესი საფრთხე ემუქრებოდა, საავადმყოფოში შემოაბიჯა
Captain Americaმ და დაიცვა მანდილოსანი.

_____________________________________
Thor-ის რისხვა თავს დაატყდა მოთამაშე
Mopirmkrtaloს. იგი 2 დღეში გარდაიცვლება, თუ ექიმები არაფერს იღონებენ.
_____________________________________
მარველ-სთეიშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, შენიშნულია
lizard და
Scorpion. თვითმხილველების განცხადებით, ისინი თავს დაესხნენ მოთამაშე
Sanfol-ს. ერთ-ერთი კორესპონდენტი გვატყობინებს დანაშაულის დეტალებს:
http://vocaroo.com/i/s05mDSWeWr9R
******************************************************************************************************************************
მოკლედ რომ დავწერო:
Spider-Man-მა გამოიყენა ობობის ალღო.
Kingpinმა მოისყიდა
lasha244Shockerმა დაშოკა
Newbie1Emma Frostმა ტელეპათია გამოიყენა
Newbie1ზე
Quicksilverმა მოკლა
Crow1 და ხმის უფლება წაართვა
Newbie1Phoenixმა დაწვა
VIPMASTERDeadpoolმა სიცოცხლე გაუხანგრძლივა
MasterJCს.
Wolverineმა დაჭრა
MrlurchDr.Strangeმ 2 დღე მოუმატა
Mrlurchს.
Captain Americaმ დაიცვა
AnneshScorpionმა მოწამლა
SanfolInvisible Womanმა შმონი გამოიყენა
henessyზე.
Thorმა მეხი სტყორცნა
Mopirmkrtaloს
**********************************************************
ექიმებს ელოდებიან შემდეგი მოთამაშეები:
4) Mopirmkrtalo - 2 დღე
7) Mrlurch - 4 დღე
11)Sanfol - 3 დღე
14) VIPMASTER -3 დღე
**********************************************************
Marvel-City Graveyard:5)
Crow1 - Emma Frost This post has been edited by dryade on 5 Apr 2017, 22:05