სტატისტიკის მოყვარულთათვის.
რონალდოს მთავარი პლუსია შედეგიანობა - მომენტების რეალიზაცია. ბევრისგან გამიგია რო რონალდო უკეთესი შემსრულებელია ვიდრე მესი. მოდი დავამსხვრიოთ ეს მითი ჰარდქორ სტატისტიკით.
ავიღოთ მესის და რონალდოს სტატისტიკა ლა ლიგაში, ყოველ 90 წუთში, და შევხედოთ კომპონენტს დარტყმებს და გოლებს. ქვემოთ მოყვანილი ციფრები არის 8 სეზონის ყველა თამაშების და წუთების საშუალო შეწონილი მაჩვენებლები რონალდოს ლა-ლიგაში მოსვლის დღიდან
(მთლიანობაში მესის აქვს 268 თამაში და 22,635 წუთი მოედანზე.
რონალდუს აქვს 261 თამაში და 22,497 წუთი მოედანზე.):
რონალდუ - 1.1 გოლი (გოლი ყოველ 81 წუთში) 7.0 დარტყმიდან, გოლის პროცენტულობა - 16%, დარტყმის აკურატულობა (რამდენი წავიდა კარში) - 35%. დარტყმების შეფარდება: საჯარიმოს შიგნიდან - 55%, საჯარიმოს გარედან 45%. გოლების შეფარდება. საჯარიმოს გარედან 14%, საჯარიმოს შიგნიდან 85%. აქედან: 67% მარჯვენა ფეხით, 16% მარცხენა ფეხით, 17% თავით.
მესი - 1.1 გოლი (გოლი ყოველ 78 წუთში) 5.3 დარტყმიდან. გოლის პროცენტულობა - 22%. დარტყმების აკურატულობა - 45%, დატყმების შეფარდება: საჯარიმოს შიგნიდან 65%, საჯარიმოს გარედან -35%. გოლების შეფარდება: საჯარიმოს შიგნიდან 84%, საჯარიმოს გარედან - 16%. მარცხენა ფეხით - 79%, მარჯვენა ფეხით - 16%, თავით - 4%.
ამას გამოვაკლოთ პენალტები და ჯარიმა, რო სუფთა "თავდამსხმული" ეფექტიანობის სტატები მივიღოთ:
რონალდუს გოლები თამაშიდან (არ ითვლება ჯარიმები და პენლები) - 0.8 გოლი (გოლი ყოველ 110 წუთში) 6.0 დარტყმიდან. გარდასახვის პროცენტი - 13%
მესის გოლები თამაშიდან (არ ითვლება ჯარიმები და პენლები) - 0.9 გოლი (გოლი ყოველ 97 წუთში). რეალიზაციის პროცენტი - 21%.
დასკვნა - მესი ჯობია დარტყმებში რონალდოს, რადგან თითქმის თანაბარი გოლები აქვთ გატანილი, მაგრამ მესი გაცილებით ეფექტურია, მისი დარტყმები უფრო ზუსტია და მისი გარდასახვის რეალიზაცია რონალდოსას მნიშვნელოვნად აღემატება.
შეგიძლიათ შემედაოთ- რონალდო მეტს ურტყავს საჯარიმოს გარედან, ამიტომ შესაბამისად გარდასახვის რეალიზაცია უფრო დაბალი იქნება.
გიპასუხებთ: კი ბატონო, ავიღოთ ცალკე ზონებიდან გოლი/დარტყმა %. საჯარიმოს გარედან - მესი 10%, რონალდო - 5% (!), საჯარიმოდან - მესი 36%, რონალდო - 32%, საჯარიმოდან პენალტების გარეშე - მესი 33%, რონალდო 28%.
რომელი უფრო "მკვლელი" შემსრულებელია ჩანს ზემოდან??
სუსტი ფეხით თამაშში ორივე ერთნაირად ძლიერია (გოლების 16%), მაგრამ თავით თამაშში რონალდოს დიდი უპირატესობა აქვს.
აქვე ბარემ. პენალტების გარდასახვის სიხშირე - რონალდუ - 87%, მესი - 84%. ჯარიმების გარდასახვის სიხშირე - რონალდუ - 9%, მესი - 12%.
ანუ მესი გაცილებით ეფექტური და სახიფათო თავდამსხმელია (შემსრულებელია). თუმცა რონალდო ჯობნის თავით თამაშით (ამიტომ უფრო სრულყოფილი ცენტრფორვარდია), და პენლების გოლად გარდასახვაში.
სხვა კომპონონტების შედარებას აზრი არა აქვს, ყველამ იცის ისედაც.
დრიბლინგზე დავწერ მოკლედ: იმავე პერიოდში (2009-2017) მესი აკეთებს 4.5 წარმატებულ დრიბლინგს 90 წუთში, მისი მცდელობების 59% წარმატებულია. რონალდუ - 2.0 დრიბლინგს და 50% წარმატებით. (ახლანდელი რონალდუ 0.9 - 40% იანი წარმატებით

)
თუ გინდათ პასების სტატისტიკასაც დავდებ. ცოტა გამოსათვლელია ის. მაგრამ სურათი ცხადია. მესის მეტი ასისტი აქვს 90 წუთში, და მინშვნელოვნად მეტი ქი პასი, და მნიშვნელოვნად მეტი საერთო პასი 90 წუთში ამ პერიოდში.
ანუ ჩეგესტოს ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმიდან მესი გამოდის გამარჯვებული.
(ნუ გადამწყვეტი გოლები დასათვლელია აქ)
This post has been edited by kaiser Soze on 28 Apr 2017, 15:19