გამარჯობა მეგობრებო

ჩემი საეჭვო კონტაქტის შემდეგ დამეწყო რამდენიმე სიმპტომი
1) გათენდა თუ არა ტანზე გამონაყარი შევნიშნე რომელიც გაგრძელდა 3 თვე
2) 2დღეში დამეწყო დიარეა+მეტეორიზმი რომელიც 1კვირა ან კვირანახევარი გაგრძელდა
3) ღამის ოფლიანობა
4) ენაზე თეთრი ნადები
5) კუნთების და სახსრების ტკივილი
6) კუნთების კანკალი
7) თავის ტკივილი რომელიც დაახლოებით 1თვე გაგრძელდა
8) ყელის ტკივილი+სტომატიტი
9) ლიმფური კვანძების გადიდება საზარდულის ყელის ნიკაპის და იღლიის არეში
და შეიძლება კიდევ რამდენიმე სიმპტომიც უბრალოდ ვეღარ ვიხსენებ
ყველაზე მთავარი ის არის რომ დაუცველი ვაგინალური სექსი მქონდა აივ დადებთთან (რომლის სტატუსიც 3 დღის მერე გავიგე)
ყველანაირი იმედი გამქრალი მქონდა
ყველაფერი ამის მიუხედავად დღეს გავიგე რომ ჩემი სტატუსი უარყოფითია
ასე რომ ტყუილად ნუ გამოიტანთ დასკვნებს სანამ ანალიზს არ გაიკეთებთ <3 ვიცი ძნელია მაგრამ ახლა მივხვდი რომ რა სიმპტომსაც ეძებ ყველაფერს იპოვი
წარმატებას გისურვებთ ყველას იმედია აღარ მომიწევს ამ განყოფილებაში შემოსვლა
This post has been edited by webuda on 28 Apr 2017, 15:49