უკანასკნელად გაფრთხილებთ.
არა, აღარ გაფრთხილებთ.
უბრალოდ იცოდეთ, გაიხსნება თემა ამ წესების დარღვევით და მიიღებთ ვორნს, შემდეგ ბანს. ყოველ შემდგომ გამეორებაზე ბანის ხანგრძლივობა გაიზრდება.
4.2.4. თემის შექმნა თემატურად შეუსაბამო ფორუმში
ვგულისხმობ მაგალითად ასეთ თემას:
იფრინეთ აეროფლოტით4.2.8. თემის შექმნა ნაკლებად ინფორმატიული სათაურით
ვგულისხმობ მაგალითად ასეთ სათაურს:
მართლა მოხდა ასეთი რამე?ბიჯოს!!!
პ.ს.
რას ნიშნავს თემატურად შეუსაბამო:
თემა უნდა ეხებოდეს
ქართულ პოლიტიკას.
ან თუნდაც უცხოეთში მომხდარ ამბავს, რომელიც
უშუალო კავშირშია საქართველოსთან.
დაშვებულია აგრეთვე თემები, რომლებიც ეხება ქართულ საზოგადოებას.
არ შეიძლება იმით გამართლება, რომ თემა "გარკვეულწილად" (ზოგისთვის გარკვეულწილად კი არა, უმყარესად) ეხება ქართულ საზოგადოებასაც და ამიტომ არ გაიხსნა იმ განყოფილებაში, რომელიც მართლა უშუალოდ მსგავსი საკითხებისთვისაა გახსნილი.
არც იმით შეიძლება გამართლება, რომ წიპა საკითხი კი არაა პოლიტიკური, მაგრამ მომხდარი ამბავი უკავშირდება პოლიტიკოსებს, რადგან ბლა ბლა ბლა. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში
ყველა სამსახური საბოლოო ჯამში ემორჩილება რომელიმე სამინისტროს ან ადგილობრივ თვითმმართველობას, რომლების ხელმძღვანელებიც პოლიტიკოსები არიან. თქვენი ლოგიკით კი გამოდის, რომ სხვა განყოფილებები 99% დასახურია.
თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ეს მაგალითი:
ასფალტის დაგება დიდ დიღომშიგაფრთხილება: თვალებში ნაცრის შეყრისთვის და უცხვირპირო გაპრავებისთვის ვიძლევი ბანს.
დამატება:
თემის პირველი პოსტი უნდა იყოს ინფორმატიული.
ანუ, არ შეიძლება იდოს მხოლოდ ლინკი, ვიდეო, ტექსტი უცხო ენაზე.
პირველი პოსტის წაკითხვით, ყოველგვარი ვიდეოების ყურების, ლინკზე გადასვლების და უცხო ენაზე კითხვის გარეშე უნდა იღებდეს იუზერი მთლიან ინფორმაციას.
ასეთი თემა დაიხურება, ავტორი მიიღებს სასჯელს.
თუ იუზერი პირადში გამომიგზავნის გამართულ სათაურს და პირველ პოსტს, ჩავასწორებ და თემას ისევ გავხსნი. წყაროაუცილებელია წყაროს მითითება.
არ შეიძლება წყაროდ გამოყენება ვინმეს ფეისბუკპოსტის (ან რამე მსგავსის), იმ შემთხვევის გარდა, თუ საუბარი იმ პოსტზეა და არა იმ პოსტში გაჟღერებულ ინფორმაციაზე.
თუ წყაროდ გამოიყენება დეზინფორმატორი ინფორმაციის მომწოდებელი და თემის/პოსტის ავტორს ეს იოლად შეეძლო გამოეცნო, იუზერი მიიღებს სასჯელს.
გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება თემის გახსნა წყაროს გარეშე, თუ იუზერი უშუალო თვილთმხილველია მოვლენის, მაგრამ სამწუხაროდ არ შეუძლია ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალის წარმოდგენა. თუ გაირკვევა, რომ იუზერი იტყუებოდა, მიიღებს მსუყე ბანს.
This post has been edited by ჯიმი ლევი on 9 Dec 2019, 17:54
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი