გასაუბრებებზე სიარულის კვირეული მაქვს.
დილით, გასაუბრებაზე მივდივარ, ხოლმე და მერე სამსახურში.
მაგრად ვერთობი.
დღეს, ისეთ უცნაურ ადგილას მივედი და თან მეცინებოდა და თან ჩემზე თავზე გავბრაზდი.
ეიჩარის ნაცვლად, თვითონ უფროსი მელაპარაკა,
სასურველი ხელფასი მკითხა და რომ ვუთხრი, კაცს ფერი შეეცვალა.
არადა, სანამ სასურველ ხელფასს გაიგებდა, სულ მიღიმოდა და რა ლამაზი სახელი გქვიაო მეუბნებოდა

ეს ბოლოა.
მეტი ,,დუბაელ ინვესტორებთან" აღარ მივალ.
ზოგადი დაკვირვება: საქართველოში ,,არაბი ინვესტორი" თუ ჩამოვა,
ის დუბაიში საშუალო კლასის წარმომაგდენელ, ჩვეუელებრივ ტიპად, ითვლება და აქ მონებს ეძებს.
მაღალ ხელფასს არ უნდა მოელოდო.