+1
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებებეს.
რაც შეეხება რჩევებს,
(სამწუხაროდ) მრჩეველთა შორის უმრჩეველესი არ გახლავართ ბატონ ალექსანდრე, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ აზრს მაინც მოგახსენებთ

როცა დაპირებებსი გაცემაც დაიწყებ, გაითვალისწინე რომ
- მერიაში მისულს დაგვხვდება კორუმპირებული ცეხავიკ-ჩინოვნიკებისა და ფულის საშოვნელად გამოცვენილი ვირთხების მრვალრიცხოვანი ჯგუფი.
ამათთან ბრძოლა და მერიის ამ კადრებისაგან გაწმენდა წაიღებს ენერგიისა და დროის უდიდეს ნაწილს, ქალაქისათვის რაიმე ხელშესახებისა და ყველასათვის დასანახი კარგი საქმეების საკეთებლად შენი მერობის პირველ წელს მაინც ალბათვერ მოიცლი. ესენიც ყველანაირად შეგიშლიან ხელს. ამდენად ეს თემა გაითვალისწინე შენს დაპირებებში, ცრუ მოლოდინები რომ არ შექმნა.
- პანორამა თბილისის პროექტს ნუ შეეწინააღმდეგები. აცადე, დაასრულონ. ერთი რამე მაინც გააკეთონ ამ ქოცებმა რომ სათქმელი ჰქონდეთ აი ჩევნ დროს ესა და ეს აშენდა ქალაქშიო. მით უფრო, როცა შენმერი იქნები, ეს პროექტი უკვე დასრულების ფაზაში იქნება და შენს წინააღმდეგობას ისეთი სპეკულაციებისთვის გამოიყენებენ, რომ აი ... აღმშენებლობას ხელს უშლის და ა.შ.
- ქალაქში ხეების გაჩეხვის თემა რამდენად აქტუალურია თავადაც მოგეხსენება. მერიის შესაბამის სამსახურში რომ სათანადო კვალიფიკაციისა და სანდოობის ადამიანები უნდა იყვნენ ესეც მოგეხსენება.
ამიტომ შენს წინასაარჩევნო პროგრამასი ცალკე და განსაკუთრებულად გამოყავი ეს საკითხი და ისიც უთხარი თბილისელებს ვის წარადგენ იმ სასახურის უფროსად. კადრი ისეთი შეარჩიე რომ ქალაქი ენდობოდეს. სხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე სანდო ადამიანების წარდგენასაც თუ ამ სტილში მოახდენ ალბათ არც ეგ იქნება ურიგო.
- გამოითხოვე ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ბიუროდან, დაადგინეთ პერიოდი როცა ყველაზე ცოტა ტურისტი ჩამოდის ქალაქში (საქართველოში) და ამ პერიოდში ჩაატარე "ხაჭაპურის ფესტივალი".
ნაირ-ნაირი, გემრიელი და თან უფასო ხაჭაპურების გასასაინჯად უმარავი ხალხი მოასკდება თბილისს (და საქართველოს).
ეს ფესტივალი თუ ტრადიციად იქცევა კარგი იქნება.
This post has been edited by masai11 on 10 Jul 2017, 12:12