მაგარი ამბავია დღეს მშენებარე მტკვარიჰესზე მტკვარმა ნაპრალი ნახა და სხვაგან გადმოვიდა
მშენებელმა კომპანია "ფერიმ" კიდე ამის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო

ჯიგრები ღრუზინები ენერგეტიკას ავითარებენ
რა ხდება მშენებარე მტკვარისჰესზე?



დღეს, 23 ივლისს, “მტკვარი ჰესზე“ წყლის ნაკადი გადაიღეს, რომელიც იმ ადგილიდან გადმოდის, საიდანაც არ უნდა გადმოდიოდეს და მდინარეში სამშენებლო მასალა ჩააქვს.
შემთხვევის შესახებ ერთ–ერთმა, თვითმხილველმა გვაცნობა და მანვე მოგვაწოდა ფოტო და ვიდეო მასალა. გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ ჰესიდან წყალი სხვა მიმართულებით გადმოდის და მდინარეში ჩადის. როგორც თავად მოქალაქე ამბობს, წყალს მდინარეში თან საშენი მასალაც ჩააქვს.
ამის შესახებ „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის დამკვეთ კომპანიაში „სამხრეთის კარიბჭესგან“ შეიტყვეს. ჩვენ მათ მიღებული ფოტომასალც გავუგზავნეთ, რის საფუძველზეც გვითხრეს, რომ წყალს სავარაუდოდ მიმართულება აქვს შეცვლილი.
„მაგედან არ უნდა გადმოდიოდეს, მშენებელი კომპანია ვალდებულია ყურადღება მიაქციოს. თუ აქედან წყალი გადმოდის, მშენებელს მისცემს ზარალს“ - განმარტავს "მტკვარი ჰესის" დირექტორის მოადგილე ბადრი მათოშვილი.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე სამუშაოებს შპს „ფერი“ ახორციელებს და კომპანიას ავარიის შესახებ აცნობებს.
მოგვიანებით, ბადრი მათოშვილმა განაცხადა, რომ მათი თანამშრომლები უკვე ადგილზე არიან და ვითარებას არკვევენ. თუმცა, ამ დროისთვის უცნობი რჩება რა დაზიანდა მშენებარე ჰესზე. ბადრი მათოშვილის განმარტებით, მიზეზებს შეისწავლიან და ინფორმაციას ხვალ მოგაწვდიან.
http://sknews.ge/index.php?newsid=13942%E1...%83%94%E1%83%A1ცნობისთვის
ამ "ფერის" აშენებულია "ლარის ჰესიც", რომელიც დაინგრა უკვე
განადგურებული ლარსი ჰესი - ვინ უნდა აგოს პასუხი? (post #48917983)