zura_071gravitaciaმე და რამოდენიმე ადამიანმა არაერთხელ დავწერეთ, როგორცაა, თუმცა არავინ არაფრად ჩააგდო, რადგან არ გვეწერა, ია-ვარდითაა მოფენილი და ჩამობრძანდით, ბატონოო. რატომღაც ამას ელოდებით
აგერ დავწერ კიდევ ერთხელ, რა სიტუაციაა და როგორ შეიძლება აქ ჩამოსვლა, დაბინავება და სამსახურის შოვნა, რა გზები არსებობს. ამას ვწერ ჩემი გამოცდილებიდან და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ხელთ მაქვს. თუ სადმე ვინმე არალეგალი იმყოფება და მუშაობს, არ ვიცი, იმათ მაგივრად ვერ ვისაუბრებ. თუ თქვენ გეგულებათ ასეთი ადამიანი, პირდაპირ იმას მიმართეთ, რომ დაგაკვალიანოთ. მე ვიცი, ლეგალურად როგორ შეიძლება აქ მოხვედრა. სამი ძირითადი გზა არსებობს ქართველებისთვის:
1) საოჯახო ვიზა - თუ გყავთ ნორვეგიელი პარტნიორი და გსურთ დაქორწინება, შეგიძლიათ: ა) ხელი მოაწეროთ საქართველოში, საბუთები შეიტანოთ ბაქოში, დაელოდოთ პასუხს საქართველოში და როცა ვიზას მიიღებთ, ბედნიერად გაემგზავროთ ნორვეგიაში ბ) თუკი რაიმე სახის საცხოვრებელი ნებართვის (სტუდენტური, სამუშაო) საფუძველზე უკვე იმყოფებით ნორვეგიაში, იქვე მოაწერთ ხელს და იქვე პოლიციაში შეიტანთ ვიზაზე საბუთებს.
მიუხედავად იმისა, ბაქოში შეიტანთ საბუთებს თუ ნორვეგიაში, გასათვალისწინებელია შემდეგი: იმისთვის, რომ გარანტირებულად მიიღოთ ვიზა, აუცილებელია, რომ თქვენს მეუღლეს წინა და მიმდინარე წლებში ჰქონდეს შემოსავალი მინიმუმ 305 ათასი კრონი (35 ათასამდე ევრო დაახლ.) წელიწადში, დაბეგვრამდე, ჰქონდეს ოფიციალური საცხოვრებელი ადგილი (საკუთარი ან ნაქირავები) და ბოლო 12 თვის განმავლობაში არ ჰქონდეს მოღებული უმუშევრობის ან სხვა რაიმე სოციალური დახმარება NAV-ისგან. ასევე, ორივე მეუღლე უნდა იყოთ 25 წელზე მეტის (ეს შედარებით ახალი რეგულაციაა), უნდა დაამტკიცოთ, რომ რეალური ურთიერთობაა და არა ფიქტიური- დეტალურად უნდა აღწეროთ თქვენი ურთიერთობა, სად შეხვდით, როდის, როგორ, რამდენ ხანს იყავით შეყვარებულები, ვისი ინიციატივა იყო ქორწინება, უნდა ანახოთ მიმოწერები, ფოტოები. სასურველია, ქორწილი თუ გექნებათ ყველა წესის დაცვით, რადგან თუ მარტო თქვენ ორნი მიხვალთ ბიუროში, ხელს მოაწერთ და მორჩა, ძალიან საეჭვოდ გამოიყურება.
თუ ამ ყველაფრის საფუძველზე საიმიგრაციო სამსახური დარწმუნდება, რომ ნამდვილი ურთიერთობაა, 4 თვეში მოგცემენ საცხოვრებელ ნებართვას, რონელიც თავიდან ყოველ წელს უნდა განაახლო. ამ ნებართვის საფუძველზე მუშაობა შეგიძლია სრულ განაკვეთზე ნებისმიერ სფეროში. თუ 3 წელი გაქაჩა ქორწინებამ, მერე შეგიძლია ნორვეგიულის ტესტი ჩააბარო და მოითხოვო სამუდამო საცხოვრებელი ნებართვა. აქედან 4 წელიწადში (ანუ სულ - 7) მოქალაქეობაზეც შეგიძლია შეიტანო.
თუ საიმიგრაციო სამსახური დაეჭვდა თქვენი ურთიერთობის ნამდვილობაში, საბუთების შეტანიდან 4 თვეში შეგატყობინებენ, რომ ინტერვიუზე ხარ დაბარებული. ეს იწელება უაზროდ, გააჩნია, რომელ მუნიციპალიტეტში იმყოფები. ოსლოში, მაგალითად, 14 თვეა ლოდინის ვადა და ამ პერიოდში არც მუშაობა შეგიძლია და ნორვეგიიდან გასვლა და უკან შემოსვლაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. თუ ეს 14 თვეც გადალახე და ინტერვიუთი კმაყოფილი დარჩნენ, მერე შენც 3 წელიწადში შეგიძლია შეიტანო მუდმივ საცხოვრებელ ნებართვაზე, 7 წელიწადში - მოქალაქეობაზე და ა.შ.
2) სტუდენტური ვიზა - აბარებთ ნორვეგიულ უმაღლეს სასწავლებელში. ვიზაზე საბუთები შეგაქვთ ბაქოში და ანახებთ, რომ ანგარიშზე გაქვთ თანხა, დაახლოებით 12 ათასი ევროს ოდენობით წელიწადში. სწავლის ყოველ წელს ანალოგიურად მოგიწევთ ვიზის აღება და ისევ ამდენივე თანხა უნდა ანახოთ. ასევე ითხოვენ ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერს, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს თანხა მართლაც გაქვს და ვიზისთვის არ შეგიგდია ანგარიშზე ნასესხები ფული. სწავლის პერიოდში გაქვს უფლება იმუშავო კვირაში 20 საათი, სადაც გაგიხარდება. თუ მუშაობ, ვიზის განახლებისას კონტრაქტში გაწერილ თანხას გაითვალისწინებენ და ბანკში იმდენის ჩვენება აღარ მოგიწევს.
სწავლის ერთი საფეხურის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ გაწელოთ და გააგრძელოთ სწავლა შემდეგ საფეხურზე. თუ ბაკალავრიატზე სწავლობთ, დასრულების მერე შეგიძლიათ ჩააბაროთ მაგისტრატურაზე, ანუ პლიუს 2 წელი გაქვთ. მაგისტრატურის მერე - დოქტორანტურა თუ მოახერხეთ, მთლად გადასარევი, მანდ უკვე სამუშაო ვიზა გეკუთვნით და არა სტუდენტური, მაგრამ აქ ზოგი ისეთი ჩალიჩობს ნორვეგიაში მოხვედრაზე, ეჭვი მეპარება, დოქტორობას უმიზნებდეს რომელიმე (პირადად არავის ვაყენებ შეურაცხყოფას).
სწავლის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ აიღოთ სამუშაოს მაძიებლის 1-წლიანი ვიზა, ანუ კიდევ დროს იგებთ დამატებით. ამისთვის ანგარიშზე 25 ათასი ევრო უნდა გეგდოთ. ამ ერთ წელიწადში თუ იშოვით სამსახურს (როგორი სამსახურია საჭირო, შემდეგ პუნქტში აღვწერ), აიღებთ სამუშაო ვიზას და თავი ქუდში გაქვთ. 3 წელიწადს თუ იმუშავებთ, იგივე გეხებათ, რაც საოჯახო ვიზაზე - სამუდამო საცხოვრებელი ნებართვა. თუ ამ 1 წელიწადში ვერაფერი ნახეთ, მოგიწევთ გამობრუნება.
3) სამუშაო ვიზა. ეს არის ძალიან კარგი ვარიანტი, ოღონდ სამუშაოს შოვნა არის ძალიან რთული და ვინაიდან ჩვენ არ ვართ ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეები, აუცილებელია, ვიპოვოთ ჩვენი პროფესიის - დიპლომისა და გამოცდილების შესაბამისი სამსახური. Skilled work-ს ეძახიან ამას. მაგ. ექიმი, ინჟინერი, მასწავლებელი და მსგავსები. მუშად, დამლაგებლად, მაღაზიის გამყიდველად და მეთევზედ თუ აპირებ მუშაობას, სამუშაო ვიზას ვერ აიღებ.
სამსახურის მოძიების გზები ასეთია, და ვგულისხმობ skilled works-ს და არა ნებისმიერ სამუშაოს: აქ უნდა იყოთ ადგილზე (თუნდაც 90-დღიანი უვიზოს ფარგლებში) და დაჩალიჩდეთ, დაგზავნოთ სივები და სამოტივაციო წერილები, 99% შემთხვევაში ნორვეგიულ ენაზე. სადმე შეიძლება ინგლისურიც ჭრიდეს. თუ გაგიმართლათ, უნდა მიხვიდეთ გასაუბრებაზე. ნუ, ზოგადად როგორც ხდება სამსახურის შოვნა, ისეა აქაც. ან უნდა გყავდეთ ვინმე ნაცნობი/კონტაქტი, რონელიც შემოგთავაზებთ სამსახურს.
საქართველოდანაც შეიძლება ეძიო ვაკანსიები საიტებზე, მაგრამ რატო გაიბურღავს ტვინს დამსაქმებელი სკაიპით გასაუბრების ჩატარებაზე შენთან, როცა აქაც ასობით მსურველი დგას რიგში თითოეულ ვაკანსიაზე. იშვიათი პროფესიონალი უნდა იყო მაშინ. აქ დევს ვაკანსიები:
https://tjenester.nav.no/stillinger/forsidehttps://www.finn.no/job/fulltime/search.html?filters=ასევე გაითვალისწინეთ, რომ ნორვეგიული ენის ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მის გარეშე სამუშაოს პოვნა ძალიან ჭირს.
რაც შეეხება არალეგალურად მუშაობას და ცხოვრებას, მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისად, წინა გვერდებზე ვერც გაგიზიარებდით ვერაფერს ამის თაობაზე, თუმცა, ჩემი წარმოდგენით, ძალიან რთული უნდა იყოს, რადგან ლეგალებისთვისაა რთული და უსაბუთოდ რა იქნება

ჯერ მარტო ხელფასის აღებას როგორ აპირებთ? ბარათზე ჩარიცხვა გამორიცხულია, ამისთვის პირველ რიგში, სპეციალური 11-ნიშნა ნომერი უნდა გქონდეთ, რისთვისაც საჭიროა ა) ოფიციალური, ლეგალური სამუშაო კონტრაქტი ან ბ) მინიმუმ 6-თვიანი ნებისმიერი ტიპის საცხოვრებელი ნებართვა. ქეშად გაცემაც გაჭირდება. ქეშს მაქსიმალურად ებრძვიან აქ. ბანკში ანგარიშს რომ ხსნი, გეკითხებიან, თანხა უნდა ჩაგერიცხოს თუ ქეშად აპირებ შემოტანასო. ქეში რომ ახსენო, ეჭვის თვალით გიყურებენ და დეკლარაციას გავსებინებენ, საიდან გაქვს. ეს იმის სადემონსტრაციოდ მოვიყვანე, თუ როგორი დამოკიდებულებაა ზოგადად ნაღდი ფულის მიმართ. არც ერთი წესიერი დამსაქმებელი ქეშად ფულს არ გადაიხდის ნორვეგიაში 2017 წელს.
ამბობენ, რომ ვიღაც რუსებს აქვთ რაღაც არალეგალური პონტები და შეიძლება დაგასაქმონო, არ ვიცი

ნამდვილად არ ვიცი და რა დავწერო? თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ჩართულია ამ ამბავში, ოდინმა ხელი მოგიმართოთ.
მე როცა პატიოსნად ვიმყოფები ამ ქვეყანაში და ვხედავ, რა ძნელია აქ ლეგალურად ჩამოსვლა და თავის დამკვიდრება, მიკვირს, არალეგალურად რა უნდა მოახერხო, მაგრამ ალბათ ჩემი აზროვნება ვერ წვდება, თორემ ქართველები რას არ ახერხებენ უცხოეთში, ლეგენდები მსმენია
ლტოლვილად ჩაბარებას დღეს აზრი აღარ აქვს, სირიიდან, ერიტრეიდან, ავღანეთიდან ან ერაყიდან თუ არ ხარ.
* * *